უკან დაბრუნება
განცხადებები
დაწყევლილი წიგნი
8-12-2016, 23:18
ნანახია: 1133
გაუზიარე სტატია მეგობარს


დაწყევლილი წიგნი


ბვშვობიდან ძალიან მიყვარდა სულებზე ისტორიების მოსმენ, ყოველთვის მჯერროდა ამ ამბების და დეიდაჩემს ვაყოლებდი ხოლმე. დეიდაჩემი საკმაოდ უცნაური ქალი იყო, მუდამ ამტკიცებდა, რომ სულები არსებობდნენ და მათ შეეძლოთ ჩვენთან კავშირის დამყარება. როდესაც წამოვიზარდე და უმაღლესში ჩავაბარე, ამ თემამ უფრო დამაინტერესა. ერი კურსელი მყავდა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ეს საკითხი. თავისი ბებია გამაცნო, თურმე ახალგაზრდობაში ბევრი ასეთი მოვლენის მომსწრე გამხდარა. მოკლედ, ბოლოს ჩემმა ინტერესებმა და უაზრო ცნობისმოყვარეობამ გამომითხარა ძირი.
ჩემი კურსელის ბებიამ ერთი ძველი წიგნი მომცა, წიგნი რუსულად იყო და ფურცლები სიძველისაგან სულმთლად გადაყვითლებულიყო, მე შევუდექი კითხვას. ყველაფერი ეწერა სულებზე და მათთან კავირის დამყარებაზე. ერთი-ორი რიტუალი მეც ჩავატარე და ვცადე სულის გამოძახება. 1 თვის მანძილზე შედეგი, რომ ვერ მივიღე გავბრაზდი და გაბრაზებულმა წიგნი სანაგვეში ჩავაგდე. გადიოდა დრო, მე კი ისევ დიდი მონდომებით ვეძებდი ინფორმაციას სულებზე. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც სახლში მარტო ვიყავი, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი, დაღლილი ვიყავი დ მალევე ჩამეძინა. ღამე გამეღვიძა, ასე 3 თუ 4 იქნებოდა, ავდექი აივანზე გავედი და სიგარტი გავაბოლე. მოწევა, რომ დავასრულე ოთახში შევედი და ივნის კარი გამოვიხურე. ოთახში, რომ შევედი მაგიდაზე ის წიგნი დამხვდა, იმ ქალმა, რომ მაჩუქა და შემდეგ მე, რომ გადავაგდე. გაოცებულმა ავიღე წიგნი. არადა ჩემი თვალით დავინაღე ნაგვის მანქანამ როგორ გაიტანა ურნა, რომელშიც წიგნი ჩავაგდე.

ამ მოულოდნელი ამბის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ამ ამბის შემდეგ 2 კვირაც კი არ იყო გასული, რომ მეზობელი გარდამეცვალა. პანაშვიდზე, რომ შევედი ოთახში კარებთან ჩემი წიგნი დავინახე, სწორედ ის წოგნი, რომელიც ერთხელ გადავაგდე და შემდეგ ვიპოვე. უცბათ დავტაცე ხელი და მაშინვე სახლში ავედი. ცოტა შევშინდი მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შიში ჩამიცხრა. ერთი თვის შემდეგ ედაჩემმა შემატყობინა, რომ ბიძაჩემი გარდაიცვალა. მაშინვე ჩავიცვი შავები და გავიქეცი. ავტობუსში, რომ ჩავჯექი, ჩემს გვერდით სკამე ერთი მოხუცი კაცი დამიჯდა, საწყალი ხმით ხურდა მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარ, გავუწოდე ხურდები, მან გამიღიმა და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა. სკამს, რომ დავხედე, თვალები გამიშტერდა! იქ ჩემი წიგნი იდო.
იმ დაწყევლილმა წიგნა ბევრი უბედურება მომიტანა. რამდენჯერაც ვიღაც გარდაიცვალა, იმდენჯერ დაიკარგა წიგნი. ბოლოს ერთ ნათელმხილველთან მივედი და მან მითხრა, რომ ამ წიგნზე შელოცვა იყო დადებული და როგორც კი პატრონს მოშორდებოდა ბოროტი სულები დაიწყებდნენ მის დაცვას. ჩემი კურსელის ბებიამ დიდი შეცდომა დაუშვა ეს წიგნი, რომ მაჩუქა. ნათელმხილველმა ეს შელოცვა მოუხსნა და მითხრა, დამარხეო. მე ასეც მოვიქეცი და დავმარხე.
ეს იყო და ეს, მას შემდეგ არავითარი უცნაუირი მოლენა არ შემმთხვევია. მაგრამ დროთა განმავლობაში მესიზმრებახოლმე ეს წიგნი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი