უკან დაბრუნება
განცხადებები
*ქარი მაღლდებ
6-09-2016, 07:46
ნანახია: 1154
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქარი მაღლდება ცაზე მეტად, შეუჩერებლად,
იმედის ძაფით იკემსება განაკემსარი.
ლაჟვარდებს მიღმა მრავალწლოვან რტოთა ბგერებად,
თვალს არ მაცილებს
გაწოლილი ჩრდილი მკვნესარი.
ამ სილურჯეში გადიფრინეს თეთრმა გედებმა.
გარდასახულში ცოდვასავით
აღარ ბნელდება,
ხილულად რაც ჩანს, დავიტოვე ანარეკლიდან,
უმზეო ცაში ჩემი გული მზედ დაეკიდა.
ხმები წყნარდება, ელემენტი მიწას ადნება,
განუჭვრეტელი სახედველში მოირკალება.
ანგელოსებმა ცა გაცურეს
ვარსკვლავმკლავებით,
მარტოობისგან ჩაისახა ფერისცვალება. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი