უკან დაბრუნება
განცხადებები
ფაზისი
16-07-2016, 20:09
ნანახია: 2877
გაუზიარე სტატია მეგობარს


ამირან შეროზია

ფაზისი (ფასისი) მდინარე რიონის სახელწოდება . ძველი მსოფლიოში ფაზისი (ფასისი) და კოლხიდა(კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. ქ.ფაზისი (ფასისი) წყაროებში პირველად მოხსენებულია ბერძენი ავტორის ფსევდო-სქოლაქს კარიანელის „პერიპლუსში“ (ძვე.წ/.IV-ს), ასევე ქ. ფაზისი (ფასისი) მოხსენიებული აქვთ სტრაბონს(ძვ.წ.Iს. - ახ.წ. Iს) და არიანეს (ახ.წ. IIს,) საფიქრალია, რომ ქ. ფაზისი (ფასისი) თანამედროვე ფოთის შემოგარენში, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, ზღვის შესართავთან მდებარეობდა.
მეცნიერებაში, როგორც პროფ. თ. მიქელაძე მიუთითებს, ფაზისის (ფასისის) ტიპოლოგიის შესახებ არ არის აზრთა ერთიანობა. სპეციალისტთა ერთი ნაწილი მას ბერძნულ ქალაქად მიიჩნევს, მეორე ნაწილი - შერეული ტიპის ბერძნულ-კოლხურ ქალაქად, მესამე ნაწილი - კოლხურ ქალაქად. ქართული არქეოლოგები მის კოლხურ ტიპოლოგიაზე მიუთითებენ.
დასადგენია, მდინარე რიონი და ქ.ფოთი რატომ ატარებენ უძველესი დროში ფაზისის (ფასისის) სახელს. ხომ არ არის აქ ბერძნული გავლენა? - ცხადია არა! ფაზისი (ფასისი) კოლხური წარმომავლობისაა და არავითარი კავშირი არ აქვს ბერძნულთან. ფაზისის (ფასისის) ამოსავალი ფუძე (ქართულ „ფაზარში“ უნდა ვეძებოთ.
„ფაზარი“ მინერალ სერპენტინისა და მისგან აგებული ქანისსერპენტინიტის ძველი ქართული სახელწოდებაა, ფერის მსგავსების გამო ფაზარი ეწოდებოდა. ცხოველების ორგანიზმში *კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი) არსებულ მინერალწარმონაქმნებასაც (თ. გელაშვილი ქ.ს.ე. ტომი 10. გვ. გვ.209, 1983წ.).
ძველად სამეგრელოში ფაზარის ქვას „უკუდელეში“ ფაზარსაც ეძახდნენ. )უკუდელიში - უკუდოსი, ანუ ადამიანის ა.შ.). „უკუდელეში ფაზარს“ სწორედ ამიტომ ეძებდნენ ადამიანის ორგანიზმშიაც.
უტყუარ ცნობას ფაზარის ჩვენებულობის შესახებ რუსთველიც გვასწავლის. „ვეფხისტყაოსნის“ 322-ე სტროფში ვკითხულობთ:
„მეფემან სახლი ააგო,
შიგან სამყოფი ქალისა,
ქვად ფაზარი სდგა,
კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა.“
მისაღები და ჭეშმარიტებასთან ახლოს მყოფი ვარიანტით იქნება თუ ვიტყვით, რომ ფაზარის ქვას მეტი რაოდენობით მდინარე რიონში და საკუთრივ მის შესართავთან პოულობდნენ. ამიტომ მდინარე რიონი ფაზარის მდინარედ იქნა მიჩნეული და ფაზარის მდინარე, ანუ „ფაზარფსი“, საბოლოოდ კი „ფაზიფსი“ დაერქვა.
„ფსი“ მეგრულად წყალს ნიშნავს, დროთა მსვლელობაში „ფაზიფსში“ ორი ერთნაირი ასო ერთმანეთს შეეცილა („ფ“ და „ფ“). ბოლოს კი ერთი მათგანი მოსცილდა სიტყვას და მივიღეთ „ფაზისი“. ფაზისი ეწოდება მდინარის შესართავთან არსებულ ქალაქსაც, სადაც „IV საუკუნეში ფაზისის აკადემია“ ფუქციონირებდა.
როგორც დგინდება, საკმარისი არგუმენტები არსებობს იმისათვის რომ ვირწმუნოთ სიტყვა „ფაზარის“ ქართულ (კოლხურ) წარმომავლობის და გამოვრიცხოთ მისი წარმოშობის ბერძნული ვარიანტი.
ჩემი ღრმა რწმენით, სასურველია ძველ, ამასთან ჩვენთვის გაუგებარ სიტყვებს დაუსაბუთებლად არ მივაწეროთ უცხოური წარმომავლობა. ეს ეხება ფაზისის(ფასისის) სადაურობის დადგენასაც. ჩემს მოსაზრებათა გარკვეული ნაწილი უტყუარ ისტორიულ წყაროებზე არ არის დაფუძნებული, ამის მიუხედავად იგი დასაშვებ ვარიანტად მიმაჩნია. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი