უკან დაბრუნება
განცხადებები
ქ. ფოთის №7 საჯარო სკოლა
მოინახულეს: 3761
სკოლის სახელი

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის №7 საჯარო სკოლა

მისამართი

ფოთი. ჭყონდიდელის ქ. №3
ტელ: (493) 27 39 43
მობ: (595) 50 72 09
ელ. ფოსტა: poti7@mes.gov.ge


კონტაქტი

ქ. ფოთის №7 საჯარო სკოლა დირექტორი: ნინო მორგოშია
მობ:
ელ. ფოსტა:


დირექტორის მოადგილე –
მობ.
ელ. ფოსტა:

ბუღალტერი –
მობ.
ელ. ფოსტა:

სკოლის ისტორია

ქ.ფოთის №7 საჯარო სკოლა არსებობას 1961 წლიდან იწყებს. მანამ უბანს მხოლოდ დაწყებითი (I-IV კალსების) საგანმათლებლო კერა ჰქონია. აკაკისა და გურიის ქუჩებს კვეთაზე., სასულიერო სემინარიის, ახლანდელი „ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ ადგილას და მას სათავეში „უბნის დედად“ წოდებული, ღვაწლმოსილი ქალბატონი ოლია ტიკარაძე ედგა. ბავშვები მე-5 კლასიდან სწავლას ფოთის №1 საშუალო სკოლაში განაგრძობდნენ. სწრაფად იზრდებოდა ე.წ. „მეთვეზეთა უბანი“, რაც პრობლემას ჰქმნიდა რამდენიმე თვალსაზრისით: #1 სკოლა ვერ იტევდა კონტინგენტს, უამინდობა და სიშორე არაკომფორტული იყო უბნის მოსწავლე -ახალგაზრდობისათვის.
ქალბატონი ოლია ტიკარაძისა და უბნის მცხოვრებლების ინციატივით ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კეცხოველის (ახლანდელი ჭყონდიდელის) ქუჩაზე სამინისტროს თანხმობის საფუძველზე საშუალო სკოლისათვის ადგილი გამოყო და მშენებლობაც ჩქარი ტემპით განხორციელდა. 1961 წლის 1 თებერვალს სკოლაში პირველად დაირეკა სწავლის დაწყების ზარი. სკოლას სათავეში ღირსეული ხელმძღვანელი ვალერიან ზერაგია ჩაუდგა, რომლისა და მთელი კოლექტივის ძალისხმევით ქ.ფოთის №7 საჯარო სკოლამ იმთავითვე დაიმკვიდრა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. არსებობის მანძილზე სკოლას აღმართზეც უვლია და დაღმართზეც, მაგრამ ყოველთვის გააზრებული ჰქონდა მისია, რომელიც მას მომავალი თაობების აღზრდისათვის აკისრია. სკოლის კურს დამთავრებულებს შორის ბევრია პედაგოგი, ექიმი, ბიზმესმენი, პოლიტიკაში აქტიური და კიდევ უფრო მეტი კარგი და ღირსეული პიროვნება.
2016 წელს საიუბილეო 55-ე წლისთავთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეთა თვიმმართველობის, პედაგოგიური კოლექტივისა და დირექციის სურვილით სკოლას ღირსი გიორგი ჭყონდიდელის სახელი მიენიჭა. დღეს ჭყონდიდელის ქუჩა №33-ში არსებული სკოლა ასე იწოდება: სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის №7 საჯარო სკოლა.
ამჟამად სკოლაში 300 მოსაწავლე და 30 პედაგოგია, რომელსაც სათავეში უდგას ქალბატონი ნინო მორგოშია.

რესურსები ინტერნეტში

facebook.com/ქფოთის-მე_7-საჯარო-სკოლა

სურათები
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы
გაუზიარე სტატია მეგობრებს

   
დააფიქსირეთ თქვენი აზრი