უკან დაბრუნება
განცხადებები
ფაზის - რიონი
2-08-2016, 00:49
ნანახია: 1928
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამანტი კვირტია

იქნება ზოგმა არც იცის, რომ საქართველოს მეორე დედა მდინარე რიონი წარსულში ფაზისად იწოდებოდა. ის ხომ კავკასიონის უღელტეხილის ფასის მთიდან გამოედინება, გაივლის უძველეს ქალაქ ქუთაისს (ქუთაია) და ქალაქ ფოთთან შეერთვის შავ ზღვას. მთელ ამ ხეობაში ჩამოატარებს იგი თავის დედო მთის -ფასის სახელს. ამ მდინარის შესართავთან ფოთთან ახლოს არსებობდა საქვეყნოდ განთქმული ფაზისის (კოლხეთის) ფილოსოფიური სკოლა, სადაც განათლებას ღებულობდნენ დასავლეთის ქვეყნების სწავლა მოწყურებული ახალგაზრდები - ბერძნები, იტალიელები, ესპანელები და სხვა.
ქალაქს -ფილოსოფიური სკოლის ფასისი სახელი ერქვა. ამ მდინარის ხეობაში გავრცელებულ სანადირო ფრინველს - გარეულ ქათამს (ქილორი) ფაზანი ეწოდებოდა (და ახლაც ამ ფრინველის - ხოხბის ზოოლოგიური სახელწოდებაა ფაზანი). ერთ ადრე გამოცემულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში დაწვრილებით განმარტებულია ამ სიტყვის მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ფაზანის წარმოშობა განაპირობა მდ.ფაზისის ხეობამ, სადაც გავრცელებულია ეს სამონადირეო ფრინველიო. ის მდგომარეობა, რომ მდინარეს, ქალაქს, ფილოსოფიურ სკოლას და მთას ერთგვარი სახელი ეწოდებოდა ერთგვარ უხერხულებას იწვევდა და ყოველნაირად ცდილოდნენ განმასხვავებელი სახელები ეწოდებინათ. იტალიელებმა მას ფასისი ფლუს (ფასის წყალი) უწოდეს (იხ.იტალიური კოლხეთის საეკლესიო რუკა მე-17 საუკ.). ესპანელებმა და პორტუგალიერებმა რიო-დე-ფასის (ფასის მდინარე) დაარქვეს და დროთა განმავლობაში მსაზღვრელი ნაწილი „დე-ფასის“ მთლად ჩამოშორდა და დარჩა ძირითადი რიო, რომელსაც დაერთო ძველ კოლხური წყლის (სველის) აღმნიშვნელი -ნი და გამოვიდა რიონი. რაც დღევანდელი გაგებით ნიშნავს მდინარე წყალს. ესპანური -რიო - მდინარე მსოფლიოს მრავალი მდინარის სახელწოდებაშია და რა გასაკვირია ჩვენშიც ეჩინა თავი. გაიხსენე თუნდაც რიო დე ჟანეიროს - იანვრის მდინარე (ბრაზილიაში), რიო -ნეგრო -შავი მდინარე - ამაზონის მარცხენა შენაკადი. რიო-დე- ორო- ოქროს მდინარე (აფრიკაში) ანდა რიო - გრან-დე-დელ -ნორდე -ჩრდილოეთის დიდი მდინარე - ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა.
ამრიგად, ჩვენებური ფასის წყაროს, ფაზისის თანამედროვე სახელწოდება რიონი მიღებულია ჩქერალი წყლის - მდინარის უცხოური სახელწოდებიდან (რიო).

1977 წელი

მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001წ. გვ251.


წყარო: samegrelo.borbonchia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი