უკან დაბრუნება
განცხადებები
სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. ქ.ფოთი
14-02-2018, 20:38
ნანახია: 2413
გაუზიარე სტატია მეგობარს


ტოპონიმური მასალა ჩაწერილია 1991 წ. 12 აგვისტოს პ. ცხადაიას მიერ. ინფორმატორები იყვნენ:

ანთაძე რეზო (ჟორა) ქიშვარდის ძე, 56 წ.
ბერაია სევე ოქროპირის ძე, 80წ.
გაბუნია მამია მიხეილის ძე, 77 წ.
გეთია ჩაქა კაჭას ძე, 64 წ.
გვაჯაია ენუქი შალვას ძე, 53 წ.
დავითაია ჭიწიკო ბიქტორის ძე ძე, 63წ.
დავითაია სერგო ფარნაოზის ძე, 66წ.
დარჯანია გრიგოლ იასონის ძე, 71წ.
კაჭარავა ავთანდილ დავითის ძე, 69წ.
კოდუა იაკობ ილარიონის ძე, 63წ.
კუპრეიშვილი ომარ დავითის ზე, 64წ.
ლიფონავა ავთანდილ გრიგოლის ძე, 63წ.
ლორჩოშვილი ავთანდილ ბიქტორის ძე, 51წ.
მელიქიძე ილარიონ ვლადიმერის ძე, 35წ.
მიმინოშვილი გუგუშა ლუკას ძე, 68წ.
მოწერელია ალექსანდრე ბესარიონის ძე, 81წ.
პაჭკორია თამაზ, 35წ.
პაიჭაძე რამაზ სერგოს ძე, 37წ.
რუხაძე ემზარ გიორგის ძე, 42წ.
ტყეშელაშვილი ავთანდილ გრიგოლის ძე,63წ.
ფარღალავა ნოე პეტრეს ძე, 65წ.
ქართველიშვილი აველი იუსტინეს ძე, 63წ.

აკაკიშ ნაკარუ - ტყე მარჯვ. მხარეს, კოლხეთის ნაკრძალში.

ახალსოფელი/ახალსოფლის უბანი - დასახლება გურიის უბანსა და ზღვას შუა. შეიქმნა გასული საუკუნის შუა წლებში.

ბაბაშ ნოღო - ღელე, პატარა ფიჩორის შენაკადი ეწერში, ყოფილი ჭალადიდის სატყეო ტერიტორიაზე.

ბათარია/ბატარეა - ბორცვი ნაბადაში. აქ იდგა სამხედრო ნაწილი. შდრ. რუს. Батарея.

ბაკსა-ბორცვი დიდი ფიჩორის მარჯვ.მხარეს.

ბოგვერაძის კუნძული – ტყე გურიის საზღვარზე. დედაბერას ნაპირზე. ბოგვერაძე მცველი იყო.

ბოღაზი - პალიასტომის ყურე. შდრ. თურქული ბოღაზ „სრუტე“, არხი. ნავმისადგომი“.

გახუნიაშ დუქანი - ერქვა დუქანს რიონისპირზე გალექსეს:
გახუნიას დუქანიო,
უბედურად ვიცანიო,
რაც კიმქონდა,იქ დავხარჯე
დავრჩი თავისუფალიო“.

გრძელი ეწერი – ტყე- საძოვარი, შემაღლება ფიჩორის მარჯვენა მხარეს.

გურიის უბანი – უბანი კაპარჭინის მარჯვენა მხარეს, მალთაყვამდე, გურიიდან შემომავალ გზაზე. ცხოვრობენ გურულები
.
დარდანელი - დიდი ფიჩორის მონაკვეთი. აქ მდინარე ვიწროა და სწორი. საზოგადო სახელად ქცეული ტოპონიმი დარდანელი სწორედ სწორ და ვიწრო ობიექტს აღნიშნავს (მაგ: მდინარეს, ტყეში შეჭრილ გზას და სხვ.)

დედაბერა - მშრალი ღელე, კაპარჭინის ძველი კალაპოტი, ლანჩხუთის რ-ნის საზღვარზე,მალთაყვაში.

დიდი კუნძული / კუნძული – ქალაქის ნაწილი პატარა რიონსა და მის ჩრდილოეთ შტოს შორის (ეს შტო ამჯამადმიწითაა ამოვსებული).

ე(ნ)წერი - ტყე-საძოვარი რიონის მარჯვ. მხარეს ყულევამდე.

ეწრის ნოყო - ღელე, პატარა ფიჩორის შენაკადი (შედიოდა ჭალადიდის სატყეოში).

ვალკავათი - პალიასტომის ყურე.

კაპარჭინა – მდინარე, რომელიც გადიოდა პალიასტომის ტბიდან და უერთდებოდა შავ ზღვას მშრალ ხიდთან. 1924 წელს 1 კმ-მდე სიგრძის არხით პირდაპირ შეუერთეს ზღვას. ამ მონაკვეთს მალთაყვა ეწოდება.

კაჭარა - ერქვა ტყეს მალთაყვაში, გურიის საზღვარზე.

კოლუმბარი/კოლინბარი - კუნძული პალიატომის ტბისა და მდ. კაპარჭინას შორის. სიგრძე 3,5-4კმ. უწინ აქ სამხედრო აეროდრომი ყოფილა. შდრ. კოლომბარი - იტალიური გვარი.

კუტოკი - ყურე, რომელიც აერთებს დიდ და პატარა პალიასტომს. „მოხერხებული საქეიფო ადგილია, ამიტომ დარქმევია კუტოკი“.

ლაუშ ნაკარუ - საძოვარი ფიჩორის მარჯვ. მხარეს კოლხეთის ნაკრძალში.

მაიაკიშ უბანი - ზღვისპირა უბანი შუქურასთან. შდრ. რუს. Маяк.

მალთაყვა – დასახლება, ქალაქის სამხრ. ნაწილი, საიდანაც გადის ბათუმის საავტ. გზა. ინფ. „ამბობენ, რომ მალთაყვა ლათინურად ნიშნავს ბევრ წყალს.“

მათეშ კუნძული - კუნძული რიონზე, საგოროდოში.

მამახონი - ერქვა მინდორს მალთაყვაში, ამჟამინდელ ტყე-პარკთან.

მელიაკი - ტბისპირი. რუს. Мель. „თავთხელი“.

მეშვიდე კილომეტრი - ხიდი და მილიციის პოსტი სენაკი - ფოთის გზაზე.

მშრალი ხიდი - ხიდი დედაბერას მშრალ კალაპოტზე.

ნაბადა – ერქვა ჭაობს ყულევის საზღვრიდან ფოთის ნავსადგურამდე. ახლა აქ დასახლებაა (ჭავჭავაჭის ქუჩა, დუტუ მეგრელი ქუჩა და სხვა). ინფ. „ტყე იყო შავი, როგორც ნაბადი“. ანაკლიიდან კაცს აქ ნაბადი დაჰკარგვია.

ნაბადაწყარი/ნაბადკა - ერქვა მდინარეს,რომელიც ნაბადიდან გადიოდა ზღვაში. ნაბადკა აქვე მცხოვრები რუსების მიერაა დარქმეული.

ნაბადკა - მდინარე, იგივე ნაბადაწყარი.

ნაკანტორ - მინდორი ნაბადაში.

ნაწიორა - ყურე, სადაც ნაბადაწყარი ერთოდა ზღვას. ითვლება, რომ ნადბადაწყარი და ნაწიორა ნაარხალია.

ნედა(ა)რთუ - ერქვა არხს, რომლითაც შედიოდნენ ფიჩორში და შემდეგ პალიასტომში.

ოკვატე/საკვატიო - ჭაობი ფიჩორის მარჯვ. მხარეს ნედა(ა)რთუში.

ოლუღონი „ლეღვნარი“ - ერქვა ტყეს ნაბადაში, რიონის მარცხ. მხარეს.

პალიასტომი - ტბა შავი ზღვის სანაპიროზეა აკვატორი არის 1700ჰა.

პარკისუბანი – უბანი კაპარჭინასა და რიონის ახალ კალაპოტს შორის, ქალაქის ქალაქის ჩრდ.აღმ. ნაწილში.

პატარა პალიასტომი - ტბა. უერთდება დიდი პალიასტომს.

ჟოლუბი - ტყე პალიასტომის ნაპირზე.

რიონბროსი - ერქვა რიონს არხს ქალაქში.

(რ)ცქვინია - ტყე -საძოვრები პალიატომის ნაპირზე, ფიჩორის შესართავთან. ფოთის სატყეოში.

საბეკი - საძოვარი რიონის მარცხ. მხარეს, ნაბადაში. „მცირედ ამაღლებული ადგილი იყო და ამ გზით მიერეკებოდნენ საქონელს

ენწერში.“ საბეკი ის ადგილია, რომელიც საქონელს ამორჩეული აქვს დგომა-შესვენებისათვის. ამ დროს მიწა იტკეპნება, იბეკნება.

საგოროდო - ტყე პალიასტომის ნაპირას. გადმოცემით, „ნიკოლაძემ არ გაჩეხინა და ქალაქისათვის გამოაყოფინა. ამბობენ, რომ ერქვა за городом, რაც შემდეგ საგოროდოდ იქცა“. არა გამორცხული: გოროდი „ქალაქი“ - საგოროდო „საქალაქო“; ქალაქისათვის დანიშნული.

საზღვრის ნოყო - ღელე ყოფილი ჭალადიდის სატყეოს ტერიტორიაზე.

სტაროვერეფი - დასახლება მალთაყვაში, კაპარჭინის ახალი შესართავიდან მშრალ ხიდამდე. სოფ. გრიგოლეთშიც გრძელდება. ცხოვრობენ староверци. ჩამოსულან უკრაინიდან.

უჩა ღალ/შავღელე - ღელე საგოროდოში. ერთვის პალიასტომს. ფაქტობრივად, არის რიონის ტოტი, რომელიც გადიოდა ტოფნარში. ამიტომ დაერქვა შავღელე.

ფართო წყალი - ტბა რიონის მარჯვ. მხარეს, ყულევის საზღვართან.

ღანჩარო - ღელე, რიონის შენაკადი ყოფილ ჭალადიდის სატყეოს ტერიტორიაზე.

შავღელე - ღელე. იგივე უჩაღალ.

ჩერპალკა - ერქვა არხს, რომელიც მიჰყვებოდა ნაბადას. ჩერპალკა (черпалка“ხაპია“) ერქვა მცურავ ექსკავატორს (ქართულა ეწოდება „მიწახაპია“ მიწას პირდაპირ ბარჟაზე ყრიდა“ (ალექსანდრე მოწერელია 81 წ.).

ჩქონი - „კუნძული“ - რიონის კუნძული შესართავთან დაახლოებით 500ჰა საძოვარი.

ძველი პლაჟი - პლაჟი დიდ კუნძულზე.

ხოკერა - ღელე, ფიჩორის მარცხ. შენაკადი გურია სამეგრელოს საზღვარზე.

ჯაბახა - პალიასტომის ტბის ყურე. ფიჩორის შესართავთან.

წყარო: ცხადაია 2007: პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III (ხობის რაიონი, ქ.ფოთი), თბ.,2007. გვ.286-294
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი