უკან დაბრუნება
განცხადებები
*მე დროს ვინახავ
6-09-2016, 07:27
ნანახია: 1063
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე დროს ვინახავ, ჩემში ვინახავ,
სამყარო ბრუნავს განახელები.
თიხა გარედან გამოვიცვალე,
და ისევ თიხით შევქმენ ხელები.
ყვირის სინათლე,
ყურში
ჩამძახის.
თან მიმითითებს გასამხელებზე.
მე ეს წვიმები დავანაწილე
და ჩრდილს
ვინახავ ბებერ ხეებზე.
ფოთოლწამწამა მიწის სურვილით
მე მაღალ ცაში ავიბროლები.
ცახცახებს სიტყვის თეთრი სურნელი,
გაყინულ მკერდში
ბოლავს კოლიბრი.
მეხსიერებას მე წარვუდექი
საკუთარ თავში,
ფენა-ფენაში,
ხვალ სიტყვებს ვიხსნი,
ღრუბლებს შევკერავ.
ფრინველებს შორის გავიმარჯვე
ყველა ფრენაში. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი