უკან დაბრუნება
განცხადებები
გეგეჭკორები
4-08-2016, 18:16
ნანახია: 1531
გაუზიარე სტატია მეგობარს


გეგეშ ჭკორი - წმინდა გიორგის ყმა, კოლხთა ენაზე.
ეგრე უბნობდნენ, ოდესღაც წმინდა გიორგის ეკლესიას შემოეფარაო ოდიშში, სვანთაგან დევნილი ერთი ვინმე დადეშქელიანი. სახელი მისი - გეგეშ. წმინდა გიორგის ჰყმობია თურმე, ამადაც გაუგვარადაო ამ სვანს გეგეჭკორობა, ამასაც უბნობდნენ, მამა-პაპით მოუდითო ეკელსიის სამსახური გეგეჭკორებს.
ქართულ საისტორიო საბუთებში გვარი XVII საუკუნიდან ხსენდება. 1690-იანი წლების შეწირულობის წიგნში, რომლითაც ოდიშარი თავადი ხახუ ჩიჩუა ყმა-გლეხს სწირავს ბიჭვინთის ტაძარს, მოწმედ დასახელებულია „დადიანის მაგიერი კაცი მაგუ გეგეჭკორი“ (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A -1122-28).
1779 წლის რუხის ბრძოლა ლექსად აღუწერავს, დადიანის კარზე მოღვაწე ახალგაზრდა პოეტს იოანე გეგეჭკორს (თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, თბ.1967, გვ.367).
1818 წლის განჩინებაში თავზარაშვილისა და ბერიძეს შორის სადავო საქმეზე, ნახსენებია გეგეჭკორის ყმა-გლეხი, რომელიც დავის მიზეზი გამხდარა (გურიის მდივანბეგთა განჩინებანი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის პეტერბურგის განყოფილება, H - 73; ი.დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI.თბ. 1977, გვ.533).
1844 პირობის წიგნში, ოდიშელ თავადებთან ჩიქოვანთან და დგებუაძესთან ერთად მოფიცრად დასახელებულია ანტონ გეგეჭკორი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A -1366-14).
იოანე ბატონიშვილი გეგეჭკორთა გვარს ოდიშის აზნაურთა შორის იხსენებს.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის, გეეგჭკორტა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლასქარში, მთავარ დადაიანტა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩდნენ გეგეჭკორთა გვარისშვილნი: პოეტი გივი გეგეჭკორი, მწერალი ლადო გეგეჭკორი, ლოტბარი ივანე გეგეჭკორი, ქართული სცენის დიდოსტატი გოგი გეგეჭკორი - გეგეჭკორთა გვარის წარმომადგენელები ჩანან პოლიტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში.
ამჟამად გეგეჭკორები ცხოვრობენ ძირითადად ოდიშ - სამურზაყანოში, მრავალად იყვნენ აბაზგეთში და აფშილეთში, არიან მცირე რაოდენობით ვაკე იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლში და შიგნით კახეთში. განსაკუთერბით მრავალად არიან მარტვილის, აბაშის, ზუგდიდდის და გალის რაიონებში. გეგეჭკორები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
საქართველოში გეგეჭკორთა დიდ-პატარის, ქუდოსან - მანდილოსნის საერთო რიცხვი ათას რვაასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გეგეჭკორთა.
ალექსანდრე ნაზღაიძე
„გვარიშვილობა XXI საუკუნეს“ სამეცნიერო - მეთოდური საბწოს წევრი.


გაზეთი "მახარია" №1(6) 2001 წ. გვ.19


წყარო: samegrelo.borbonchia.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი