უკან დაბრუნება
განცხადებები
*და გილგამეშის
6-09-2016, 07:42
ნანახია: 1111
გაუზიარე სტატია მეგობარს


და გილგამეშის ამაყ ქალაქში,
ევფრატზე ანდა მიღმა ურუქის.
უხსოვარ დროის თავის ქალაში,
გამოვაღვიძე ფიქრი ქურუმის.
და გავხდი სიტყვა, საოცრად მნათი,
იქაც კი მიწის მფარავდა ფენა.
ჩემში მოექცა ოცნება, მითი,
როცა ფოთლებში ავიდგი ენა.
მე გილგამეშის ამაყ ქალაქში,
გამოვიღვიძე, გავედი წრიდან.
როცა ქარებსაც დააქვთ თამაშით
წარსული დროის ნაცნობი წვიმა.
კვლავ ჩემი თავი გავძერწე თიხით,
და მერე თავსაც დავუდექ შორად.
ევფრატზე ანდა ევფრატის იქით,
სიკვდილ–სიცოცხლე გაიყო ორად,
წარსულში შესვლით, სადღაც ზღუდეა,
მოსვლამდე ჩუმად ღამემ ისწრაფა.
კვლავ ჩემში ცოცხლობს მეფე გუდეა,
და ჩუმად გმინავს გულში ნისაბა.
უდაბნოს ქარში ირწევა კიბე,
და ცა ისე ჩანს, როგორც ნახატი.
ვეხლები ახალ სამყაროს კიდეს,
და უფრო მტკივა ჩემი შამხატი.
ქვიშას ჩაეწნა ხორცი და ძვალი,
არ ქრება ხსოვნა თუ ლურჯად ნათობს.
აქაც ფშატივით მიყვავის ქალი,
და ტიგროსივით ვედები ფართობს.
ჯერ ცალკე ღმერთში, მერე კი ძეში
დავტოვე ჩემი ყველა სახება.
მე ავირიე განგების ცრემლში,
მერგო შესვლა და გადასახლება,
მე ხან მიწაზე ბალახად დავრჩი,
ხან კი ხავსადაც ვეკიდე კედლებს,
მე ვიყავ კაცი და ვიყავ ბავშვი,
დედა ბუნება მიცვლიდა ფერებს.
ეს მომავალი წარსულში ვიგრძენ,
და ბედის თოკზეც გაგრძელდა ცოცვა,
მე გილგამეშის კვლავ მექცა სიბრძნედ,
საკურთხევლის წინ ნათქვამი ლოცვა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი