უკან დაბრუნება
განცხადებები
ჩვეულებრივად განვაგრძობ*
15-12-2016, 07:44
ნანახია: 1126
გაუზიარე სტატია მეგობარს


ჩვეულებრივად განვაგრძობ
არსებობას მრავალი ჩვეულების გამო.
და ჩემში კამიუ ის ჩიტია,
რომელმაც ფრთა ფრენის მერე მოირგო.
მეც ზევით აწევის მერე მოვირგე ფრთა,
რომელიც ყველაფერი იყო გარდა დაჭმუჭვნილი
მოგონებისა.
ფრთა გათენებაა,
ფრთა სიყვარულია,
ფრთა ფოთოლია
და ბოლოს და ბოლოს, მე ვარ ფრთა ,
რომელმაც ყოფა გამომაცალა.
ვულკანის ყელივით გახსნილია
ჩემი ყველა შეგრძნება
და ლავასავით ამომაქვს ლექსი, რომელიც
დასაბამიდან მოყოლებული
ვერ თქვეს პოეტებმა.
გული ძველი საფლავია,სადაც ამოუთქმელი
ლექსის ნარჩენები არსებობს,ზოგან მათი ძვლებიც
ჰყრია,
და ჩემს ცოცხალ ლექსებთან ერთად,
მიტოვებული საფლავებიდან ისინიც უნდა წამოვაყენო.
იმედია, ამის გამო, ქვებს არ დამიშენთ,
იგნორი ყველაზე კარგი საშუალებაა,
რათა პოეტი გაიწიროს.
პოეტისთვის კი თვითირონია
და სარკაზმი,
(მეტი რა დარჩენია,)
რომელიც ბუმერანგია,
და ყოველთვის ზუსტად და შეუმცდარად
უბრუნდება ადრესატს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი