უკან დაბრუნება
განცხადებები
ორნატი (ხნული) - თეთრი ყვავილი
8-01-2017, 14:31
ნანახია: 1186
გაუზიარე სტატია მეგობარს


ოდესმე მოვა თეთრი სიბერე,
ლურჯი ოცნება წავიდა გუშინ,
თეთრი აპრილიც დადგება მერე -
და ყვავილები დარჩება ხნულში.
ხნულში იბრწყინებს თეთრი ყვავილი,
ოცნება თეთრი მოსული თოვლად,
თოვლის ფიქრები გზასაც გაივლის,
რომელსაც ქართან უხდება ბრძოლა.
მოდის რითმები, ოცნებით, მალვით,
ლამაზი თეთრი ყვავილი ველად,
გადაშლის მერე, მკითხველი, კრძალვით
და გაგვიხსენებს სითბოთი ყველას.
...უნაზეს სულში დარჩება ლექსი,
ვინც ცას უკვდავთა თვალებით უმზერს...
უცნობო ჩემო, ფიალა შესვი
და დაიბნიე ყვავილი გულზე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი