უკან დაბრუნება
განცხადებები
წალენჯიხა თუ წენდიხა
31-08-2017, 09:27
ნანახია: 2070
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამანტი კვირტია


წალენჯიხა საკუთრივ ტოპონიმია. მის შესახებ პროფესორი ალ.ღლონტი თავის „ტოპონიმთა ლექსიკონში“ წერს: წალენჯიხა (წენ-ჭანი, დიხა-მიწა, წენდიხა) დაბა კოლხეთში. რაიონი, ცენტრი“. ფეოდალიზმის ხანაში ჯვარის მაზრის სოფელი იყო (იხ. დ. დადიანისეული ადმინისტრაციული დაყოფა 1830 წლისა) . საგლეხო რეფორმების შემდეგ ქუთაისის გუბერნიის ცალკე საბოქაულო უბანი ზუგდიდის სოფელი, შემდეგ დამოუკიდებელი რაიონის ცენტრი, ქალაქის ტიპის დასახლებული ადგილი, დაბა და ბოლოს ქალაქი.
ამ ტოპონიმის სხვადასხვა გაგება არსებობს და სწორედ ამან გამოიწვია ეს წერილი. ჯერ პროფ. ზ.ჭუმბურიძე წიგნში „რა გქვია შენ“ დაუჯერებელი განმარტება მოგვცა „წალენ - ქვემოთა“ დაბლური არისო“ (ქემაინც ჭალენ ეთქვათ). საკვირველია მაინც რომელ კოლხურშია ასეთი სიტყვა: წალენ-ლაზურში არ მოინახა, არც სვანურში, არც გურულ-იმერულში, არც მეგრულ-აფხაზურში და მაინც ყველანი ჩუმად ვართ. სიჩუმე თანხმობას ხომ არ ნიშნავს? ჯერ კიდევ 350 წლის წინათ იტალიელი კათოლიკე მისიონერ არ. ლამბერტის გაეგებოდა, რომ „ხოფის შემდეგ რომ მდინარეა, მკვიდრნი უწოდებენ მას ჭანის წყალს და რუკაზე კი იწერება ციანეო. ეს მდინარე შეერთვის ხოფს და ამასთან ერთად შეერთვის ზღვას. ჩემის აზრით, ეს სახელი იმიტომ ეწოდება ამ მდინარეს, რომ მასთან მოდის სავაჭროდ თავისი პატარა ნავებით და ჩერდება ერთი მეზობელი ხალხი, რომელსაც ჰქვია ჭანი (იხ. „სამეგრელოს აღწერა“, გვ.175) ასევე ი.ყიფშიზე ჩვენი საუკუნის დამდეგს განმარტავდა „წალენჯიხა“ ეს სახელწოდება გვხდება აგრეთვე ფორმით წენდიხა (წენ შეიძლება ვაღიაროთ ჭანის ექვივალენტად, ხოლო დიხა -ჯიხა, ციხე - სიმაგრე. დიხას დისიმილაციით“ (იხ. მისი „მეგრულ-რუსული ლექსიკონი“ 1914წ. პეტერბურგი, სიტყვა წალენჯიხა.
მდინარე ჭანისწყლის აუზში სავაჭროდ ყოფნა და „დარჩენა“ (წენწყარი) ჭანების (ლაზების) სხვა მხრივადაც დასაჯერებელია - აქ ხომ მრავლად სახლობენ ჭანი ტომის სახელწოდების მატარებელი გვარები - ჭანიები (ჭანიშვილები), ჭანტურია და ჭანტურიები (უფრო ზემო წელში). ჭანი ტომის სახელწოდებაა, მაგრამ - ტურ რაღა არისო, შეეკითხნენ ე რთხელ კერძო საუბარში პროფ. ს.კაკაბაძეს და მან დაუფიქრებლად განმარტა - ტურ ხეთების ენაზე უფროსს, ბატონს ნიშნავდაო და რაღა გასაკვირია თუ ჭანის დიხაზე და ჭანწყალზე მცხოვრებლებს ჭანი მებატონეებიც ეყოლებოდათ. ოჭანეში და ჭანიათში მაინც დისიმილირებული ჭანდიხაა.
ამგვარად, წალენჯიხა იგივეა როგორც ეს ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას შემორჩა წენდიხა და წენწყარი.

მ. კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ 207 - 208.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი