უკან დაბრუნება
განცხადებები
იმისკენ წავედი, რაც არავინ იცის*
27-11-2016, 20:37
ნანახია: 1117
გაუზიარე სტატია მეგობარს


იმისკენ წავედი, რაც არავინ იცის.
გზაზე კი ყველაფერს მივხვდი.
მივხვდი იმიტომ, რომ არავინ იცის, რისკენ წავედი.
ამ მიწაზე ხე ვიყავი, ქვა ვიყავი და დიდი ლოდიც.
ჩურჩულიც ვიყავი და შეკივლებაც.
ყველაფერი რომ უფასურდება იმ ქვეყნიდან წავედი.
თანამეინახე რომ არ ვყოფილვარ, იმისკენ წავედი.
ის დავინახე, ვისაც არავინ აქცევდა ყურადღებას.
არაფერი რომ არ ვიცით და, ეს რომ ყველაზე დიადი ცოდნაა- იმისკენ წავედი.
რომ მხოლოდ ნაცნობი და მოკეთე არაა ნიჭიერი, იმისკენ წავედი.
რომ დედაქალაქის გარდა, სხვაგანაც, გულიდან სისხლივით
ეღვრებათ ლექსები პოეტებს, იმისკენ წავედი.
ხალხი დავტოვე და ცნობიერება. პატარა კაცუნები,
ბუშტივით გაბერილი გულები.
ბოღმით სავსე ხელოვანები.
ყველა დავტოვე და წავედი..
წავშალე შემოსული ქარი, შემოსწრებული სტუმარი, ბრძენი მასპინძელი.
პატარა ქოხი, დიდი სასახლე.- ყველაფრიდან წავედი.
წუთისოფელი მოვიკიდე გელაზივით და ისე წავედი.
ფიქრები წავიყოლე, ადამიანების ფიქრები, ჩემს ფიქრებში
რომ სულ მთლად დაპატარავდნენ.
ღრუბლებში ჭრაქი ენთო, ქუჩებში ნაგავი,
და უფრო მეტი ნაგავი ზედ მასზე გადიოდა.
კაციც და ქალიც, ბავშვიც და, ამ სამიდან ერთად მოქცევისას,
რაც დარჩა ის, ცალკე თითო-ოროლა ჩანდა აქა-იქ.
იმისკენ წავედი, რაც , ქროდა, ბარდნიდა, ასველებდა,
აცივებდა, ათბობდა.
სახელი არ ჰქონდა, ეს იყო ის, რაც არავინ იცოდა,
რაც მე მამაღლებდა დაუნახავად, ვინც ჩემს გარშემო იდგა,
მათაც გადაეცემოდა ერთი ცხოვრების გავლით მეორეში. იქიდან
წამოყოლილი სხივით იღვიძებდა ოქროსფერი ქვიშა, რუხი მიწა, ლურჯი ზღვა. , ჭრელი მანქანები. თითქოს ცნობიერებას მისერავდნენ მოკლე კაბები,
შიშველი მუხლისთავები, ხორციანი ქალები, უხორცო რესტორნები.
ყველაფერს თავისი დანიშნულება ვუპოვე და თავისი ჟამი, თავისი სახეცვლა. და ყველაფერში გავზავდი საჭირო დროს, საჭირო დოზით,საჭირო ადგილას. გარდა პოლიტიკისა და კარიერისა.
ახლა მშვიდად ვუყურებ, როგორ დარჩება ხორცისგან ძვლები, როცა ყველაფრიანად დაჭამენ ერთმანეთს ისინი, ვინც ვერ გაერკვნენ, რომ ეს სიცოცხლე ერთი დიდი განდგომაა და დაცლაა , იმისგან, რაც გამძიმებს, რაც არ არის შენი, რასაც ძალად ვერ ისწავლი, წავედი იმისკენ, რაც არ ჩანს,
ღმერთი? არა ღმერთი არა. . ეს გამოცარიელებული სამყაროა, რომელიც უფრო მსუბუქად მოძრაობს ახლა ჩემში, ვიდრე დასაბამიდან.
ყველაფრისგან მსუბუქი, ოღონდ ეს არ არის ჩვენში ასე საყვარელი და გავრცელებული ,,დაიკიდე ".არა რაღაც სხვა, გრანელივით, ოღონდ აქვე მიწიერ ცხოვრებაში. , როცა ფეთხუმებს ოლიმპო თუ პარნასი ელანდებათ და მძიმდებიან,
მე მაშინ ვგრძნობ ჰაეროვან, ჰაეროვან სიმსუბუქეს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი