უკან დაბრუნება
განცხადებები
ხალხური შემოქმედების უხუცესი ოსტატი
6-08-2016, 10:59
ნანახია: 1802
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვინც ყოფილა სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე საქართველოს სსრ პავილიონში, უეჭველად მიაქცევადა ყურადღებას ვერცხლის ჩუქურთმებიან, ფილიგრანიან და მოსევადებულ სხვადასხვა ნაკეთობას. ზოგიერთი მათგანის ავტორია საქართველოში ცნობილი ხალხური შემოქმედების ოსტატი 82 წლის ფილიპე ისლამის ძე ძაძამიძე. იგი ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს. ყოველ დილას ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი ოსტატი მიდის თავის სამუშაო ადგილას და შრომობს, აჟურული ქართული ორნამენტები გამოჰყავს სხვადასხვა ნაკეთობაზე. საუცხოვოდ არის გამოყვანილი ღვინის თასმები, ვაზები, სურები, ქამრები.
ფ.ძაძამიძე განთქმულია მთელ რესპუბლიკაში, როგორც გრაფიკის, ხელოვნური სევადის ფილიგრანის შესანიშნავი ოსტატი. მისი გამოყვანილი სახეები განსაკუთებულიუ სიზუსტითა და სისრულით ქართული ხალხური შემოქმედების მკაფიო ნიმუშს წარმოადგენენ.
ლითონის დამუშავებას მოჩუქურთმებას, მოსავადებას, ფილიგრანს საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. ეს ხელოვნება მემკვიდრეობით გადადიოდა ოსტატთა ოჯახებში. ცნობილი ოსტატები იყვნენ ძაძამიძის ბიძა და უფროსი ძმა. როცა ფილიპეს 12 წელი შეუსრულდა მას გააცნეს ნატიფი ხელოვნების საიდუმლოებანი. რამდენიმე წლის შემდეგ ჭაბუკმა სახელი გაითქვა. 1897 წელს მისი ნამუშევრები პეტერბურგს გაემგზავრა. მაგრამ მაშინ ვინ აქცევდა ყურადღებას ნიჭიერ სახალხო ხელმარჯვეს?
მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების წლებში აღიარეს ძაძამიძის შრომა. მისი ნაკეთობანი ექსპონირებული იყო მოსკოვში, ლენინგრადში, ინახება თბილისის, ზუგდიდის მუზეუმებში.
ფილიპეს ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს. ისინი ექიმები არიან. მხოლოდ ფ.ძაძამიძის შვილობილი მოსწავლე 14 წლის ანზორ ნიკუაშვილი იჩენს დიდ ინტერესს მისი საქმისადმი. ისინი ხშირად ერთად მუშაობენ.
აი დღესაც ორივე დახრილა მაგიდაზე, მოხუცი ოსტატის მარჯვე ხელები ეროვნული ჩუქურთმით ამშვენებენ სხვადასხვა ნაკეთობას. ანზორი ნამზადს აკეთებს უწმინდესი ვერცხლის მავრთულისაგან.
(საკდესი).


გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"



წყარო: samegrelo.borbonchia.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი