უკან დაბრუნება
განცხადებები
სულს რაღა უნდა*
27-11-2016, 20:35
ნანახია: 1185
გაუზიარე სტატია მეგობარს


სულს რაღა უნდა, ლამის არის კივილი მორთოს,
ფიქრსაც ჰქონია შიგნითა თუ გარე დინება,
შორიდან ვუმზერ შემოდგომის გაცრეცილ ფოთოლს,
და უკვე ვიცი, ამაღამ არ დამეძინება.
სენტიმენტია უბირთათვის ეს თავიდანვე,
ნესტიან მიწას ხორბალი რომ ტანით ახურებს,
არას დაეძებს, ცეცხლზე უდგას ხომ ჩაიდანი,
და თან მეზობელს შურიანი მზერით გაჰყურებს.
უმჯობესია ის დღიური ლუკმა ჩახეთქოს,
ყვავს ხომ არ ბაძავს, რომ გასტანოს წელი სამასი.
რატომ? არ იცის, რას მოუტანს ეს სასიკეთოს?
ბუნებრივია მას პასუხი არ აქვს ამაზე,
ჩემი რა მიდის, არაფერიც, იყოს, ვით უნდა,
მეტს არას ვიტყვი, ვით არ მითქვამს ახლა ზებრაზე,
დაუსრულებელ მიმოქცევას მე შევისრუტავ,
ერთადაც ჩავალთ, ალბათ, ბოლო გაჩერებაზე.
ბედია ახლა ცერბერი და სურვილს სდარაჯობს,
გადავიკიდე ღამის ზეცა, როგორც თოფრაკი,
დასველებულა დედამიწის მწვანე ფარაჯა,
და ასეთია ყველაფერი, ყოფა?- ყოფაც კი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი