უკან დაბრუნება
განცხადებები
*ვივიწყებთ იმას, რაც ყველაზე
6-09-2016, 07:25
ნანახია: 1161
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვივიწყებთ იმას, რაც ყველაზე
მძაფრად გვახსოვს.
დავტოვებთ ერთხელ სხეულებს
და ერთმანეთის სულებში
ჩავწვებით.
სადაც ყველანი დავეტევით,
და არცერთნი არ ვიქნებით ზედმეტნი
ერთმანეთისთვის.
მზე გავაცილე,
გავაცილე ჩემი ბავშვობა,
და თითოეულ მათგანში,
რაღაც დავტოვე,
რაღაცა უნებლიედ
გავაყოლე.
ახლა ქარების პირისპირ ვდგავარ,
და ველოდები
ვინიცობა და, ჩამომიყაროს,
რაც ჩემი მოუთმენლობის გამო
ხელს გადაჰყვა.
ჩვენ სიმარტოვიდან დავიძარით
და ისევ სიმარტოვე გველოდება,
მაშ რა აზრი აქვს
გადაადგილებას?
აცადე ყველას, ჯერ მოკვდეს
და მერე იცოცხლოს.
მთავარია, პირიქით არ მოხდეს.! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი