უკან დაბრუნება
განცხადებები
დამიგდე ყური*
18-09-2016, 21:26
ნანახია: 1123
გაუზიარე სტატია მეგობარს


დამიგდე ყური, ეს ჩემი ხმა იღვრება შენგან,
შენ კი მიყურებ, ყველაფერი გაითავისე.
სარკის წინ დადექ, ჰო, იქ დარჩი, იქ დარჩი ერთგან,
ქარი რომ მოვა ყველაფერი მიაქვს თავისკენ.
ჩემსას წაიღებს, მერე შენსას წაეტანება,
თუმცა ვინ გაყო ჩემი შენი-
ერთად სახვიდე.
მუდამ დადექი სარკის წინ და მხოლოდ კარებთან.
სარკეში რჩები და კარიდან უნდა გახვიდე,
არაფერია უსასრულოდ სანანებელი.
მე რომ შენი ვარ, შენ კი ჩემი - გვამხელს აღქმიდან,
ქალაქ ურიდან გამოხვედი,
თუ ხარ თებელი.
ეს მოძრაობა იტრიალებს მარად ახლიდან.
მე რომ შენი ვარ, შენ კი ჩემი - ეს საერთოა,
და ეს იმდენად უცნაურად ბუნებრივია,
თითქოს სამყარო ამ ვარსკვლავებს სულაც არ ქმნიდა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი