უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოტოალბომი
8-01-2017, 14:33
ნანახია: 1056
გაუზიარე სტატია მეგობარს


როცა დაღლილი ვეძებ სიმშვიდეს,
როდესაც სული ლექსებად წრიალებს,
გადავშლი კრძალვით ჩემს ფოტოალბომს,
ჩემი ბავშვობის მემატიანეს.
შემომაგებებს ღიმილს ბავშვობა,
ბაგეთა   შტოზე  გაბრწყინებული
და ვუბრუნდები  გარდასულ  დღეებს,
გულში  სიყვარულდაბუდებული...
ვუმზერ სურათებს თბილი ღიმილით,
დავალ კეთილი ფიქრების ბაღში,
შორს  დარჩენილა  სულის  სიანცე,
ის  გულუბრყვილო  ლამაზი  ბავშვი...
და  ახლა  ალბომს  ვუღიმი  თბილად,
კეთილი  ფიქრით  სავსე  მაქვს  სული,
დავალ  ლამაზი  ფიქრების ზღვაში,
მკერდში  სიყვარულმისჯილი გულით.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი