უკან დაბრუნება
განცხადებები
სად მივიღოთ სწრაფი ფული და სად დავისვენოთ ივნისის თვეში?
22-05-2017, 19:33
ნანახია: 1011
გაუზიარე სტატია მეგობარს


ზაფხულის პირველი თვის დადგომამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და უკვე დროა დაგეგმოთ 2017 წლის პირველი ცხელი არდადეგები.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიით გიამბობთ იმის შესახებ თუ სად ღირს დასასვენებლად წასვლა წელიწადის ამ დროს.
თუ ივნისში ზღვაზე დასვენების სურვილი გაქვთ, მაშინ კარგი ვარიანტი იქნება:
საბერძნეთი - ივნისში აქ ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსია, წყლის ტემპერატურა კი 22.
წელიწადის ამ დროს საბერძნეთში დასვენება კარგი იდეა გახლავთ იმ მიზეზითაც, რომ საგზურისა და ადგილობრივი კურორტების სერვისების ფასები ჯერ კიდევ დაბალია.
თურქეთი - ივნისის თვეში თურქეთში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე თბება, წყლის ტემპერატურა კი 23 გრადუსს აღწევს.
საბერძნეთის მსგავსად, ივნისის თვეში დაბალი ფასებით გამოირჩევა თურქული სასტუმროებიც.
ტუნისი- ამინდი აქაც საოცარი გელით, რადგან ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი გახლავთ, წყლის ტემპერატურა კი 24.
გარდა ამისა ტუნისი საკუთარი ეგზოტიკურობითაც მოგხიბლავთ.
ამინდის მხრივ, ივნისში კარგ პირობებს შემოგთავაზებთ ესპანეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო და კვიპროსიც.
იმ შემთხვევაში თუ შვებულების დაგეგმვისას ზღვასა და პლაჟს პრიორიტეტულ ადგილს არ უთმობთ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ:
2-დან 5 ივლისამდე პერიოდში, ბერლინში კულტურის კარნავალი იმართება.
აღნიშნული ფესტივალი 1995 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება და განთქმულია მუსიკალური და საცეკვაო აქტივობებით.
იმ შემთხვევაში გართობის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით, მაშინ ივნისის პირველ კვირაში შვებულების დაგეგმვა და გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთის შეძენა, თქვენი მხრიდან აუცილებლად იქნება სწორი გადაწყვეტილება.
23 ივნისს ესპანეთში იმართება სან ხუანის ფესტივალი. ეს გახლავთ წელიწადის ყველაზე მოკლე ღამის აღნიშვნის ესპანური მეთოდი. ის ყოველწლიურად იმართება 23 ივნისს და 24 ივნისამდე გრძელდება.
29 ივნისს კი ბელგიაში სტარტს იღება როკ ფესტივალი RoCkWerchter, რომელიც 2 ივლისამდე გრძელდება.
RoCkWerchter გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 1976 წლიდან იმართება. მისი მუდმივი ლოკაცია გახლავთ სოფელი ვერხტერი.
მელომანების შეფასებებს თუ დავუჯერებთ, წლევანდელი RoCkWerchter-ის ლაინაფის გამოტოვება უბრალოდ არ ღირს.
იმ შემთხვევაში თუ ფულის ნაკლებობას განიცდით, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს. Vivusge-ში სესხის მაქსიმალური ლიმიტი 1200 ლარამდე გაიზარდა, სწრაპი სესხის გაცემის პროცედურები კი ძველებურად სწრაფი და კომფორტულია.
თანხის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ vivus-ის ოფიციალურ ვებგვერდს, მოითხოვოთ სესხი ონლაინ რეჟიმში და სწრაფ ფულს რამდენიმე სუთში მიიღებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაVivus-მა სესხების საკომისიოც შეამცირა და სწრაფ ფულს უკვე 5,4%-ში გასცემს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი