უკან დაბრუნება
განცხადებები
როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?
10-04-2017, 18:39
ნანახია: 1611
გაუზიარე სტატია მეგობარს


უკვე ორი ათას წელზე მეტია რაც წელიწადში ერთხელ, ქრისტიანები ერთმანეთს ესალმებიან ფრაზით „ქრისტე აღსდგა“. პასუხად კი იღებენ სიტყვას „ჭეშმარიტად“.
აღდგომის დღესასწაული, ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის მკვდეთით აღდგომას უკავშირდება და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს.
აღდგომის იდეა ყველასთვის საერთოა, თუმცა ამ დღესასწაულს ყოველი ქვეყანა სხვადასხვაგვარად აღნიშნავს.
უცხოელი ქრისტიანების სააღდგომო ტრადიციებისა და დღესასწაულის აღნიშვნის თავისებურებების შესახებ, დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ.
და სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავალთ, შეგახსენებთ, vivus 4finance-ში swrafi sesxebi სულ რაღაც 5,4%-ში გაიცემა. სესხის გადავადების შემთხვევაში კი საკომისიო მხოლოდ 0,3%-ით იზრდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია vivus-ის ექსპრეს სესხის ვადებისა და პროცენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სესხის ონლაინ განაცხადის გაკეთებისას.
ახლა კი სხვა ეროვნების ქრისტიანების სააღდგომო ტრადიციების შესახებ გიამბობთ.
სააღდგომო ტრადიციები ინგლისში.
დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილისთვის, აღდგომა უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულია ვიდრე ახალი წელი.
ინგლისის სკოლები სააღდგომო პერიოდში ორი კვირით იხურება.
აღდგომის წინ იმართება სადღესასწაულო წირვა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება.
წირვის შემდეგ, ინგლისელები ერთმანეთს დიდებულ დღესასწაულსა და ახალი ცხოვრების დასაწყისს ულოცავენ.
ინგლისური აღდგომის ტრადიციების ნაწილი გახლავთ სააღდგომო კულიჩი, რომელიც ჩვენებური პასკის ბრიტანული ვარიანტია.
სააღდგომო ტრადიციები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აღდგომა დღეს ამერიკელები აუცილებლად მიდიან ეკლესიაში, სადაც იმართება იესოქრისტეს სადიდებელი ღვთისმსახურება.
აღნიშნულ საეკლესიო ცერემონიას თან ახლავს გუნდური გალობა, რომელიც აღდგომის დღესასწაულს ეძღვნება.
ტრადიციული ამერიკული სააღდგომო სადილი მოიცავს: ანანასს, კარტოფილს, ხილის სალათს და ბოსტნეულს.
ბავშვები საჩუქრად იღებენ კალათებს „სააღდგომო კურდღლისგან“. აღნიშნული კალათა სავსეა სააღდგომო კვერცხებით, შოკოლადებითა და კანფეტებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია სააღდგომო თამაში. ამ თამაშის წესების თანახმად სააღდგომო კვერცხებს ბალახზე აგორებენ. ვისი კვერცხიც უფრო შორს გაგორდება, სწორედ ის არის გამარჯვებული.
ყველაზე დიდი და მასშტაბური სააღდგომო თამაში ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში იმართება. ამ დღეს აქ ასობით ბავშვი მიდის თავისი კალათით და მკვეთრ ფერებში მოხატული კვერცხების შორ მანძილზე გაგორებაში ეჯიბრება სხვებს.
სააღდგომო ტრადიციები პოლონეთში.
პოლონელები აღდგომას ორი დღის განმავლობაში ზეიმობენ.
ტრადიციის თანახმად, ამ დღესასწაულზე ოჯახის ყველა თაობა ერთ სახლში იკრიბება.
დღესასწაულის აღნიშვნას იწყებენ ლოცვით.
სადღესასწაულო საუზმე მოიცავს ნაკურთხ პასკას, კვერცხსა და ხორცეულს.
აღდგომის მეორე დღეს პოლონელები „სველ ორშაბათს“ უწოდებენ.
ამ დღეს ისინი ერთმანეთს დიდი რაოდენობით წყალს ასხამენ, მაგრამ არავინ წუწუნებს და არც არავინ გამოთქვამს საყვედურს, რადგან ეს სააღდგომო ტრადიციების ნაწილია.
პოლონელებს სწამთ, რომ წყალს ჯანმრთელობა, იღბალი და მოგება მოაქვს.
სააღდგომო ტრადიციები ავსტრალიაში.
ავსტრალიელებს აღდგომის დღესასწაულზე ოთხი დღის განმავლობაში აქვთ არდადეგები. დასვენების დღეები აქ წითელ პარასკევს იწყება.
ასეთი ხანგრძლივი უიქენდი ავსტრალიელებისთვის ქალაქგარეთ გასვლის, მინი-შვებულების მოწყობისა და ოჯახთან ერთად დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა.
სააღდგომო პერიოდში ავსტრალიაში ხშირია ოჯახური ღონისძიებები. მაგალითად: ქორწილი, ნათლობა, იუბილე და ა.შ.
პოპულარული სააღდგომი ტკბილეული კი ავსტრალიაში შოკოლადის ან შაქრისგან დამზადებული კვერცხები გახლავთ.
აღდგომის სიმბოლო ავსტრალიერებისთვის არის ადგილობრივი ცხოველი ბიბლი.
სააღდგომო ტრადიციები ბულგარეთში.
ბულგარულების სააღდგომო ტრადიცია ქართულისა და უკრაინულის მსგავსია.
ისინიც ჩვენს მსგავსად ეჯიბრებიან ერთმანეთს კვერცხების მტვრევაში.
სააღდგომო ტრადიციები შვედეთში.
შვედეთში აღდგომა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური დღესასწაული როგორც ახალი წელი, თუმცა სკოლებში მის აღნიშვნას ერთი კვირით ადრე იწყებენ.
ამ პერიოდში, სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილი ხდება საუბარი იესოქრისტეს შესახებ.
შვედი ქრისტიანები სააღდგომოდ სახლებს ყვითელ, მწვანე და თეთრ ფერებში რთავენ.
სააღდგომო სუფრა შვედეთში თითქმის ისეთივეა, როგორიც მათი საახალწლო სუფრა. განსხვავება მხოლოდ ერთია, აღდგომის დღესასწაულზე სუფრა უფრო მეტ ტკბილეულს მოიცავს.
სააღდგომო კვერცხებს მუყაოსგან ამზადებენ და მასში კანფეტს ათავსებენ.
სააღდგომო ტრადიციები გერმანიაში.
გერმანელები აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას წითელ პარასკევს იწყებენ.
ამ დღეს ისინი აუცილებლად მიირთმევენ თევზს და არავითარ შემთხვევაში არ მუშაობენ. უქმე დღეა აღდგომის წინა დღეც.
აღდგომის წინა საღამოს გერმანელები ანთებენ დიდ სააღდგომო კოცონს. ეს გახლავთ ზამთრის დასასრულისა და ყველა უსიამოვნო შეგრძნების დაწვის სიმბოლო.
აღდგომის დილას, მთელი ოჯახი ერთად საუზმობს. მშობლებს ბავშვებისთვის გადამალული აქვთ კალათები, რომლებშიც ტკბილეული და საჩუქრებია მოთავსებული.
„სააღდგომო კურდღელმა თქვენთვის კალათები დამალა და უნდა იპოვოთ“ - ეუბნებიან გერმანელ პატარებს საუზმის შემდეგ და ისინიც დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ეძებენ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ტკბილეულსა და საჩუქრებს.
დღის მეორე ნახევარში, ოჯახი სტუმრებს იღებს ან თავად მიდიან სტუმრად და ნათესავებთან ან მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს.
სააღდგომო ტრადიციები იტალიაში.
აღდგომა დღეს რომის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი იყრის თავს. მათი შეკრების მიზეზი რომის პაპის მილოცვის მოსმენაა.
იტალიაში, მთავარი სააღდგომო კერძი ცხვრის ხორცისგანაა დამზადებული.  სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს კოლომბა, რაც პასკის იტალიური ნაირსახეობა გახლავთ.
აღდგომის მეორე დღეს იტალიელებს უყვართ პიკნიკზე წასვლა. სადაც ისინი მეზობლებთან ან მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს.
სააღდგომო ტრადიციები საფრანგეთში.
საფრანგეთში აღდგომა გახლავთ ოჯახური დღესასწაული.
ფრანგები აწყობენ ოჯახურ სუფრებს, რომლებსაც თან ახლავს ტრადიციული ლოცვები და საჩუქრები.
აღდგომას ყველა ფრანგი, აუცილებლად მიდის ეკლესიაში.
კვირა დილით, მშობლები ბავშვების ოთახებში მალავენ შოკოლადის კვერხს ან კვერცხებს, რომლებიც პატარებმა უნდა იპოვონ. ეს ძალიან ძველი და მხიარული ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
აღდგომის სადღესასწაულო სუფრაზე მთავარი კერძია შემწვარი წიწილა. დესერტად კი შოკოლადის ნამცხვარს მიირთმევენ.
სახლებს რთავენ წითელი ლენტებითა და გირლიანდებით.
ფრანგებისთვის აღდგომის მთავარ სიმბოლოდ ითვლება ზარი. დღესასწაულის პერიოდში მისი ხმა ყველგან ისმის და ეს ხმა საფრანგეთში დღეგრძელობისა და მხიარულების სიმბოლოდ ითვლება.
სააღდგომო ტრადიციები საბერძნეთში
საბერძნეთში აღდგომა საყოველთაო დღესასწაულად ითვლება და მას ეკლესიურად აღნიშნავენ.
აღდგომის წინა კვირა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ბერძნებისთვის, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული.
მთელი კვირის განმავლობაში ტარდება საეკლესიო ღვთისმსახურება, რომელსაც ყველა მართმადიდებელი ესწრება.
წითელ პარასკევს მორწმუნეები აწყობენ მსვლელობას.
შაბათს იმართება ყველაზე მნიშვნელოვანი სააღდგომო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც მორწმუნეები სიბნელეში სანთლებს ანთებენ. ეს ძალზედ ამაღელვებელი სანახაობაა, რადგან თავიდან ტაძარში მხოლოდ ერთი სანთელი ანთია და სწორედ ამ სანთლიდან აღებული ცეცხლით ინთება ეტაპობრივად ყველა სანთელი.
შუაღამისას, აღდგომის დადგომისთანავე სანთლებს ფეიერვერკი ანაცვლებს და ამ დროს მთელ საბერძნეთში ისმის ბედნიერი წამოძახილები. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი