უკან დაბრუნება
განცხადებები
არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე..
6-09-2016, 21:12
ნანახია: 1089
გაუზიარე სტატია მეგობარს


არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე,-
ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ
ჯარისკაცები ფიქრობენ პურზე
და ახსენდებათ მოკლული მზერა,
რომელიც ქრება სიჩუმეში როგორც ვარსკვლავი...
ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ
ჯარისკაცები მიწასავით მძიმე მაზარებს
იხდიან, მერე არაყსა და ცეცხლზე ფიქრობენ,
იმათ გულებში მზესავით წითლად ჩადის ტკივილი,
იმმათ თითებზე თამბაქოს მწარე კვამლი ბზინავს...
ჯარისკიაცები ძილში ბორგავენ,
ჯარისკაცები სიზმარში ჯავრით იგინებიან,
იმათ ფეხებთან როგორც დაღლილი, ერთგული ცოლი,
წვებიან ჩუმად ჩექმები და კილომეტრები. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი