უკან დაბრუნება
განცხადებები
ეს ქვეყანა არ შექმნილა*
15-12-2016, 07:47
ნანახია: 1147
გაუზიარე სტატია მეგობარს


ეს ქვეყანა არ შექმნილა,
არსაიდან, არაფრისთვის.
ჯერ იყო და, მერე არა,
ზღაპარ,ზღაპარ, არაკისთვის.
უცნობია გაფიქრება,
მზე ამოდის თავთავიდან.
ეს ლექსია, ჩემი ლექსი,
თეთრი ღრუბლის სათავიდან.
უნდა მენდო,
ფიქრი მენთო,
აქ ცხოვრება, იქ არაკი,
თავთუხებში იმალება
ჩემი ბედის სარსარაკი.
ეჰ, სოფელო, საით გარბი,
ვინ გაჩქარებს, მაინც ასე.
მე შენს ტანზე ფარფატს ველი,
ვით ფოთოლი ნაწვიმარზე.
წუთი წუთზე ილეოდა,
ანდა წამის მეასედი,
უცხო ჩანდა ეს სამყარო,
არ მინდოდა მე ასეთი.
მიწამ ქარი ამობოლა,
გადაირწა სადღაც პინა.
ყველაფერი დარჩა უკან,
ყველფერი იყო წინა.
აქვე იყო სილამაზე,
არაერთი საბადონი.
შენი გულიც აქვე იყო-
ვარსკვლავების კაბადონი.
ზღვამ იმღერა აჩრდილებზე,
სხვა ხმაზე და სხვა კილოზე.
შენ დარჩები სამუდამოდ
ჩემი სულის სველ ტილოზე.
ეს ქვეყანა არ შექმნილა,
არსაიდან, არაფრისთვის.
ჯერ იყო და, მერე არა,
ზღაპარ,ზღაპარ, არაკისთვის.
ირხეოდა ტოტი შინდის,
გვერდით ედგა არაქისი,
ეს სიცოცხლე იყო ჩემი,
სიკვდილი კი არავისი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი