უკან დაბრუნება
განცხადებები
საოჯახო თემი ძველ სამეგრელოში
9-09-2016, 16:47
ნანახია: 1973
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია


(ტოპონიმური მასალების მიხედვით)

სამეგრელოში ოჯახის, სახლის, სახლ-კარის (სახლობის) აღმნიშვნელი მორფოლოგიური ელემენტია თი(ი), რომელიც დღესაც ხმარებაშია, განსაკუთრებით აბაშის, მარტვილისა დასენაკის რაიონების სოფლებში; ზოგან კი სიტყვის მნიშვნელობა (სემანტიკა) გაბუნდოვანებული ან მიჩქმალულია. ოჯახის, სახლობის მნიშვნელობითაა ეს ტერმინი გამოყენებული ხალხურ ლექსში, რომელიც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს ჩაუწერიათ სოფელ კურზუში, მთხრობელ ქუთუ ახალაიასგან. აი, ეს ლექსიც: `ღორონთს ათეს ვთხულენქ, ცირა, ჩქიმ თის მილეკვანწუდე. ბჟაშ ჩხორიას ჩქიმოთ ხვალე ორძანდე დო თასუნდე; ჩქიმ ჩქიჩქუემს დაბადენდე, თინემს მიკიფაფუდე, ჩქიმ თურიშ დო ჩქინ დინოში ხვიჩა პირს ფაჩუნდე _ ღმერთს ამას ვთხოვ, ქალიშვილო, ჩემს სახლში კოხტაობდე; მზის სხივებს მხოლოდ ჩემთვის ასხივებდე და თესავდე; ჩემს ჩვილ ბავშვებს აჩენდე, იმათ უვლიდე; ჩემი შთამომავლობის, ჩემი ტოტის ბრდღვიალა ყვავილს შლი-დე [5, 93]. მივმართოთ სალექსიკონო მასალებს. გ. ელიავას განმარტებით თიიგივეა, რაც ,,ოჯახი, სახლი”. მოტანილია საილუსტრაციო მასალაც: ,,მიდართუ მუში თიშა _წავიდა თავის სახლში” [2, 172]. ო. ქაჯაიას ,,მეგრულ-ქართულ ლექსიკონში” ვკითხულობთ: ,,თი (თის მრავლობითი რიცხვი არ აქვს), ოჯახი; სახლი, სახლ-კარი.`ოში ანთასი ჩქიმი თის, აკა მეძობელიში თის! _ ასი ათასი ჩემს ოჯახში, ცოტა (ერთი) მეზობლის ოჯახში~; `ჩქიმ თის ოკო დინორდასია, ნანა _ ჩემს ოჯახში უნდა იდგესო, ნანა~;`ქიმიოდირთეს ართი დიდი დგუმა თის _ მიადგნენ ერთ დიდ სახლს (ოჯახს)~; `მა მეურქ ჩქიმ თიშა _მე მივდივარ ჩემს სახლში~; `მინილუ ართი კოჩიში თიშა _ შევიდა ერთი კაცის ოჯახში (სახლ-კარში)” [13, 46]. ი. ყიფშიძეთი-ს განმარტავს, როგორც სახლს, ოჯახს, გვარს, მეთაურს. მ. ხუბუას მიერ ჩაწერილი ტექსტებიდან კიდევ ერთი მაგალითის მოტანა შეიძლება: `ათე ოსურიში თის ართი ახალგაზდა ბოშ კოს ქიგიასერუ _ ამ ქალის ოჯახში ერთ ახალგაზრდა ვაჟკაცს შემოაღამდა”. მეგრულ ხალხურ ლექსში ვკითხულობთ: `მა მეურქ ჩქიმ თიშა, სი მუ გოკო, მუს მაკენქ, მუს გოფთხოზუქ, მუკილ-მუკილ, სი უხანო, ვაი სქან მინჯეც. ჩქიმთიც ბაბა მკითხენსნი, ქუუწულენქ თე ამბეც, სქან თიშა ვემგართას ნი თეში გნოგირთინუანქ საქმეს _ მე მივდივარ ჩემს ოჯახში, შენ რა გინდა, რას მაკავებ, რას დამდევ ირგვლივ (გარშემო რას მივლი, რას დამტრიალებ _ ი. კ.), შე უხანო (უასაკოვ), ვაი, შენსპატრონს. ჩემს სახლში მამა რომ მკითხავს, ვეტყვი მოვუყვები – ი. კ.) ამ ამბავს; შენს სახლში რომ ვერ მიხვიდე, ისე გაგიხდი საქმეს” [4, 75].სამეგრელოში `თი~ ბოლოკიდურიანი 200_მდე ტოპონიმია ჩაწერილი, რომელთა უმეტესობისთვის ამოსავალ ფუძეს პირთა საკუთარი სახელები და გვარები წარმოადგენს. წინამდებარე ნაშრომში წარმოვადგენთ აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონებში სხვადასხვა დროს მკვლევართა მიერ ჩაწერილ ტოპონიმებს, მოტივაციური კომენტარებით.
აბედათი _ სოფელი მარტვილის რაიონებში, აბაშისა და ტარჩენის ხეობებში, ვაკესა და ბჟერის მთისკალთებზე. სავარაუდოა (გ)აბედათი ,,გაბედა(ვა)ს ოჯახი, შთამომავლობა; მისი საცხოვრისი “ [7, 12]. გამორიცხული არაა, აბედა პირსახელი ყოფილიყო.
ახუთი _ სოფელი ჩხოროწყუს რაიონებში, ციისა და ზანის ხეობებში, ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით, ახუ ჯაიანი ხამუას ხეობას გამოყოლია, ტყე გაუჩეხავს და კარ-მიდამო გაუმართავს. ახუს ვაჟიშვილებს გვარად ახუია, ახაია გაუხდიათ [3, 46]. ახუთი- ჯგუფური ანთროპონიმი, ტრანსონიმიზაციის გზით ოიკონიმად იქცა.
ბაბკოთი _ ,,ჩხოროწყუს რაიონისტოპონიმიკის კატალოგში” მითითებულია დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე [3, 16]. ბაბკოთი ეწოდება მიკროუბანს ლესიჭინეში, მდ. ზანის მარჯვენა მხარეს. სიჭინავების გვარის ერთ-ერთი შტოს წინაპარს ბაბკოჩი რქმევია. მისი შთამომავლების დასახლებას ბაბკოთი ეწოდა.
ბაკურათი // ბაკურეთი--,,ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგის “ ავტორები უბნის სახელწოდებად მიუთითებენ დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე და განმარტავენ, როგორც დიდკაც ბაკურას შვილების ნასახლარს, სამოსახლოს [3, 100]. იქვე მითითებულია ტოპონიმი ,,ბაყურეთი”_,,ბაყურას ოჯახი”.
გ. ელიავა ,,ეთნოგრაფიულ სამეგრელოში” ასახელებს ტოპონიმს ,,ბაკურათის” ფორმით, რომლის ოჯახშიც თურმე 18 მელოგინე ცხოვრობდა. ბაკურეთი უბანია პირველ ჭოღაში, ოღურღულეს ხეობაში. აკონკრეტებენ: `ჟიდონ ბაკურეთი და თუდონ ბაკურეთი~. ბაკური სახელია, ბაკურია კი _ გვარ-სახელი.

ბაღანეთი -- ღელე, ნოღელის შენაკადი (ქვაითი). სათავე აქვს ზედა ხუნწის საზღვართან, ლაბარჯენისა და ჭკადუერის მახლობლად. გ. ელიავას მიერ ჩაწერილი ხალხური ეტიმოლოგია ასეთია: ,,მტერს აქ ბავშვები ჩაუხოცია. ეს ადგილი გაუვალი ტყით ყოფილა დაბურული, ამიტომ ქვირთუებს (ბავშვთა გამყიდველებს) აქ ჰქონიათ სამალავი” [2, 106]. იქვე დასახელებულია ტოპონიმი ,,ბაღუეთი”, შემდეგი განმარტებით: ,,ბაღები ყოფილა ვენახიან-ხეხილიანი” [2, 107]. პ. ცხადაიას ობიექტის სახელწოდებად ზუგდიდის რაიონის სოფელ დავითიანში ჩაუწერია ,,ბაღუონი”. აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ბაღნარი ან ადგილი, სადაც ბაღუშ ჯა ხარობს [2, 251]. ,,ნობაღლენი” ტყე-ბუჩქნარიანი ფერდობების სახელწოდებაა ხობისწყლის ხეობაში. ბაღუ, ბაღილეიგივეა რაც ხულა, ბეღელიმარცვლეულის, ფქვილისა და მისთანათა. შესანახად.
ბაღა, ბაღანა მეგრ. ,,ბავშვი” შესაძლებელია მეტსახელი ყოფილიყო.ბაღუეთი _ გას ფერდობი რახვიის მარჯვენა მხარეს (საელიავო). გ.ელიავას განმარტებით, ,,ბაღები ყოფილა ვენახიან-ხეხილიანი” [2, 107]. ტოპონიმი შესაძლებელია პირსახელ ბაღუს უკავშირდებოდეს. ბაღუეთი ,,ბაღუს ოჯახის სამოსახლო” [9, 30]. ბერიათი // ლებერიე _ უბანი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხუში, კურზუს საზღვართან.
ბობოთი _ სოფელი აბაშის ხეობაში, მარტვილს 2 კმითაა დაშორებული და სერგიეთის თემში შედის. ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია ბომბოთი. ისტორიულ წყაროებში დადასტურებულია ბონბოთის ფორმით. ბობო და ბომბო მეგრული პირსახელებია.
გაბითი // გაბიში სუკი – სერი სანაჭყებიოში (კურზუ). გაბი ეპონიმია. აქედან მოდის გვარი გაბია. გადმოცემით, გაბის გვარისკაცს შეურაცხყოფა მიუყენებია ჭიის ქალიშვილისთვის. ორ გვარს ერთმანეთი ორთაბრძოლაში ამოუხოცავს [2, 146].
გაფათი // გაფაში ნოხორი _ გ. ელიავა დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მიუთითებს ,,ნახუნაოს სასოფლო საბჭოს“ ტოპონიმთა ნუსხაში და განმარტავს, როგორც ,,გაფას სახლს” [2, 18].
გაღითი _ უბანი ლესიჭინეში, ღაჩირის მარცხენა მხარეს, სადაც სიჭინავები სახლობენ (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). გაღითი ,,გაღის შთამომავლობა“ [17, 101]. ,,კატალოგში” მითითებულია დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე. ხალხური მოტივაცია: ,,აქ გაღითურები სახლებულან, გაღი ყოფილა დიდკაცი და მისი თი ყოფილა აქ” [3. 18].
გეგენეთი // გეგინეთი _ გ. ელიავა დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მიუთითებს სოფელ ხუნწში,
შემდეგი განმარტებით _ ,,გეგინას (გვარი) სახლი” [2, 113]. გეგინა A გეგენაAგეგენავა.
გეზათი _ სოფელი და თემის ცენტრი ნოღელისა და ცხენისწყლის ხეობებში (აბაშის რაიონი). პატარა გეზათი ქოლობნის თემში შედის. სახელდების ხალხური მოტივაცია ასეთია: გურიიდან წამოსულ ქობულაძეთა ათკაციან ჯგუფს გეზი აქეთ აუღია. ამიტომ სოფელს გეზათი შერქმევია [2, 19]. სხვა განმარტებებით, გეზაშ თი ,,გეზას გვარის სამოსახლო” [2, 20].
გერიათი – უბანი ლესიჭინეში, ღაჩირის მარცხენა მხარეს, სადაც სიჭინავები სახლობენ. სიჭინავების ერთერთი შტოგვარის წინაპარი გერია ყოფილა [17, 103].
გოგიათი _ ,,გეგეჭკორის სადაბო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში მითითებულია საყანის სახელწოდებად და განმარტებულია, როგორც ,,გოგიას სახლი”. [2, 107]. გოგია სახელიცაა და გვარ-სახელიც.
გოგოლეთი _ სერი ოწყარიეს ხეობაში (ახუთი). აქვეა გოგოლეთიშ ოხვამე სასაფლაო XVIII საუკუნის ბაზილიკური ეკლესიით. Gგოგოლა და გოგოლე სახელებია [14, 104], ხოლო გოგოლავა _ გვარ-სახელები (ცხოვრობენ ზუგდიდსა და წალენჯიხაში).
გუგეთი _ ტოპონიმს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მიუთითებს გ. ელიავა, სოფელ ნორიოში (აბაშის რაიონი) და აღნიშნავს, რომ ,,მსგავსი ტოპონიმი აქ კიდევ ერთია “ [2, 36]. გუგა, გუგაია, გუგე და გუგელა მეგრული ანთროპონიმებია. შესაძლებელია ტოპონიმი გვარ გუგავას უკავშირდებოდეს: გუგეთი Åგუგათი, Åგუგაში თი ,,გუგავას ოჯახი, შთამომავლობა”. გუგუნაყათი _ სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში (ერთი ნაწილი ეკუთვნის მარნის, მეორე-ქოლობნის თემს). გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით გუგუნაყათი ნიშნავს ვინმე გუგუს სამოსახლოს, სადაც გუგუს სახლ-კარი იყო გამართული _ გუგუში
ნაყათი [2, 42]. სხვა გადმოცემით: გუგუნას (გუგუნავას) დიდი ოჯახის ნასახლარი, ნადგომი (იქვე). გუგუნაყა გვარის ადგილობრივი ვარიანტია [16, 76]. გუგუნაყაშ თი__>გუგუნაყათი__>გუგუნაყათი ,,გუგუნა(ვას) ოჯახი (შთამომავლობა)”.
გულუხეთი _ სოფელი აბაშის რაიონში, ნოღელასა და ცხენისწყლის ხეობებში (გეზათის თემი). ხალხური მოტივაცია: ნაყოფიერი მიწებია და გულუხვი მოსახლეობა ცხოვრობს [2, 18].დასაშვებია ჩვენი ვარაუდი: გულუხეშ თი,,გულუას ქალის ოჯახი, შთამომავლობა”. გულუა ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია. სულთა რაოდენობით სამეგრელოში 35-ე ადგილზეა. ხე _გათხოვილი ქალის აღმნიშვნელია.
გურათი_ ბორცვი ლეახალეს საზღვართან, ჭალაყვანას ხეობაში (ნაკიანი). აქვეა წყარო გურათიშ წყარი.
გური, გურიაკა, გურიე, გურიელა და გურია მეგრული პირსახელებია. პ. ცხადაიას მიერ ჩაწერილი გადმოცემა ტოპონიმს გურალიას გვარის ნასახლარს უკავშირებს [17, 117]. ,,კატალოგის“ ავტორები განმარტავენ: გურათი ,,გურას სახლი, ოჯახი, კარ-მიდამო”. გურგა ეთი // გურგა ათი // გურგალათი _ სახნავი
აბაშის მარჯვენა მხარეს, ჭალაში (ნაესუუ). გირგაა ->გრიგალავა; გირგაათი __>გრიგალავას საკუთრება, მისი მამული [9, 45].
გურ(ი)შიათი _ უბანი სქურჩის ნაპირზე, ლესიჭინეში, სადაც გურიაშია სიჭინავას შთამომავლობა სახლობს (ჩხოროწყუს რაიონი).
დვიათი//დულათი – ტყიანი ფერდობი ისკიის მარცხენა მხარეს, ეკირტეში (ჭაბურთა). დვია, დულა და დულუ მეგრული პირსახელებია.
ესანეთი _ გორაკი ნოღის მარჯვენა ნაპირზე, სუხჩეს საზღვართან (ზედა ხუნწი). ესანე პირსახელია, რომელიც იხსენიება ,,ტბეთის სულთა მატინეში” [14, 119].
ვაჩინეთი _ გორაკი ქვაითის საზღვართან (ზედა ხუნწი). გ.ელიავა მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე და განმარტავს, როგორც ,,არსაცნაურეთს” (?) [2, 107]. ხომ არ ნიშნავს ვაჩინეთი ,,ვაჩნაძის
შთამომავლობას” ? ვაჩა, ვაჩან, ვაჩე პირსახელებიცაა [14, 122].
ზანათი – სოფელი აბაშის რაიონში, აბაშისა და ტეხურის შესართავთან. აკონკრეტებენ: მელენ ზანათი (გაღმა ზანათი) და მოლენ ზანათი (გამოღმა ზანათი).
გ.ელიავას წიგნში მოცემულია ხალხური ეტიმოლოგიები : ,,ზანა გვარი ყოფილა, ზანები სახლებულა აქ”; ,,ზანა დიდი კაცი ყოფილა, დიდი ოჯახი ჰქონია, ამიტომ ,,ზანაში თის-ზანას ოჯახს ეძახიან ადგილს” [2, 57]. ა. ჭანტურია ასახელებს ანთროპონიმ ზანას [18, 35].
ზაქარეთი _ ფერდობი ნაესუუში (მარტვილის საკრებულო). აქ იღებს სათავეს ზაქარეთიშ ღაი. ზაქარია პირსახელია, ზაქარაია – გვარი. ზაქარეთი ,,ზაქარიას (ან ზაქარაიას) ოჯახის სამოსახლო; ოდესღაც მისი კუთვნილება” [9, 62].
თამაზეთი_ უბანი ლესიჭინეში. ,,კატალოგში” ვკითხულობთ: ,,თამაზია გვარი ყოფილა და ისინი სახლებულან ამ ადგილას “ [3, 18].თამაზა და თამაზია გავრცელებული პირსახელებია.
თოლორდათი // სათოლორდო_ უბანი მუხურში (ჩხოროწყუს რაიონი). თოლორდა(ვა)ს გვარის საბუდარს მუხური წარმოადგენს. თოლორდათი ,,თოლორდავას გვარის შთამომავლობა, სახლობა”.
იზდორეთი _ დასახლება ლემიქავეში, ქვაღრის მარჯვენა ნაპირას, სერზე (აბედათი). იქვეა იზდორეთიშ ნაოხვამუ // მისარონიშ ოხვამე-ნაეკლესიარი იზდორეთში, სადაც მდგარა წმ. გიორგის სახელობის ხის ეკლესია. ტოპონიმის მაწარმოებელი ფუძეა გავრცელებული პირსახელი იზდორე <_ ისიდორე. გ. ელიავა მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე [2,92].
კოზა(ა)თი // კორზაათი _ Fფერდობი პატარა ინჩხურის საზღვართან, ნოღის მარჯვენა ნაპირზე. პარალელური სახელწოდებაა ო(მ)ბირე. გ. ელიავას განუმარტავას, როგორც ,,კოზას სახლი”. ხომ არ იყო მიკროტოპონიმის თავდაპირველი ფორმა ,,კოზუათი” ? (კოზუა გვარია) [7, 32; 9, 74].
კოკათი_ გორა ბობოთის საზღვართან (ჭაბურთა). საზიაროა სერგიეთის თემთან. გ. ელიავა ორგან მიუთითებს ადგილთა სახელწოდებად სერგიეთსა და ნახუნაოში და განმარტავს, როგორც ,,კოკას ნასახლარს”: ,,აქედან უნდა იყოს გვარი კოკაია” [2, 121]. კოკაია, კოკა, კოკი, კოკია, კოკო და კოკოია მეგრული პირსახელებია [18, 44].
კუჩითი_ მთავარანგელოზის ეკლესია და მისი მიდამოები სოფ. ნახურცილავოში (გურძემის თემი). გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით, ,,ხურციას ორი შვილი ჰყოლია: კუჩია და მაკუჩია. თვითეულ მათგანს დიდი ოჯახი ჰქონია. მათ ოჯახებში ოცდაოთხ-ოცდაოთხი მელოგინე ყოფილა. ერთი ძმა სახლებულა იქ, სადაც დღეს მთავარანგელოზის ეკლესიაა. ეკლესია ზაიკა დგებიას დაუდგამს კუჩიას ნასახლარზე. მას კუჩითისაც ეძახდნენ. მამის სახელი ხურცია მათ გვარად გაუხდიათ” [2, 157]. კუჩითი იგივეა, რაც ,,კუჩიას ოჯახი, მისი შთამომავლობა”. ჯგუფური ანთროპონიმი ადგილის სახელწოდებად ქცეულა.
ლაკეთი _1. გ. ელიავა მიუთითებს ,,დოშაყეს სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში. დაზუსტებული ლოკალიზაცია არ არის მოცემული და განმარტებულია, როგორც ლაკუას გვარის წარმომადგენლის ნასახლარი [2, 141]. 2. ზანა_მაჩხაპის წყალგამყოფი სერი ლეახალეში (ჩხოროწყუს რაიოგი). ჩვენი აზრით
ტოპონიმის ამოსავალია გვარი ლაკია. მცირერიცხოვანი გვარია. ლაკიები ცხოვრობენ უშაფათში, სენაკში, ფოთში, შუა ხორშში, ახალსოფელსა და სხვაგან. ლაკვიშიათი _ უბანი მეორე ლესიჭინეში, სადაც სიჭინავები სახლობენ. ლაკვიშია პირსახელია.
მალამეთი // მალანეთი _ მანცხვარის დასავლეთ კალთას ეცანეში ასე ეძახიან (ნახუნავო). მოტივაცია: მალანიაშ თიშ ნოხორი _ მალანიას ოჯახის ნასახლარი”. მალანია გვარია.
მარიათი _ გორაკ-ბორცვები მეორე ჭოღაში, ჯომიდავების უბანში. აქვეა `მარიათიშ ღალ და მარიათიშ წყარიღელე და წყარო~ (ჩხოროწყუს რაიონი). მარია ქალის სახელია. `მარიაშ თი _ მარიას შთამომავლობა”.
მარსიეთი // მასიეთი _ სერი იზდორეთის სამხრეთით, შაფესა და ქვაღრას წყალგამყოფი (აბედათი). ამოსავალი შესაძლებელია პირსახელი მასია, მასიე ან გვარი მაისაია იყოს. გ. ელიავა ადასტურებს მასიათის ფორმით [2, 94].
მაფათი // მაფაში ნოხორიი _ ადგილია ნახუნავოში. ვასახელებთ გ. ელიავას წიგნის მიხედვით [2, 123]. `მაფა~ მეგრულში ,,მეფეს” ნიშნავს, რაც შეიძლებოდა პიროვნების მეტსახელადაც ქცეულიყო.
მაყვიეთი_ ფერდობი ეხუნწეიეში, ოჭუბურესა და ნაყიდერას მახლობლად (ქვაითი). გ. ელიავა ასახელებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე. სამეგრელოს ანთროპონიმიის მასალებში გვხვდება პირსახელები _ მაყუ, მაყუ(უ), მაყუია. შესაძლებელია მაყვიეთი <_მაყუიათი აღნიშნავდეს ,,მაყუიას სამფლობელოს, ოჯახს” [9, 78].
მაჩაქ(ვ)ეთი_ ტყებუჩქნარიანი ფერდობი ეაგვიეშ ნოღის ნაპირზე, ბუიშთან (ქვაითი). აქვეა მაჩაქ(ვ)ეთიშ რობუ _ ხევი მაჩაქვეთში. Mმოტივაცია საკვლევია. თუკი ჩავთვლით, რომ მაჩაქე, მაჩაქვე პირსახელებია, მაშინ მაჩაქ(ვ)ეთი შეიძლება გავიაზროთ, როგორც ამ სახელის მატარებელი პირის სამოსახლო, სამფლობელო [9, 79].
მაჭვიტაიათი _ უბანი მეორე ლესიჭინეში, ზანაძგას ხეობაში, სადაც სიჭინავები სახლობენ. მაჭვიტაია სიჭინავების ერთ-ერთი შტოგვარის დამფუძნებლის სახელია.
მახათი _ სოფელი ნოღელის ხეობაში (ვედიდკარის თემში). მახა, მახათია, მახაია, მახია, მახო, მახოია და ა.შ.
მეგრული პირსახელებია. მახათი ,,მახას ოჯახი, შთამომავლობა~ ძველი ნასახლარების სახელწოდება ყოფილა ტყეში, რომელიც მეტონიმიის გზით სოფლის სახელად იქცა.
მოხოთი_ გორა ტორნეთის მახლობლად, მარტვილის საზღვარზე (ლეციცხვაიე). გ. ელიავა სახნავ-სა-თესი ადგილის სახელწოდებად დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მიუთითებს ,,ხუნწის სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში [2, 113]. სავარაუდოდ მოხო პირსახელი უნდა ყოფილიყო.
ნაგურთი_ 1. სახნავი აბაშის მარცხენა მხარეს, ძეძონას ჩრდილოეთით; 2. სახნავ_საძოვარი ლეპატარეში, აბაშის მარცხენა ნაპირზე, ტაბაკურის სამხრეთით (ორივე სოფელ ბანძაში). გ. ელიავას განმარტებით, ნაგურთი იგივეა რაც `ნაგუშ თი _ ნაგუს ოჯახი” [2, 88; 6, 50].
ნაფათი_ ორგან ჩავიწერეთ ნახუნავოს თემში გეოგრაფიულ ობიექტთა სახელწოდებად: 1. ტყიანი ფერდობი ნახუნავოს მთის განშტოებაზე, ჭყეჭყუს მახლობლად; 2.
ბუჩქნარი ესიგუეში, ნაჟღეროუს მახლობლად (ნახუნავო). გ. ელიავას მიერ ,,ნახუნაოს სასოფლო საბჭოს ტოპონიმთა ნუსხაში დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მითითებულია ტოპონიმები _ გაფათი და მაფათი. ნაფა შესაძლებელია პირსახელი ყოფილიყო.
პაპათი_ უბანი ცივის მარჯვენა შენაკადის _ პაჭაკურის ხეობაში (მეორე ლესიჭინე). პაპუჩია სიჭინავების წინაპარი ყოფილა. Mმისი შთამომავლობის საცხოვრისს პაპუჩიათი IIპაპათი ეწოდა. შესაძლებელია პაპა მეგრულ ,,მღვდელს” უკავშირდებოდეს. ,,კატალოგის“ ავტორები ლესიჭინეში უბნის სახელწოდებად მიუთითებენ ,,პაპათურეფს”, შემდეგი განმარტებით: ,,პაპათურების, პაპის მემკვიდრეთა სამოსახლო ყოფილა, ეს დინო აქ ესახლა. დღეს ეს უბანი მხოლოდ პაპათურებს არ ეკუთვნის, აქ სხვა გვარიშვილები უფრო სახლობს” [3, 17].
სერგიეთი _ სოფელი მარტვილის რაიონში, აბაშისა და ტარჩენის ხეობებში. ინფორმანტ პროკოფი სურმავასგან გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით ეს სოფელი ვიღაც სახელგანთქმული კაცის _ სერგიას დიდი ოჯახის ნასახლარია [2, 95].
სეფიეთი_ სოფელი აბაშის რაიონში, ნოღელისა და აბაშის ხეობებში. სახელდების ხალხური მოტივაცია: გარეულ ღორებზე წყემიდან სანადიროდ წამოსულ ძმებს ტყეში სეფი (განჯინა, განძთსაცავი) უპოვიათ და ადგილს ამიტომ დაერქვაო სეფიათი [2, 10-28]. მისაღებად გვეჩვენება ოიკონიმის ჯგუფურ ანთროპონიმთან დაკავშირება. სეფიათი ,,სეფიას შთამომავლობა” ტრანსონიმიზაციის გზით იქცა გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებად. სეფა, სეფანე, სეფე, სეფენტი და სეფლე მეგრული პირსახელებია [18, 60].
სკვერეთი // სკვერითი // სქვერეთი_ სახნავი ხუნწში. სკვერე, სქვერიე მეგრული პირსახელებია. ტორნეთი_ სახნავი და ტყიანი ფერდობი ჯუმაღეეს ხეობაში, ნახარებავოს საზღვართან (ლეციცხვაიე). გ. ელიავა დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მიუთითებს ხუნწის სასოფლო საბჭოში ,,ტორეთის” ფორმით და განმარტავს: ,,ტორეთი, ტორაში თი (ტორას სახლი)” [2, 113]. ტორუა გვარია, ხოლო ტორი, ტორია, ტორიე და ტორო _ მეგრული პირსახელები [18, 63]. სავარაუდოდ ტორნეც პირსახელი უნდა ყოფილიყო.
ფაკუთი_ გ. ელიავა ორგან მიუთითებს ბორცვის სახელწოდებად ,,გეგეჭკორის სადაბო საბჭოსა“ და ,,ხუნწის სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში, დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე, და განმარტავს, როგორც ,,ფაკუს თუ ფაკას ოჯახის ნასახლარს”. მისივე განმარტებით, ფაკუთიდან ,,წარმომდგარა ფარუები” [2, 104-111]. ფარუიას,ფარულავას დაკავშირება ფაკუთთან არადამაჯერებლად გვეჩვენება.
ფაცეთი_ გ. ელიავა ,,გეგეჭკორის სადაბო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მიუთითებს და განმარტავს, როგორც ,,ფაცეს ოჯახს” [2, 104]. ფაცა, ფაცი(ა), ფაციე, ფაციკო, ფაცო და ფაცუ მეგრული პირსახელებია, ხოლო ფაცია _ გვარი. ტოპონიმი შესაძლებელი ამ ზემოთ ჩამოთვლილ გვარ-სახელთაგან რომელიმეს უკავშირდებოდეს.
ფუღუთი // ფუხუთი_ სახნავი ნაჯახავოს სამხრეთ _ დასავლეთით. გ. ელიავა მიუთითებს ,,ფუღუთის”
ფორმით და განმარტავს, როგორც ფუღუს ნასახლარს [2, 79]. ფუღუ(ია), ფუღუელა, ფუხუ(ლი), ფუხუელა, ფუხულიე, ფუხური(ა) მეგრული პირსახელებია. ფუღუ ზოოლ. თხუნელა, მუდო მეტსახელი უნდა ყოფილიყო. ქვაითი _ სოფელი ნოღელის ზემო წელზე, ტაბაკონას მთის სამხრეთ კალთაზე, მარტვილს სამი კილომეტრითაა დაშორებული. უწინ ქვაითი ერქვა ხორიათის მიდამოებს, სადაც დღეს რუხაიების უბანი ერუხაიეა.
ოიკონიმ ქვაითის ამოსავალი ადამიანის საკუთარი სახელი უნდა იყოს. ქავა, ქათუ, ქაი, ქაია, ქვათა, ქვათია, ქვათიე, ქვათილია, ქვეთე, ქვეთელია, ქვითა, ქვითი, ქუი, ქუია, ქუითა მეგრული ანთროპონიმებია [18, 68-71]. Qქვა(ი)ც პირსახელი უნდა ყოფილიყო. ქვაითი უნდა განიმარტოს, როგორც ,,ქვაის, ქვაიას საკუთრება, ქვაი(ა)სეული”. შესაძლებელია ოიკონიმი უკავშირდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ანთროპონიმს [8, 62-63; 9, 18-19].
ქუქითი_ გ. ელიავა ორგან მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე და გვთავაზობს ასეთ განმარტებებს : ,,ქუქითი (ქუქისსახლი)”; ,,ქუქი ყოფილა დიდი ოჯახის პატრონი. მისიოჯახის წევრებიდან წარმომდგარა შემდეგ ქუქიას გვარი” [2, 111]. ქუქა, ქუქი, ქუქალია, ქუქია საკუთარი სახელებია [14 210; 18, 71].
ღვეითი_ მორევი ნოღელაზე, ეხაჟომიეში (ქვაითი). პარალელური სახელწოდებაა ოკვანტიეში. საზიაროა ხუნწთან. გ. ელიავას განმარტებით: ,,ღვეითი, ღვეიში თი (ღვეის სახლი)” [2, 113].
ყომურიათი // ყუმურიათი _ ტყებუჩქნარიანი ფერდობები ნოღის მარცხენა მხარეს, ეძიძიგურეში (ზედა ხუნწი). სავარაუდოდ ყომურიათი _ ,,ყომურიას (ან ყუმურიას) ოჯახის საცხოვრისი”.
შაქარეთი_ ფერდობები წკანტიღეის ზემოთში, ეცანეში (ნახუნავო). შაქა, შაქარა, შაქარი, შაქარ, შაქარია და შაქარიტა მეგრული სახელებია [18, 74]. შაქარეთი ,,შაქარას შთამომავლობა, ოჯახი.” შაშ(უ)კიათი // შაშქიათი_ უბანი ლესიჭინეში, ზანის მარჯვენა მხარეს. შაშუკია, შაშქია სიჭინავების ერთი შტოს ეპონიმია.
შელეთი // შელიათი _ ხობისწყლის ხეობის ერთ მონაკვეთს საკალმახოდან ღუნჯის შესართავამდე ასე ეძახიან. XIX საუკუნის ბოლოს კირცხელ შელიებს აქ ბზის სარეწები გაუმართავთ და სახელწოდებაც აქედან მოდის [17, 399].
შეშელეთი_ ტაფობი თარზენის მთისკალთაზე, ცოცოურის გასწვრივ (ქოყო, ჩხოროწყუს რაიონი). შეშელა, შეშელი და შეშელია მეგრული სახელებია [18, 74].
შონიათი // შონიეთი_ ,,კატალოგში” მითითებულია ჭოღის უბნის სახელწოდებად. ხალხური მოტივაცია:P სვანეთიდან ჩამოსულ შონს (სვანს) აქ კარ-მიდამო გაუმართავს. მის ნამრავლს შონია გვარად გაუხდია [3, 100].
ჩამათი_ უბანი ლეტეშისა და ღადიდის შუამდინარეთში (კირცხი). აკონკრეტებენ: მელენჩამათი და მოლენჩამათი. პ.ცხადაიას ჩაუწერია რამდენიმე ხალხური ეტიმოლოგია. მისაღებია მიკროტოპონიმის დაკავშირება პირსახელ ჩამასთან: ჩამათი _ ,,ჩამას შთამომავალთა საცხოვრებელი ადგილი” [17, 406]. ,,კატალოგში” მითითებულია ტოპონიმი ,,ჩამითი” [3, 28]. ჩაფათი _ ტყიანი ხეობა ლემიქავეში (აბედათი). აქვეა ჩაფათღაი _ ღელე ჩაფათში, რომელიც მარჯვნიდან შეერთვის ქვაღრას. გ. ელიავა მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე, ჩაფაათის ფორმით და განმარტავს: ჩაფას ოჯახი, ჩაფას ნასახლარი [2, 94]. ჩაფა კოლხეთში გავრცელებული პირსახელია.
ჩოხათი_ ფერდობი წიფუნეშის წყაროს ნაპირზე. იქვეა ჩოხათიშ სუკი-წიფუნეშისა და ბურღონის წყალგამყოფი ბორცვი (ქვაითი). Gგ. ელიავას წიგნში შეტანილია დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე, ასეთი განმარტებით: ,,ჩოხას თი _ ჩოხას სახლი” [2, 106].
შდრ.: ჩოხათი _ ცაიშის ეპისკოპოსის კუთვნილი სოფელი; იხსენიება 1616_1621 წლების დოკუმენტში. მკვლევარ აბესალომ ტუღუშის ვარაუდით, ჩოხათი დღევანდელი ქვემო კახათის (ზუგდიდის რაიონი). ძველი სახელი უნდა ყოფილიყო [11, 11].
ცანათი _ უბანი ქუაღეეს ხეობაში, ნახუნავოს მთისძირას. Pპარალელური სახელწოდებაა ეცანე. გ. ელიავას განმარტებით, ,,ცანავების უბანი, ცანების სამოსახლო, მათი თი” [2, 120]. გვარის ამოსავალი საკუთარი სახელი ცანა უნდა იყოს [10, 205].
ძაღლიათი_ უბანი ნისკურის ხეობაში (ლესიჭინე). აქ ცხოვრობენ ძაღლია სიჭინას შთამომავალნი [17, 420].
წაკოთი_ უბანი სქურჩის ხეობაში, სადაც წაკოია სიჭინას ნაყარი სახლობს (ლესიჭინე).
წკაათი_ დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მითითებულია ,,ინჩხურის სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში, ადგილის სახელწოდებად, და განმარტებულია როგორც ,,წკაების გვარის ნასახლარი” [2, 118]. წკაა(ვა)ს გვარს აღადგენს ტოპონიმი წკაათი. შესაძლებელია წკაა პირსახელიც ყოფილიყო.
ჭაათი_ ისკიისპირა ჭალა კოკათის მახლობლად, ბობოთის საზღვართან (ჭაბურთა). ჭაავა (ადგ. ვარიანტი ჭაა) გვარია. პ. ცხადაიას მოსაზრებით, გვარის ფუძეა ჭა ,,ჩალა”. Mმეტსახელზე –ა სუფიქსის დართვით უნდა წარმოქმნილიყო პატრონიმი ჭაა, ხოლო მეორეული _ვა სუფიქსის დართვით უნდა მიგვეღო გვარი ჭაავა [16 161]. მაშასადამე, ჭაათი ,,ჭაა(ვა)ს შთამომავლობა; მისი ოჯახი, სახლობა”. ჭიითი // ნაჭილუ_ უბანი სანაჭყებიოში, წელამის მთის ძირას (კურზუ). გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით ჭის დიდი ოჯახის სამოსახლო ყოფილა. ოჯახი 24 მელოგინეს აერთიანებდა. ჭიებს და გაბიებს ერთმანეთი ორთაბრძოლაში ამოუხოცავთ, რის შემდეგაც ადგილს ნაჭილუ დარქმევია [2, 146]. შდრ. გვარი ჭილაია. ადგ. ვარიანტი ჭილაია
ჭუჭუათი_ დასახლება ხაბუმეში, სადაც ჭუჭუა შენგელიას შთამომავლობა სახლობს. შენგელიას შტოგვარებია ასევე ხუხუაიათურეფი, ვატიათურეფი და სხვ. [17, 439]. ა.ჭანტურია მიუთითებს მეგრულ პირსახელებს _ ჭუჭუს, ჭუჭუას, ჭუჭუელას, ჭუჭუიას და ა.შ. [18, 82].
ჭუხეთი_ ტყიანი ფერდობი ეზარქუესა და ეგიგაიეს შუა, ნაცაცხვერასთან (ნახუნავო). საზიაროა წინაკვერკვესთან. გ.ელიავა ,,ნახუნაოს სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე. იქვე მოცემულია ხალხური მოტივაცია: ,,ჭუხს, მინერალურ საღებავს იღებდნენ მიწიდან” [2, 123]. გამორიცხული არაა, რომ ჭუხეთი ჯგუფურ ანთროპონიმს წარმოადგენდეს და გავიაზროთ, როგორც ,,ჭუხეს თუ ჭუხუს ოჯახის სამოსახლო”. ჭყანათი_ ტყე-ფერდობები და სახნავები ეძიძიგურეში (ზედა ხუნწი). ჭყანა, ჭყანი იგივეა, რაც ,,არაქათი, სიმხნევე, ქანცი, ძალა; ღონე, ილაჯი”, ხოლო ჭყანიერი _ ,,კარგი, ვარგისი; ღონიერი, ძალიერი” [13, 495]. პიროვნების ფიზიკურიმახასიათებლის აღმნიშვნელი სიტყვა ჭყანა შესაძლებელია მეტსახელად ქცეულიყო. ჭყანათი ,,ჭყანას შთამომავლობა; სამკვიდრო, სამფლობელო.” ჭყონათი_ გ. ფარულავა მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე სოფელ ქვაითში [12, 39]. ხაფუათი_ ბუჩქნარიანი ფერდობი ძარიეფიშ ნოღის მარცხენა ნაპირზე, ოღუესთან (ქვაითი). ხაფულა მეგრულად ,,ნაფოტია”. იქნებ `ხაფავაშ თი _ ხაფავას გვარის სამკვიდრო”? ხაფუა, ხაფული კოლხური პირსახელებიცაა [8, 69-70; 9, 138].
ხახულიათი_ უბანი ზანის მარჯვენა ნაპირზე, ლესიჭინეში. ხახულია გვარად სიჭინავა ყოფილა. ხახულია და ხახულიკა მეგრული პირსახელებია. ა.ღლონტი მიუთითებს ანთროპონიმებს _ ხახულის, ხახულას, ხახულარას, ხახულიას და ხახულოს [14, .242].
ხაჯიეთი _ დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მითითებულია ,,ნახუნაოს სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში და განმარტებულია, როგორც ,,ხაჯი- ების გვარის ნასახლარი” [2, 122]. ხაჯიეთი წყაროსა და ხევის სახელწოდებაა ესიგუე-ეცანეს საზღვარზე. ხაჯა და ხაჯი(ა) მეგრული პირსახელებია. მაშასადამე, ხაჯიეთი ,,ხაჯიას შთამომავლობა”.
ხორიათი _ ტყებუჩქნარიანი სერი და საბალახო პატარა ინჩხურის საზღვართან, ნოღელის მარცხენა მხარეს. აკონკრეტებენ: დიდი ხორიათი და ჭიჭე ხორიათი. გ. ელიავას წიგნში შესულია დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე, შემდეგი განმარტებით: ,,ხორიათი, ხორასთი (ხორას სახლი)” [2, 106]. ხორა, ხორია პირსახელებია [8, 70; 9, 139]. ხორიათის სერზე დგას XIII საუკუნის ბაზილიკური ეკლესიის ნანგრევები.
ხუფერეთი_ გ. ელიავა ორგან მიუთითებს ,,ნახუნაოს სასოფლო საბჭოს” ტოპონიმთა ნუსხაში დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე, შემდეგი განმარტებით: ხუფერიების (დღევანდელი ხოფერიების) გვარის ნასახლარი” [2, 121-123]. ხუფერეთი არჯანიასა და ნოღას წყალგამყოფი სერის სახელწოდებაა წინაკვერკვეში (ნახუნავოს თემი) და საზიაროა სერგიეთთან. ა. ჭანტურია მიუთითებს მეგრულ გვარებს _ ხოფერიასა და ხუფერიას ფორმით [18, 125]. ხუფერიას გვარის უწინდელ დროში გავრცელება დასტურდება აგრეთვე ტოპონიმ სახუფერიოთი. ასე ეწოდება უბანს სენაკის რაიონის სოფელ შხეფში [16, 171]. ჩვენთვის საინტერესო შემთხვევაში ეთნოლოგ გ. ელიავას განმარტება მისაღებად გვეჩვენება: ხუფერეთი ,,ხოფერიას (ან ხუფერიას) ოჯახი; სამოსახლო; შთამომავლობა”.
ჯიჯაათი_ სახნავი და ღელე ხუნწის საზღვართან, ღანჯიოურისა და ეჯიქიეღაის შესართავთან (მარტვილი). საზიაროა ქვედა ხუნწთან და ლეციცხვაიესთან. ჯიჯაათი <__ჯიჯავაშ ,,თი~ _ ჯიჯავას (გვარია) სამოსახლო, სამფლობელო, მამული” [8, 71; 9, 143]. პარალელური სახელწოდებაა ჯიჯაუთი. ჯუმითი _ სოფლები ლეწურწუმესა და ხაბუმის თემებში (ჩხოროწყუს მუნიციპ). მ. კვირტიას მიაჩნია, რომ ტოპონიმი ჯუმათი IIჯუმითი ძმათა საზიარო საკუთრებას ნიშნავს. ჯუმი ანთროპონიმია. ჯუმითი ,,ჯუმის შთამომავლობა”.
დ ა ს კ ვ ნ ა
თიმორფემა მეგრულში უძველესი ლექსიკური ერთეულია და თავდაპირველად ერთიანი ოჯახის, ერთი სახლობის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გვაროვ скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი