უკან დაბრუნება
განცხადებები
მუცლის მოწყვეტა,
15-12-2016, 07:56
ნანახია: 1264
გაუზიარე სტატია მეგობარს


მუცლის მოწყვეტა,
ვაშლის მოწყვეტა,
სიტყვის მოწყვეტა,
ვარსკვლავის მოწყვეტა.
შენგან მოწყვეტა.
ნეკერჩხლის ფოთლის წვიმა
და გადაადგილება
ცხოვრების მერე.
სიღრმეში პატარა ადამიანები
და ჩემი დიდი მარტოობა,
როგორც სრული უშენობის
წინაპირობა .
გვიმრასავით დაცეხვილი ელვა,
და მუნქის ნატურალური კივილი.
ჩემ გარშემო ტრიალდება დიდი
ტკივილი და დიდი სამყარო,
მე სრულიად უმოძრაო
მარმარილოსავით
ვქვავდები
და ვტოვებ იმ ნაკვალევს, რომელიც
მიწის ზღვარს სცილდება.
ჩემზე გამოთქმულ უმეცრების
წრეში შევდივარ და იქიდან
მეღიმება,
ჩემი სამხილი, ჩემი მარადიულობაა
და წამიერი გაელვება ყველა საპირისპირო
მიმართულებით.
სურვილის უკან ვდგავარ,
ცხადის წინ ვმოძრაობ
ფაქტობრივად დაპატარავებული
ადამიანი ვარ
და გაორმაგებული ჩრდილი.
ტყვიასავით ცხელი გადმოვდივარ
სიზმრის ნებისმიერი იარაღიდან.
ამოვიქუხე ცხოვრება
და იმის ნება მაქვს, საცა მინდა იქ შევჩერდე.
ცრემლის ნიჭი,
ტანჯვის ნიჭი,
სიყვარულის ნიჭი.
და ყველგან სიყრუე
და მე დავიღალე...
ჩემი ტანი სულაც არაა ობობას ხორკლიანი
მსუსხავობა,
ჩემი კანი მწიფე ალუბალია,
რომელშიც სისხლი, ჩემი სისხლი
იწყებს ცეკვას.
მეც რამდენიმე მეტრით
მაღლა ვხვდები ყველაფერ იმას,
რაც დაბლა, მიწაზე გვიან ჩამოდის
ჩემი კუთვნილი სიცოცხლის მერე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი