უკან დაბრუნება
განცხადებები
ბერეზმანის ეფექტი - სიძუნწე ადამიანს აღარიბებს
17-02-2017, 12:43
ნანახია: 1319
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბერეზმანის ეფექტი - სიძუნწე ადამიანს აღარიბებს

„სიძუნწე ადამიანს აღარიბებს“ - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელსაც ცნობილი პროფესორი მარკ ბეზერმანი MBA-ს სტუდენტებს უტარებს.

საკუთარი მოსაზრების თვალსაჩინოებისა და მართებულობის პრაქტიკული დამტკიცებისთვის პროფესორი სტუდენტებთან ატარებს აუქციონს.
აღნიშნულ აუქციონზე გასაყიდად გამოდის 20 დოლარიანი კუპიურა.
იწყება ვაჭრობა და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ 20 დოლარი მინიმუმ ერთ დოლარად შეიძინონ.
მაქსიმუმი თანხა განსაძღვრული არ არის, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც სტუდენტმა ის 204 დოლარად შეიძინა.
ბერეზმანის აუქციონის წესების თანახმად, ფულის გადახდა უწევს არა მხოლოდ გამარჯვებულს არამედ მეორე ადგილზე გასულ სტუდენტსაც.
მაგალითად, თუ 20 დოლარიანი 16 დოლარად გაიყიდა, ფულს იხდის ისიც ვინც მზად იყო კუპიურაში 15 დოლარი გადაეხადა.
მსგავსი აუქციონი ბერეზმანმა ერთ-ერთ სემინარზე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დირექტორებსაც ჩაუტარა და იქაც იგივე შედეგი მიიღო.
მეორე ადგილზე გასვლისა და ფულის არაფერში გადახდის შიშით პოზიციებს თავის დროზე არავინ თმობდა.
აუქციონის ფსონების 21 დოლარს გადაცილების შემდეგაც, ყველა ცდილობდა 20 დოლარიანის მყიდველი გამხდარიყო და საკუთარი დანაკარგი 20 დოლარით შეემცირებინა.  შედეგად კუპიურას იმაზე უფრო ძვირად ყიდულებდენ ვიდრე მისი ფასია.
პროფესორის განმარტებით ადამიანებს ჯერ ფულის შოვნის მარტივი მეთოდი იზიდავთ, შემდეგ კი დანაკარგის შემცირების მიზნით ბრძოლას აგრძელებენ და ხშირად კარგავენ იმაზე მეტს ვიდრე წარმოედგინათ.
ბერეზმანის ამ მაგალითის მეშვეობით ხსნიან ფსიქოლოგები საფონდო ბირჟასა და კაზინოში ფულის დაკარგვის ფაქტებსაც. ფულის დაკარგვის შიშით მოთამაშეები რისკზე მიდიან და ხშირშემთხვევაში კარგავენ იმაზე მეტს ვიდრე რისკის გაწევამდე უნდა დაეკარგათ.
მარკ ბერეზმანის სტიდენტები კი მართალია კარგავენ ფულს, მაგრამ ყოველი მათგანისთვის პროფესორის მიერ ჩატარებული პრაქტიკული გაკვეთილი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.
„დაკარგვის შიშს უფრო დიდ დანაკარგებამდე მივყავართ. დააფიქსირეთ ზარალი იმ დროს, როცა ის მინიმალურია“ - ამ შინაარსის დარიგებას აძლევს მარკ ბერეზმანი საკუთარ აუდიტორიას აუქციონის დასრულების შემდეგ.
და მართლაც, ბერეზმანის ყველა სტუდენტმა იცის, სიძუნწე ხშირად ხდება დამარცხების მიზეზი.
20 დოლარიანი კუპიურის აუქციონის შემდეგ ისინი ხვდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროულად შეჩერება და ემოციების კონტროლი.
მარკ ბერეზმანის გაკვეთილის გათავისება არც სხვა ადამიანებს აწყენთ და გირჩევთ თქვენც მიიღოთ პროფესორის რჩევა. შეეგუეთ გარდაუვალ დანაკარგებს და ნუ წახვალთ გაუმართლებელ რისკზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აუქციონიდან შემოსულ თანხას პროფესორი ქველმოქმედებაში ხარჯავს.
და ბოლოს, შეგახსენებთ, მცირე ფინანსური პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა გახლავთ ონლაინ სესხები. მათ შორის საუკეთესო ალტერნატივას კი წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი vivus ge.
სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი