უკან დაბრუნება
განცხადებები
ცაში კიბე*
18-09-2016, 21:43
ნანახია: 1318
გაუზიარე სტატია მეგობარს


ცაში კიბე,
სურათია ახალი.
კიდის კიდე,
მიწაზე კი აღალი.
შენ დგახარ და ,
ცაა კიდევ
მაღალი.
სიტყვაა და
სიტყვის მერე,
ნასიტყვარი,
ნაფენი,
განაქარი,
ქვენაქარი,
სივრცე,
სივრცე,
საფრენი.
წვიმის წვეთი-
თვალის ცვარი,
გული იყო საცერი,
თევზი წყალში
გასრიალდა,
ცარიელა ფაცერი.
მოვიკრიბე
ძალა,
მოვიხიბლე
კიდის კიდე,
თვალი ვკიდე,
ირწეოდა
თურმე კიდევ,
ცაში კიბე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი