უკან დაბრუნება
განცხადებები
უნდა მენდო*
15-12-2016, 07:48
ნანახია: 1171
გაუზიარე სტატია მეგობარს


უნდა მენდო,
ფიქრი მენთო,
აქ ცხოვრება, იქ არაკი,
თავთუხებში იმალება
ჩემი ბედის სარსარაკი.
უცნობია გაფიქრება,
მზე ამოდის თავთავიდან.
ეს ლექსია, ჩემი ლექსი,
თეთრი ღრუბლის სათავიდან.
ეჰ, სოფელო, საით გარბი,
ვინ გაჩქარებს, მაინც ასე.
მე შენს ტანზე ფარფატს ველი,
ვით ფოთოლი ნაწვიმარზე.
წუთი წუთზე ილეოდა,
ანდა წამის მეასედი,
უცხო ჩანდა ეს სამყარო,
არ მინდოდა მე ასეთი.
მიწამ ქარი ამობოლა,
გადაირწა სადღაც პინა.
ყველაფერი დარჩა უკან,
ყველფერი იყო წინა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი