უკან დაბრუნება
განცხადებები
პირველი ქართველი მფრინავი ფოთში
31-07-2016, 17:19
ნანახია: 2548
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვ.გაგუა.

ფოთის ძველ მკვიდრთ კარგად ახსოვთ ქალაქში დატრიალებული უცნაური ამბავი. ყველა მაღლა იყურებოდა და თვალს არ აშორებდა უჩვეულო ფრთოსანს, რომელიც ხმაურით გარემოს აყრუებდა, ხან მაღლა ჰაერში კრავდა კამარას და ხან დაბლა ეშვებოდა. ქუჩაში გამოფენილ მოსახლეობას არასოდეს ენახათ მსგავსი რამ, პატარა ბიჭები, რომლებმაც დასძლიეს შიში, თანდათან გათამამდნენ და მხიარული ჟივილხივილით იქაურობას იკლებდნენ. ქალები კი თვალს მოკრავდნენ თუ არა ფრთებგაშლილ სასწაულიდან ადმიანის გაღიმებულ სახეს, -წარმოუდგებოდათ ზღაპრებში გაგონილი მფრინავი ურჩხულები და შიშით ბუტბუტებდნენ: ღმერთო დაგვიფარე, ეს რა საშინელება მოგვევლინაო და სახლებისაკენ გარბოდნენ.
ეს იყო 1910 წელს, როდესაც ფრენის საქმე ჯერ კიდევ არ იყო ცხოვრებაში ფესვგადგმული. სხვადასხვა ქვეყნის ერთეული ენთუზიასტები შეუპოვრად, საკუთარი სიცოცხლისა განწირვით, დაჟინებით მუშაობდნენ მაღალ სიმაღლზე ადამიანთა გაფრენის საიდუმლოების დაუფლებისათვის. ერთ-ერთ ასეთად სამამულო ავიაციის განვითარების ისტორიაში სამართლიანად ასახელებენ სსრ კავშირის დამსახურებულ მფრინავს ბესარიონ სავლეს ძე ქებურიას.
ჩხოროწყუელი ბავშვი ხშირად ჩაომდიოდა ფოთში ნათესავებთან. ისიც მდგარა ნავსადგურში და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა, ზღვას, სტიქიას, მოხიბლა ზღვის ტალღებში გაჭრილმა გემებმა, მაგრამ გემის კაპიტნობა მაინც არ უნატრია. მას სხვა სტიქია იზიდავდა. ბესარიონს ბავშვობიდანვე ჰაერში ფრენა იტაცებდა ვინ იცის რამდენი ენერგია და ფიქრი შეიწირა ათასგვარმა ნაოსტატარმა, ვიდრე ოცი წლის ჭაბუკი 1900 წელს ბამბუკის მასალისაგან ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავს დაამზადებდა და მაღალი მთის ერთი ქედიდან მეორეზე შორეულ ქედზე გადაფრენას მოახერხებდა, მაგრამ კონსტრუქტორს მიღწეული არ აკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტა რუსეთში გამგზავრება. დიდ გაჭირვების დაძლევის შემდეგ ის მოსკოვშია. რუსეთის ავიაციის მამამ - პროფესორმა ნ.ე. ჟუკოვსკიმ გულთბილად მიიღო და მოეწონა მისი ჩანაფიქრი. საჭიოროებამ მოითხოვა ქებურია პარიზს გამგზავრებულიყო. ნივთიერხელმოკლეობამ ვერ შეაშინა ენთუზიასტი და მალე საფრანგეთში სახელგანთქმული ბლერიოსთან ერთად მუაშობს. ვერც ამან უშველა საქმეს, ამიტომ 1909 წელს ქებურია ისევ საქართველოშია, თბილისში იწყებს მუშაობას, სადაც საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელების შედეგად მოახერხა შორეული ფრენისათვის სრულყოფილი თვითმფრინავის გაკეთება და ოქტომბერში მოაწყო პირველი გაფრენა თბილისის თავზე. შემდეგ კი მისი თვითმფრინავით გადასერა რუსეთის ლაჟვარდიოვანი ცა. იფრინა ხარკოვის, კიევის, ვარშავის, პეტერბურგის, მოსკოვის, ყაზანის, სარატოვის, ბაქოს თავზე. პროგრესიულად მოაზროვნენი ულოცავდნენ გამარჯვებას მამაც მფრინავს, მაგრამ ხელისუფლებანი სხვაგვარად ექცეოდნენ. ვარაშავის გუბერნატორმა იმ მოტივით, რომ ქალაქზე ფრენის დროს მოსახლეობაში მითქმა-მოთქმამ და შიშმა პანიკა გამოიწვია, ქებურია ხუთასი მანეთით დააჯარიმა.
ასეთივე ბედი მოელოდა ქებურიას ფოთშიაც, რადგან ქუთაისის გუბერნატორის მიერ გუბერნიის ტერიტორიაზე ფრენა აკრძალული ჰქონდა. მაგრამ ქალაქის მოსახლეობამ ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნ.ნიკოლაძის მხარდაჭერით ქებურიას ღირესული შეხვედრა მოუწყვეს. დიდძალი ხალხი დაეწრო პირველი ქართველი მფრინავის ლექციას. ქებურიას სათანადოდ მიღებისათვის ფოთში შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა ენთუზიასტისათვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით მოეწყო საჩვენებელი გაფრენები ქალაქის თავზე. ამ მიზნით კუნძულის ტერიტორიაზე (ქალაქის საავადმყოფოს ახლოს) სახელდახელოდ მოაწყვეს აეროდრომი. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ქებურიამ ფრენაჩინებულად ჩაატარა. საჩვენებელი ფრენის დამთავრების შემდეგ ქებურიამ აეროდრომზე შეკრებილთ, ქალაქის მოსახლეობას და პირადად ნ.ნიკოლაძეს მადლობა გადაუხადა კარგი მიღებისა და დახმარებისათვის და მისი თვითმფრინავით ისევ თბილისს გაფრინდა. მას შემდეგ ქებურია მრავალჯერ ჩამოფრინდა ფოთში და ყოველთვის გულთბილ მიღებას იმსახურებდა. მხცოვანი მფრინავი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა 1958 წელს მის მშობლიურ ჩხოროწყუში. ქებურიას დასაფლავებას მრავალი ფოთელი დაესწრო, პატივისცეს ღვაწლმოსილ კონსტრუქტორსა და პირველი ფრინავის ხსოვნას.

გაზეთი "ახალი კოლხიდა" №144 (6481) 4 დეკემბერი 1963 წელი გვ.4

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი