უკან დაბრუნება
განცხადებები
გზაზე ვიარე*
18-09-2016, 21:25
ნანახია: 1128
გაუზიარე სტატია მეგობარს


გზაზე ვიარე, ცა მიყვარდა გამორჩეულად
საკუთარ თავსაც აქ მივსდიე,
ვეღარ ვიხელთე.
იმ სიჩუმეშიც არ მიგრძვნია თავი ეულად
რადგან მიწიდან შენს თვალებით ამოვიხედე.
შენ ის არა ხარ, ახლა თავი როგორც მაჩვენე,
რაც დაგიტოვე,
არც ისაა ჩემი ნარჩენი.
ჩემთან მოდიან, მერამდენედ გადამარჩევენ,
იმას ვერ მიხვდნენ,
რომ არა ვარ მე აქ სარჩევი.
გზა გავიარე სინათლეშიც ხელისცეცებით,
რადგან სიბნელეს მივეჩვიე დასაბამიდან.
ამაღლებაა ეს დაცემაც-
და მეც ვეცემი,
ხვალ უსათუოდ წამოვდგები შენი ტანიდან.
ბოლოს მიწაზე აღარ რჩება ნაფეხურები,
ცა ვერ იქცევა საძინებელ ლამაზ ჭილობად.
ლაბირინთიდან გამოსული მზე იყურება
და ამ ლექსებით
დაუფარავს ღია ჭრილობა.
ჰანგად ვიშლები
ისე, როგორც ერთდროს მოცარტი.
ფერებსაც ვიძენ მე გამების სანაპიროდან.
გაოგნებული დააცქერდა ნახატს ოსტატი,
მაშინ როდესაც გადმოვედი მხატვრის ტილოდან. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი