უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის კოშკი
10-08-2016, 19:00
ნანახია: 1556
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვ.გაგუა.

ქალაქ ფოთის ცენტრში აღმართული გალავან შემორღვეული ფოთის მრავალ საუკუნოვანი ისტორიის მოწმე და ჩვენს ხალხის ქედმოუხრელობის უტყუარი სიმბოლო კოშკი, ნაშთია 1578 წელს თურქთა მიერ დაპყრობილი ძველი ციხის ნანგრევებზე აშენებული ციხე სიმაგრისა. იგი ჭოროხიდან მოზიდული ქვითა და კირით არის ნაშენი თურქთა 300 წლის ბატონობის პერიოდში კოშკის კედლები ქართველი ხალხის აწიოკების უმაგალითო მომსწრე და მოწმეა. ხოლო გალავანს შიგნით მოქცეული მიწის ნაკვეთი, რომელიც ოსმალებს გადაქცეული ჰქონდათ ტყვეებით ვაჭრობის ბაზად, განბანილია პირუტვივით უცხოეთში გასაყიდად განწირული უბედური კოლხების ცრემლით. მემატიანე ამის შესახებ აღნიშნავს:
ამ ბაზარზე გოგო - ბიჭები მიწაზე დაკუნტულები ისხდნენ, მყიდველები არჩევდნენ, ფასზე მორიგდებოდნენ, ასეთი დაყიდულის ყმაწვილებით ხშირად ოსმალეთის ვაჭრები მთელ გემებს ტვირთავდნენ.
ფოთის ციხის შესახებ საინტერესო სურათები დახატა იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან ერთად 1874 წელს ფოთში ჩამოსულმა მხატვარმა ჩერნიცოვმა. ფოთის მუზეუმში დაცულია ამ სურათების ფოტოპირები. მხატვარს სურათების ძირითად თემად ფოთის კოშკი აუღია. ერთ სურათში ნაჩვენებია ფოთის ციხის საერთო ხედი. ჩანს, რომ მთავარი კოშკის ირგვლივ ქვის გალავანი ყოფილა. გალავანს ერთ მხარეს მდ.რიონი, ხოლო მეორე მხარეს ზღვა ეკვროდა. მეორე სურათში ასახულია რუსთა ჯარის სარდალი გენერალი ორბელიანი და სამეგრელოს დედოფალი ნინო ხმალ ამოწვდილი ცხენოსან ჯართან ერთად ბრძოლით შედიან ციხეში. ციხის განთავისუფლების უკვდავსაყოფად კოშკს გაუკეთდა მემორიალური დაფა, რომელიც ამჟამად კარგად არის დაცული.
1870-იან წლებიდან დაიწყო ციხის კედლების და გალავნის დანგრევა. ქვას იყენებდნენ ნავსადგურისა და გზების მშენებლობაზე. დატოვებულ იქნა მხოლოდ კოშკი და გალავნის ნაწილი. კოშკს თავდაპირველად სამი სართულის ზემოდ ორ სართულზე კონუსის ფორმა ჰქონდა, რომელიც 1890-იან წლებში ქალაქის საათის მოსათავსებლად გადააკეთეს და მიეცა დღევანდელი სახე.
1894 წლიდან 1915 წლამდე კოშკში და მასზე მიშენებული შენობაში ცხოვრობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ფოთის ქალაქის თავი ნ.ნიკოლაძე. ამასთანავე კოშკთან დაკავშირებულია გამოჩენილი ქართველი და რუსი მოღვაწეების ფოთში სტუმრობისა და მუშაობის საინტერესო მოგონებები. ამიტომ კოშკი როგორც ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეტანილია ისტორიული ძეგლთა სიაში და მას ფოთის საზოგადოება სამართლიანად მიიჩნევს ფოთის მშვენებად და სიამაყედ.

გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი" №146 (61078) 10 დეკემბერი 1961 წელი გვ.4

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი