უკან დაბრუნება
განცხადებები
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა
მოინახულეს: 3131
სკოლის სახელი

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა

მისამართი

მის.: ქ. ფოთი, ნინო ჟვანიას ქ. №7
ტელ: (0493) 27 36 72. (0493) 27 81 42
ელ. ფოსტა: poti2skola@gmail.com


კონტაქტი

დირექტორი – მზისადარ ბახტაძე
მობ: 555 15 40 10
ელ. ფოსტა:

სკოლის ისტორია

დაარსდა 1906 წელს, როგორც ვაჟთა გიმნაზია, დიდი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, ქალაქის თავის ნიკო ნიკოლაძის უშუალო თაოსნობით.
1900 წელს ქალაქის სათათბირომ მიიღო დადგენილება სამეგრელოს მოედანზე გამოიყო 2400 საჟენი მიწის ნაკვეთი. 1903 წელს ჩაეყარა საძირკველი ვაჟთა გიმნაზიის შენობას ყოფილი ლაზარევის ქუჩაზე (ამჟამად ნინო ჟვანიას ქუჩა).
ნიკო ნიკოლაძის დიდი ძალისხმევით მთავრობამ მშენებლობისათვის გაიღო 75383 მანეთი, ხოლო 12000 მანეთი ქველმოქმედებით შემოწირული თანხა იყო. საქველმოქმედო საქმეში მონაწილეობას ღებულობდნენ : ექიმი კოწია მიქაბერიძე, პირველი გილდიის ვაჭარი, ხე-ტყის დამამზადებელი გიგო დიდია (მისი სახელი ეწოდა 1996 წელს სკოლის მიმდებარე ქუჩას), აგრეთვე, კომერსანტები: პოლიდი, რუხაძე, თოფურია, თურქია, სიორიძე, თელია და სხვები. მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი რ. კონოვალოვი, ხოლო აშენებული იქნა ინჟინერ ვასილევიჩის მიერ 1903 -1906 წ.წ.
გიმნაზიიის პირველ დირექტორად ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით დაინიშნა იაგულოვი (იაგულაშვილი, მესხი კათოლიკე, 1917 წლამდე). კიევიდან შემოზიდულ იქნა ფიზიკის და ქიმის კაბინეტების მოწყობილობა. 1917 წელს დირექტორად დაინიშნა სერგი დანელია, შემდგომში ფილოსოფიის და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
1921 წელს გიმნაზია ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა, 1923 წელს - ინდუსტრიულ ტექნიკუმად, შემდეგ პედაგოგიურ სასწავლებლად, სამამულო ომის წლებში შენობაში მოთავსებული იყო სამხედრო ლაზარეთი.
1949 წლიდან 1953 წლამდე ეწოდებოდა ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1953 წლიდან მე-2 საშუალო სკოლა. რომელსაც ნიკო ნიკოლაძის სახელი ეწოდა 1969 წელს. გიმნაზიაში სხვადასხვა წლებში სწავლობდნენ ჩვენი ქვეყნის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები: პავლე ინგოროყვა, შალვა ამირანაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ჩიტაია, ალიო მირცხულავა, ეგნატე ფიფია, მიხეილ კანკავა, კოკი თელია, ნიკოლოზ ანთელავა, სიკო დოლიძე და მრავალი სხვა.
1995 წელს სასკოლო რეფორმიდან გამომდინარე მე-2 საშუალო სკოლა აღდგენილ იქნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიად. 2005 წელს სკოლა გადაკეთდა №2 საჯარო სკოლად, რომელსაც 2009 წელს კვლავ ნიკო ნიკოლაძის სახელი.

სკოლის სახელწოდება და დირექტორები სხვადასხვა წლებში:

ვაჟთა გიმნაზია 1907-1914 წ. - იაგულაშვილი
ფოთის ტექნიკუმი - 1914 – 1921 წ. - სერგი დანელია
ფოთის შრომის შვიდწლედი - 1928 წ. - ს.შურღაია, დ.ჟვანია, პ.კორძაძე.
ფოთის კოლმეურნეთა ახალგაზრდობის საშუალო სკოლა -1928-1935 - შ.კოდუა, ზ.ცინცაძე, ვ.გვათუა
ფოთის პედსასწავლებელი - 1935-1939 წ. - გ.ტუღუში
ფოთის კოლმეურნეთა ახალგაზრდობის საშუალო სკოლა - 1940 -1944წ. - პ.სალუქვაძე, ა.ბასილაია
ფოთის ვაჟთა №1 საშუალო სკოლა - 1944- 1954 წ. პ.ნაცვლიშვილი, ს.ფაცაცია, პ.ბარამიძე
ფოთის ნიკო ნიკოლაძის საშუალო სკოლა - 1965-1971 – პ.ნაცვლიშვილი
ფოთის ნიკოლაძის სახელობის №2 საშუალო სკოლა 1971-1988 - შ.კაკულია
ფოთის ნიკოლაძის სახელობის №2 საშუალო სკოლა 1988-1990 - მ.კვიკვინია
ფოთის ნიკოლაძის სახელობის №2 საშუალო სკოლა 1990-1995 - მ. ბახტაძე
ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზია - 1995-2005 - მ.ბახტაძე
ნიკო ნიკოლაძის სახელობის №2 საჯაროსკოლა 2005 - მ.ბახტაძე

სკოლის ჰიმნის ტექსტი


ტექსტის ავტორი: ნ.მიმინოშვილი
მუსიკის ავტორი: მ. ცხოიძე


ასწლეულზე მეტი არის,
რაც ანთიხარ კელეპტრად;
ცოდნის დიდი ტაძარი და
შენ „ადგილის დედა“ ხარ.
ნიკოლაძემ დაგილოცა
საძირკველი და ლიბო,
სულ სხვაგვარი წყალობა
და მადლი დაგყვა ამიტომ.
როგორც საუკუნის წინათ,
წკრიალებენ ზარები;
მომავლისკენ გვაფრთაინებს
ჩვენი სკოლის კარები.
როგორც საუკუნის წინათ,
ვდგავართ მხნედ და დიდებით,
აწყმყოსა და მომავალსაც
ჩვენ ვიქნებით იმედი.
სამამულე რქა ვართ ქვეყნის,
გული რწმენით ივსება
და სამშობლოს სიყვარულიც
ამ კედლიდან იწყება.
ამ კედლებში უსწავლიათ
საქართველოს დიდ შვილებს;
ღმერთსა ვმადლობთ იმ ბედისთვის,
გულთბილად რომ გვიშვილეთ!

რესურსები ინტერნეტში

~

სურათები
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы
გაუზიარე სტატია მეგობრებს

   
დააფიქსირეთ თქვენი აზრი