უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის პირველ მაისობა
11-08-2016, 00:49
ნანახია: 1495
გაუზიარე სტატია მეგობარს


ძველად, 1-დან 5 მაისამდე ფოთში იცოდნენ, დღესასწაული ,,მაისობა''. ამ დღეებში ფოთში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიოდნენ საქონლით დატვირთული ურმებით, ტივებით ნავებით და ეწყობოდა ბაზრობა., რომლის შემდეგ იმართებოდა გართობა-თამაშობანი (ლელო), სპორტული შეჯიბრებები მცირე და დიდი ნავებით, რომლებშიც გამარჯვებულთ (მათი რიცხვი იყო 4-5 კაცი) სპეციალურად გამოყოფილი ჟიური აჯილდოებდა. 1 მაისიდან ეპისკოპოსი კრძალავდა თევზის ჭერას, ვინაიდან იწყებოდა ქვირითობა. ამ დროს თევზის ჭერა ნებისმიერი მებადურისათვის დიდ ცოდვად ითვლებოდა.
ფოთში პალიასტომის ტბასთან იყო ორი სალოცავი: ,,ონიშე ოხვამური''- ნავის სალოცავი და ,,ოჩხომური ოხვამური'' - თევზის სალოცავი.

ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, თბ.1987.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი