უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთში საზღვაო სეზონისთვის შექმნილი სამაშველო სამსახური მუშაობას შეუდგა
8-06-2017, 19:55
ნანახია: 1020
გაუზიარე სტატია მეგობარს



ფოთში საზღვაო სეზონისთვის შექმნილი სამაშველო სამსახური მუშაობას შეუდგა. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 18 კაციანი ჯგუფი აგვისტოს ბოლომდე მალთაყვის, კუნძულისა და ნაბადის სანაპირო ზოლზე განაწილდება. დღეს მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებს ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თვმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ააიპ ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი მიხეილ კილასონია შეხვდნენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა მაშველებს პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. „სამაშველო ჯგუფი სანაპიროებზე გადანაწილდნენ. ზღვის სანაპირო ზოლი 24 საათის განმავლობაში გაკონტროლდება. კატერებითა და სკუტერებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გვეხმარება. სწორედ ამ სააგენტოსთან ერთად ვიმუშავებთ ამ სეზონზე,“ - აღნიშნა მიხეილ კილასონიამ. ფოთის საზღვაო-სამაშველო სამსახური მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი