უკან დაბრუნება
განცხადებები
*როცა ვფიქრობ
6-09-2016, 07:29
ნანახია: 1101
გაუზიარე სტატია მეგობარს


როცა ვფიქრობ - თავად ვარ ფიქრი.
როცა ვსევდიანობ - თავად ვარ სევდა.
როცა ვმხიარულობ - თავად ვარ სიხარული.
მაგრამ როცა მოვკვდები,
მე აღარ ვიქნები სიკვდილი.
ორგან ვარსებობ.
შეჩერებულ დროში ჩემი მეორე მე
ამოძრავდება.
პარარელურად კი ამოძრავებულ დროში
ვჩერდები მე.
მე ვარ პერსონაჟი იმ წიგნისა,
რომელიც არ დაწერილა.
ოღონდ მთელი არსებით ვგრძნობ
ამ წიგნში ჩემს არსებობას.
ცდუნება სხვებივით მეც შემიყვანდა
ერთსა და იმავე მდინარეში,
მაგრამ შესვლამდე მდინარე დაშრა.
მე მყარზე გავიარე.
მაინც მიხარია მიწაზე დგომა,
თუ ჩემთან არა, სადღაც მაინც
გაზაფხულია.
ცნობიერების ძაფებით წრიულად მოვქსოვე
საკუთარი დრო
და ამ ნაქსოვში უსასრულოდ ვმოძრაობ.
ნაფლეთ-ნაფლეთ სიცხადეში,
წვეთ-წვეთ სიზმრებში და
მოკლე-მოკლე სიკვდილებში
გაფანტული
შეგროვდა ადამიანი..
სამყარო ჯერ შექმნილი არ არის... скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი