უკან დაბრუნება
განცხადებები
ყველა სიზმარმა**
13-09-2016, 20:37
ნანახია: 1202
გაუზიარე სტატია მეგობარს


ყველა სიზმარმა ბაღით გაგვდენა,
მერე ვიხილეთ უცხო ანფასი.
ახლა სადა ვართ? - დროის რაფაზე,
ცამდე რა გვრჩება?- ხელის გაწვდენა.
რომ მოვბრუნდებით, ის კვლავ გვიპოვნის,
წყლისპირს გაჩნდება ლანდიც ნიმფასი.
ვინც ეს სიცოცხლე გამოგვიგონა,
მან გაიმეტა რაღაც ძვირფასი.
ჩვენს მერე მოვლენ ჩვენზე მართლები,
ძველი ფიქრებით, იმ გულის ხმებით...
სადღაც ვარსებობთ, მიღმა ნათების,
ანდა უბრალოდ ვიგულისხმებით. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი