უკან დაბრუნება
განცხადებები
„ფოთის უბნების სახელწოდებების ბესარიონ გოგოლიშვილისეული ინტერპრეტაციები“.
20-04-2016, 23:48
ნანახია: 2409
გაუზიარე სტატია მეგობარს


„ფოთის უბნების სახელწოდებების ბესარიონ გოგოლიშვილისეული ინტერპრეტაციები“.

მოგვაწოდა ზურაბ სულაბერიძემ


ეს წერილი იმასთან დაკავშირებით დავწერე, რომ ჩვენი მუზეუმი იწყებს ნარკვევების კრებულის გამოცემას, რომელშიც აისახება ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი. ამასთან, გამოქვეყნდება წერილები გამოჩენილი ფოთელი ადამიანებზე. მუზეუმის კრებულის სარედაქციო კოლეგია დაინტერესდა თემით: „ფოთის უბნების სახელწოდებების ბესარიონ გოგოლიშვილისეული ინტერპრეტაციები“.
ამ წერილის ავტორს მქონდა ბედნიერება, როგორც კორექტორს, მემუშავა ფოთის საქალაქო გაზეთ „მგზნებარე კოლხიდელში.“ სადაც 1948-1953 წლებში ერთერთ განყოფილების გამგე გახლდათ ბატონი ბესარიონ გოგოლიშვილი. იგი მომითხრობდა ფოთის წარსულთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ღირსშესანიშნავ ფაქტებზედ. მათ შორის ბევრი რამ მიამბო უბნების სახელწოდებების თაობაზე რომელიც ჩვენი მკითხველებისათვის გაცნობა უინტერესო არ იქნება.
მე-19 საუკუნის 60-80 -იანი წლების ფოთის პირველდასახლებულ ადგილებს(უბნებს) დღემდე შემორჩათ პირვანდელი სახელწოდებები. ასეთებია ნავსადგურის, დიდი კუნძულის, მალთაყვის, ნახუტურუს (ნინოშვილის), ნაბადის და რკინიგზის უბნები.
ჩვენი ქალაქის მუზეუმის დამაარსებლის და მის პირველ დირექტორს, არქიტექტორს და მკლევარს ბესარიონ გოგოლიშვილს (1882-1959) აღნიშნული უბნების სახელწოდებების გარშემო შემუშავებული ჰქონია საკუთარი მოსაზრებები. თანამედროვე მოსახლეობისათვის ზოგიერთი ძნელადგასაგებ სახელებს იგი, როგორც კერძო (საუბრები, ისე ზეპირ საჯარო გამოსვლებში, ლინგისტური მეთოდების გამოყენებით ხსნიდა.
ცენტრის უბნების სახელწოდებების წარმომავლობა არ იწვევდა დავას, მაგრამ მკლევარი მაინც საჭიროდ მიიჩნევდა აეხსნა, თუ რამ განაპირობა უბნისათვის ამ სახელის შერქმევა. ბატონი ბესარიონი ზემოთ დასახელებული სახელწოდების დარქმევის მიზეზად ასახელებდა უბნის გამორჩეულ ადგილმდებარეობას და უხსნიდა მსმენელთა აუდიტორიებს: „თურქთა მიერ 1578 წელს აშენებული ციხე-სიმაგრე აგებული გახლდათ მდინარე რიონისა და ზღვის შესაყართან. ამ ადგილს ადგებოდნენ იალქნიანი თუ ნიჩბიანი ნავები.
ნავსადგურის აშენებამდე ციხე-სიმაგრის მიდამოებში ხდებოდა
შემოტანილი თუ გასაგზავნი ტვირთების გადამუშავება. ტყვეთა გაყიდვა და სხვა, ხოლო იმ წლებში, როდესაც ფოთის ქალაქის თავმა ნიკო ნიკოლაძემ რატებად გადააკეთა თურქების აშენებული სიმაგრის სათვალთვალო პუნქტი (დააშენა სართულები, დაამონტაჟა მექანიკური საათი და ზარი, მოიწყო სამუშაო კაბინეტი და საცხოვრისი, მომდევნო წლებში იქვე, მახლობლად აღმართა წმინდა გიორგის სახელობის კათედრალური ტაძარი, ამით ქალაქის ცენტრის ფუნქცია თვალნათლივ გამოიკვეთა). შემდგომში აშენებულმა სავაჭრო ფარდულებმა, საწყობებმა, ბაზარმა, ტაძრიდან ნავსადგურამდე ცხენის ტრანსპორტის - „კონკის“ მოძრაობამ ქალაქის ირგვლივ, ამჟამინდელი რუსთაველის. ზამბახიძე, ლოლუას და ნინოშვილის უბნის პირველი ფორმირება.“
ბატონი ბესარიონის განმარტებით მდინარე რიონის ჩრდილო და სამხრეთ ტოტებს შორის მოქცეული ადგილისათვის დიდი კუნძულის უბნის დარქმევაც არ წარმოადგენდა საძნელო საქმეს. აქ ნავსადგურის მშენებლ;ობის და საბოლოო ამოქმედების პერიოდებში ხდებოდა მუშა-მოსამსახურეთა დასახლება. კუნძულის უბანი იმ დროს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო.
ზღვასთან რიონის შესართავთან წარმოქმნილი დელტისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელის კუნძულის დარქმევის ფაქტს ასე ხსნიდა. ბატონი ბესარიონი: „ქალაქის თავმა ნიკო ნიკოლაძემ ზღვისპირა დელტაზე კოლხური ჯიშის ხე-მცენარეები გააშენა და სურდა ეს ადგილი მშრომელთა ერთერთ დასვენების კერად ექცია. აღნიშნული კუნძულს ამ ნიშნით ეწოდა ნიკოლაძის კუნძული.
ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის შემდგომ წლებში ქალაქის მოსახლეობის ერთი ნაწილი (განსაკუთრებით ახალგაზრდობა) ვერ ხსნიდა თუ რა მოსაზრებით ეწოდა დღევანდელი ნაბადის უბანს „ნაბადა“. ასეთ შემთხვევაში მკვლევარი დაინტერესებულ პირთ შემდეგ განმარტებას აძლევდა: „სანამ ფოთი ცოტად თუ ბევრად განვითარებული ქალაქი გახდებოდა. აქედან სოფელ ყულევში ჩასვლის მსურველს აუცილებლად უნდა გადაელახა მდინარე რიონის ჩრდილოეთი ტოტი და საამისოდ გამოეყენებინა კოლხური ნავი - „ნიში“. როცა თუქებზე გამარჯვების შემდეგ ფოთის ციხეში რუსული გარნიზონი ჩადგა, თავდაცვის თვალსაზრისით საჭირო იყო ყულევის სიმაგრესთან (რედუტ-კალე) რეგულარული კავშირის დამყარება. ყულევში წარსაგზავნი ფოთელი ჯარისკაცები კოლხური „ნიშის“ მაგივრად ჩრდილოეთის ტოტის გადასაცურავად უკვე რუსული (სამხედრო) „ბაიდას“ იყენებდნენ. ეს ცურვის საშუალება ადგილობრივი მოსახლეობის მიერაც „ბაიდად“ იწოდებოდა. ამ ტრა-ნსპორტით სარგებლობდნენ როგორც ჯარისკაცები, ისე სამოქალაქო პირებიც.
როგორც ცნობილია, 1972 წელს გაიხსნა თბილისი - ფოთის რკინიგზა. მთავარობის გადაწყვეტილებით ფოთი ვიწრო გაბარიტის სარკინიგზო ხაზით უნდა დაკავშირებოდა ბათუმსაც, ამიტომ რიონის ჩრდილოეთ ტოტზე უნდა აეშენებინათ რკინიგზის ხიდი, რაც განხორციელდა კიდეც. ამის შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა ჩრდილოეთის ტოტის გადასალახავად „ბაიდის“ გამოყენებამ. აღნიშნული ადგილი კი ფოთის მკვიდრთათვის მეგრული ტრანსკრიპციით „ნა-ბაიდუ“-დ (იმ ადგილად, სადაც ადრე ბაიდას იყენებდნენ) იქცა. სახელწოდება „ნა-ბაიდ-უ“ , როგორც ტოპონიმი ხანგრძლივ პერიოდში გამოიყენებოდა არათუ რიონის სანაპიროზე, არამედ ნაბადის მთელ ტერიტორიაზე. ამ ნიშნით უწოდა ხალხმა თავის სამოსახლოსაც „ნაბადა“. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ბატონი ბესარიონი ლინგვისტიკის კანონს იშველიებდა და განმარტავდა: „ქართული და მეგრული ენები ადრე არსებული და აწ ლიკვიდირებული ობიექტების დასახელებისას იყენებენ სიტყვის საწარმოებელ თავსართს „ნა“-ს. „ნა-ბაიდ-უ-ს“ მსგავსი ფორმები, მაგალითად „ნა-ბეღლ-ავ-ი“, „ნა-საკირ-ალ-ი“(გურია), „ნა-ოხვა-უ“, „ნა-ესაკოვ-ო“ (სოფ. აბაშის რაიონში).
სად „ნა-ბაიდ-უ“ და სად „ნაბადა“-ო? რომ იტყოდა მავანი, ბატონი ბესარიონი მტკიცედ პასუხობდა: „ბგერათ მონაცვლეობის, ასოციაციის თუ დისოციაციის, ასიმილაციის და სხვა მიზეზების შესაბამისად სიტყვებში ცალკეული ბგერები ზემოქმედებენ ურთიერთზე, ასეთ დროს სიტყვებში ზოგჯერ იცვლებოდა ხმოვნები, ზოგჯერ სულაც იკარგება. ათეულობით წლების განმავლობაში ხმარებას „ნა-ბაიდ-უ-ში“ მეხუთე ასობგერა „ი“-დ და საბოლოოდ მივიღეთ „ნაბადა“. ამ მტკიცებას ბატონი ბესარიონი ასეთი ფრაზით აგვირგვინებდა: „ჭურია დო ნაბადა რე ჩელა სკანი გიმნაზია“. ასე მღეროდა ჩემო კარგო დიდი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას მეურმე და დამიჯერე, რომ იგი იმ დროს ნამდვილად იმ „ნა-ბაიდ-უ-დან“ მოერეკებოდა ხარებს, სადაც „ბაიდით“ გადმოყავდათ მენავეებს ჯარისკაცები თუ მოქალაქეები...
ბატონი ბესარიონი გადაჭრით უარყოფდა ნაბადის სახელწოდების ახსნას ხალხური ეტიმოლოგიით (ნაბადა თითქოს იმ ნაბადივით შავი ტყის გამო დაერქვა უბანს, რომელიც მარცხნივ და მარჯნივ მიუ-ყვებოდა ყულევისკენ მიმავალ საურემე გზას).
ბესარიონ გოგოლიშვილის ვარაუდით „ნაბაიდუს“ ანალოგიით
დაარქვეს ახლანდელ ნინოშვილის უბანს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ‘ნა-ხუტორ-უ.“ ასეთი ინტერპრეტაციის საფუძველი ის გახლდათ, რომ რუსეთიდან მასობრივად დაიძრნენ მწვალებლებად შერაცხული ძველმორწმუნეები. მათი ერთი ნაწილი საქართველოშიც ჩამოვიდა. ისინი ფოთსაც ეწვივნენ და კაპარჭინის პირის იმ ადგილებში დასახლდნენ, სადაც ამჟამად ეკლესია დგას. მათ თავიანთ სამოსახლოს რუსული სოფლის მიბაძვით „ხუტორი“ დაარქვეს. ცოტა ხნის შემდეგ ძველ მორწმუნეები მალთაყვის და გრიგოლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ და ქართველმა მოსახლეობამ მათ ნაფუძვარს „ნა-ხუტორ-უ“ უწოდა...
ფოთში ჩამოსული ტურისტები, როცა ეკითხებოდნენ ბატონ ბესარიონს, თუ საიდან წარმოდგა მალთაყვის სახელწოდება, იგი ბერძნულ წყაროზე დაყრდნობით მარტივად მისცემდა ხოლმე პასუხს: „მალთაყვა ბერძნულად ბევრ წყალს ნიშნავსო.“ და მართლაც უძველესი წარსულიდან მოყოლებული, დღემდე არ აკლია ამ ადგილს წყალი ზღვის სანაპირო ზოლის, პალიასტომის ტბის, მისი შენაკადი ფიჩორის და პალიასტომის ტბიდან გამომდინარე კაპარჭინის სახით.
ბატონი ბესარიონი სიამოვნებით უყვებოდა მსმენელს პარკის უბნის სახელის წარმომავლობის შესახებ და აღნიშნავდა, რომ ხასხასა მდელოებით და ასწლოვანი ხეების კორომებით იზიდავდა ფოთელებს და ჩამოსულ სტუმრებს კაპარჭინის ჩრდილოეთით მდებარე ადგილები, სადაც რევოლუციამდელი პერიოდში და შემდგომ წლებშიც თავს იყრიდნენ ფოთელი ახალგაზრდები და ასაკოვნები. აქ იმართებოდა ცეკვა-თამაში, შეჯიბრებები ლელობურთში, ცხენოსნობაში, ფეხბურთში, ამ ადგილს პარკი შეარქვეს ფოთელმა ინტელიგენტებმა. შემდეგ მთელ უბანს ეწოდა ეს სახელი. პარკის უბანში მიმდინარე ღონისძიებების თაობაზე ბატონ ბესარიონ გოგოლიშვილის მოსაზრებებს მთლიანად ემთხვევა ფოთის რკინიგზის სადგურის ყოფილი უფროსის, გიორგი ნიკოლაძის ჭაბუკი მეგობრის და პოპულარული ტანმოვარჯიშის ხიტუ ჯაიანის წერილობითი მოგონებები.
1935-1936 წლებში ტრესტ „კოლხეთმშენმა“ დაიწყო ბარათაშვილის ქუჩის ბოლოში არსებული ჭაობიანი ადგილების დაშრობა, რის შემდეგ აქ გაშენდა ციტრუსების მეურნეობა, მის შემოგარენში დასახლდნენ ფოთის მეზობელი სოფლების მაცხოვრებლები და თავიანთ უბანს ახალისოფელი დაარქვეს. უფრო მოგვიანებით მას სახელი გადაარქვეს და ბარათაშვილის უბანი უწოდეს. ეს მოვლენაც სათანადო ასახვას პოულობდა ბატონ ბესარიონ გოგოლიშვილის მიერ ალღოიანად გაშიფრულ ფოთური ტოპონიმების ნუსხაში. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი