უკან დაბრუნება
განცხადებები
*ღმერთმა იცის
6-09-2016, 07:49
ნანახია: 1139
გაუზიარე სტატია მეგობარს


ღმერთმა იცის სიყვარული,
ის კლავს ადამიანებს,
რათა იპოვოს საბოლოოდ ისინი.
ჩვენ ჩვენს ნაწყვეტებს
მოლოდინში ვესაუბრებით.
მშიერ მიწას ვერ ანაყრებენ ცხედრები,
წისქვილის ქვაზე მძიმეა ხორცი...
იმქვეყნიდან მოწერილი რამდენი წერილი
დაიკარგა გზაში,
ხან ხილვა ერქვა, ხან სიზმარი,
ხანაც უეცარი გაელვება,
არსაიდან რომ ელოდი.
ციცინათელა კვირტს დააფრინდა
და უკანასკნელი ღიმილი გაუკრთა სამყაროს.
იდგა კაცი და ფიქრობდა,
ეს პირველად იყო, პირველად ნახა.
ჩიტად მოხვალ თუ სულაც
თოფის ლულიდან გადმოსული
ტყვია იქნები,-
ღმერთი სიყვარულია. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი