უკან დაბრუნება
განცხადებები
ოდისევსი
18-09-2016, 21:42
ნანახია: 1318
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე და წარსული, მე და ხსოვნა
ო , ქარი არა.
გაბუსხულია ეს სამყარო თეთრი ვაცივით.
და ოდისევსი მე მგონია, ხანდახან თავი,
რომელიც ტოვებს გამოქვაბულს,
თუმცა ციკლოპი იმ ერთადერთ თვალს
არ აცილებს.
ითაკას გმირი აბარია ახლა ერკემალს.
მითოლოგოსებს ეს შემთხვევა უფრო აცინებთ.
მე და ამინდი, მე და მე და მთვარის ტიარა,
დროში იჭრება, მერამდენე მოგზაურია.
სად არის კირკე, თვალში რისხვა, რომ აუცეკვდა,
კვლავ ღორის კოლტი დავინახე მის სიახლოვეს,
იდგა საზარლად- მშვენიერი თეთრი ფურია.
ჩემი ხელები გაშლილია როგორც ჭილობი,
დრო კი წარსულში ჭრილობაა და თან ჭაობი.
რა მინდა იქით, მოგონებამ გადამაფრინა,
და ჩემი სულის თუ სხეულის მაცნო რაობა.
ის, რაც დაგვშორდა, თავიდანვე არ იყო ახლოს,
ის, რაც ახლოა, შორეულზე- შორეულია.
ან ახლა უკვე ჩემს მაგივრად აგრძელებს ბრძოლას,
ითაკას გმირი თითქოს ჩემი ორეულია.
ზღვიდან ამოდის შეძახილი პოესეიდონის,
სამკბილა ფიწალს, ათამაშებს, და წყალში ურევს.
აწეწილია ცისკუდურზე ღრუბელთ ქიტონი,
სხეულს მივუგდებ, რომელიმე მე ვიწრო ყურეს.
აქ ერთი კაცის ფანტაზია კლდეებში ატანს.
სიცოცხლის თეთრი, ახლაც თეთრი, ამჟავდა დედო.
და ნაფიქრალში ამოხეთქავს აგაპანტუსი,
ო, როგორ შვენის ამობურცულ ქალას თუ ფერდობს.
წარსულის ძაბრში ნაწილ-ნაწილ თითქოს ჩავდივარ,
და მომავალში ენეასობს ჩემი სიზმარი
არწივი მიყვარს, მოყვითალო მსხვილი ჩარბი აქვს,
ელვა-ხაზებით იქსოვება ცა და ცის ფარი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი