უკან დაბრუნება
განცხადებები
*მე არ ვთამაშობ
6-09-2016, 07:36
ნანახია: 1050
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე არ ვთამაშობ,- მე ვქმნი.
მუდმივი ზრდით.
უკან ვბრუნდები სახლში,
რომელიც სხვა ადგილას დამახვედრეს.
მარტო ჩემში რომ ვიყო,
სიცოცხლეს წიხლს ვკრავდი,
როგორც ყველაზე უსარგებლო ბუტაფორიას.
მე ვიღებ არჩევანს,
და ვირჩევ შეუძლებელს..
მზე ყველა ოთახში აღარ შემოდის.
ჩემი ნაბიჯების ხმაც აღარ მესმის,
მაგრამ ყურს მჭრის,
შენი გაურკვეველი ჩურჩული.-
გრიგალი, რომელიც ხეებს არ არხევს.
ჩაგდებულ ქვისგან
ირხევა წყლის ზედაპირი, ფართოვდება
არამარტო ის,
არამედ მასთან ერთად ჩემი მზერაც.
როგორ ყვითლდება შემოდგომა,
ეს მისი შინაგანი მდგომარეობაა,
თუ შეძენილი თავისებურება.?
შესაძლებლობის ზღვარზე ირყევა
ყოფიერების უსახური არსებობა.
ყოველთვის სამყაროში ვეძებ ჩემს,
რაც ჩემში არ არის,
არ არის არსად..
სინათლეში შევდივარ
სიბნელის ნიღბით. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი