უკან დაბრუნება
განცხადებები
ნიკოლაძისეული კოშკის რეაბილიტაცია
4-07-2016, 22:38
ნანახია: 1542
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქალაქ ფოთში დაიწყო ნიკოლაძისეული კოშკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება. ნიკოლაძისეული კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და წარმოადგენს უძველეს და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს, ქალაქის ისტორიულ მეხსიერებას.
ფოთის ციხე-სიმაგრის შესახებ მრავალი უცხოელი და ადგილობრივი მოგზაური გვაწვდის ცნობას: ვახუშტი ბატონიშვილი. დ. დადიანი, არქანჯელო ლამბერტი, ჟან- შარდენი, დიბუა დე მომპერე და სხვა. საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ ფოთში თურქებმა ციხე-სიმაგრე ააგეს 1578წ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი აღნიშნავს რომ 1640 წელს იმერეთ გურია-სამეგრელოს გაერთიანებულ ლაშქარს ფოთი თურქებისაგან გაუნთავისუფლებია .
1723-1725 წლებში თურქებს ციხე კვლავ აუშენებიათ.
1828 წელს ფოთი თურქებისაგან განთავისუფლდა. 1858 წელს ფოთი გამოცხადდა სანავსადგურო ქალაქად. 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე II-ს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს, როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. მოშალეს გალავნის კედლის დიდ ნაწილი და მეჩეთი. მთავარ შესასვლელს დააშენეს ორი სართული, რომელიც ბოლოვდებოდა ხის შპილით. და კოშკის კედელზე რუსული იარაღის სადიდებელი წარწერა განათავსეს.
თვითმმართველობის რეფორმის გატარების შემდეგ, ქალაქის თავი გახდა ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ნიკო ნიკოლაძე. 1896 წელს მან კოშკს ევროპული იერსახე მისცა [რატუშა]. მოხსნა ხის ნაწილი, დააშენა ქვის სართულები და ხუთსართულიანი კოშკის ბოლო სართულზე პარიზიდან ჩამოტანილი მექანიკური სამმხრივი საათი [1894წ] და ზარი დაამონტაჟა. ციხე-გალავნის კედლის ნარჩენზე კოშკის მარცხენა მხარეს დააშენა მე-2 სართული , სადაც ცხოვრობდა ნიკო ოჯახის წევრებთან ერთად.
ამ კოშკში ნიკო ნიკოლაძე [1894-1912წწ] მოღვაწეობდა, ცხოვრობდა და მასპინძლობდა ქალაქში ჩამოსულ სტუმრებსა და მეგობრებს...
1933 წელს ფოთში დაარსდა მუზეუმი, რომელმაც ბინა დაიდო ნიკოლაძისეულ კოშკში.
მივესალმებით, რომ ნიკოლაძისეული კოშკი ძველი დიდებით აღსდგება და თავის ადგილს დაიმკვიდრებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და გახდება ქალაქის სახე.
მადლობა ყველას.


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი