უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის "კოლხეთი" თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნილ გუნდთან დამარცხდა
28-07-2016, 21:29
ნანახია: 1321
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფოთის "კოლხეთი" თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნილ გუნდთან დამარცხდა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მორიგი ამხანაგური მატჩი ამ ქვეყნის სუპერლიგიდან გავარდნილ "სივასსფორთან" გამართა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარიც დაძაბულად წარიმართა და გელა სანაიას გაწვრთნილებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს... მაგრამ მატჩის მიწურულს თურქებმა გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხეს: 77-ე წუთზე პენალტი ზუსტად გამოიყენა ერგინ კელეშმა და "სივასმა" 1:0 მოიგო.
კოლხეთი: ძაგანია, ჟიშკარიანი, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ლუკავა, წურწუმია, შალიკაშვილი, ტუღუში, ჯორბენაძე, ნიქაბაძე.
ამ სპარინგით ფოთელებმა წინასასეზონო შეკრება დადებითი ბალანსით დაასრულეს. გუნდმა თურქეთში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო. გუნდი სამშობლოში გუშინ ღამით გამოემგზავრა, 3 დღე დაისვენებს და 31 ივლისს ფოთში შეიკრიბება.

წყარო: sportall.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი