უკან დაბრუნება
განცხადებები
*მე ჩემი სხვა დამყვება
6-09-2016, 07:39
ნანახია: 1164
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე ჩემი სხვა დამყვება,
ჩემ სხვას ვემსგავსები.
მე შენზე რეალური ვარ.
შემოდგომა ჩემი სულია.
შემცვალე ისე,
ფერი რომ მქონდეს.
სილუეტი წარმოსახვითი
რწმენაა.
თვალი დავხუჭე, ენა ავიდგი
სულ შენზე ვისაუბრე,
სანთელი მენთო წინ,
ჩემ დუმილს იღვენთებოდა.
განაღე ჩემში შემოხვეწილი
შეგრძნებებისთვის
უძირო შესაკრებლის კარები,
რათა დავშორდე მათ.
დავშორდე და თავიდან
დავატრიალო დრო,
მე ვფიქრობ, თუ ვიღაცამ
ჩამიფიქრა?.
სულ ბოლოს ვნახავთ,
სულ ბოლოს...
შენ მე გამომიგონე,
მაგრამ მე შენზე რეალური ვარ.
იმიტომ კი არ ვწერ,
რომ დაგინახე,
იმიტომ დაგინახე,
რომ ვწერ. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი