უკან დაბრუნება
განცხადებები
როცა დამშალეს*
15-12-2016, 07:38
ნანახია: 1188
გაუზიარე სტატია მეგობარს


როცა დამშალეს, ჩემი თავი კვლავაც ავკრიფე,
მთვარეს ღრუბლიდან ამოყავდა სხივი– ფაკირი.
მერე გავედი, უხმო იყო ჩემი ნაბიჯი.
გზა კი არადა გავიარე ვიწრო ბაგირზე.
თურმე უგულო წამოვსულვარ, გვიან ვიგრძენი,
რომ მკერდქვეშ გული ტაძარივით აღარ მიცემდა.
მთელი სამყარო ჩავისუნთქე, სიმწრის ნარგილე....
ვიღაცამ დილით ჩემი გული მომირბენინა,
და ასე მითხრა: დააბრუნე თავის ადგილზე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი