უკან დაბრუნება
განცხადებები
ახალი წლის შემდეგ ორგანიზმის განტვირთვის მეთოდები
3-01-2017, 17:01
ნანახია: 1271
გაუზიარე სტატია მეგობარს


ახალი წლის შემდეგ ორგანიზმის განტვირთვის მეთოდები

ახალი წლის დღეებში გაუთავებელი ქეიფი და მძიმე კერძები ჭარბი წონისა და ორგანიზმისთვის დისკომფორტის წყარო ხდება.
ამ პრობლემისთვის თავის არიდებას თითქმის ვერავინ ახერხებს და ეს ფაქტი განწყობის გაფუჭების მიზეზიც ხშირად ხდება.
იმისათვის რომ ორგანიზმს ჯანსაღი მდგომარეობა დავუბრუნოთ და ზედმეტ კილოგრამებსაც დავემშვიდობოთ საჭიროა განტვირთვის დღეების მოწყობა.
Vivus.ge-ს ბლოგი დღეს ორგანიზმის განტვრთვის დიეტოლოგთა მიერ რეკომენდირებულ რამდენიმე მეთოდს შემოგთავაზებთ, რომლებიც საახალწლო სუფრების მიერ შექმნილ პრობლემებს მოგიგვარებთ.
ორგანიზმის განტვირთვის მეთოდი N1 - კეფირის დღეები.
პირველ დღეს მიიღეთ 1,5 ლიტრი კეფირი.
შეარჩიეთ 1,5% ცხიმის შემცველობის პროდუქტი, გაანაწილეთ 6-ად და მიირთვით ყოველ 2 საათში ერთხელ.
გაითვალიწინეთ, თქვენს მიერ შერჩეული კეფირი არ უნდა შეიცავდეს შაქარს, კრახმალს ან ხილის დანამატებს.
მეორე დღეს იგივე შემცველობის კეფირს დაუმატეთ ხაჭო.
საუზმეზე მიირთვით 100 გრამი ხაჭო და ერთი ჭიქა კეფირი. შეგიძლიათ აღნიშნულ ულუფას ერთი ჩაის კოვზი თაფლიც დაუმატოთ.
3 საათის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი.
კიდევ 3 საათის შემდეგ - 50 გრამი ხაჭო და ერთი ჭიქა კეფირი. შეგიძლიათ ეს ორი პროდუქტი ბლენდერით აურიოთ ერთმანეთში.
მომდევნო სამი საათის შემდეგ დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა კეფირი.
ვახშამზე (ისევ სამი საათის გასვლის შემდეგ) - მიირთვით 50 გრამი ხაჭო და ერთი ჭიქა კეფირი.
ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი.
მესამე დღეს მოიწყვეთ ვაშლის დღე. დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ 1,5 კილოგრამი ვაშლი. იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე გემო მოგბეზრდებათ შეგიძლიათ ვასლი მოხარშოთ ან უცხიმოდ შეწვათ.
მეოთხე დღეს მიირთვით 500 გრამი ჩირი ან 5-6 ცალი ბანანი. ასევე 1 ლიტრი მინერალური წყალი გაზის გარეშე.
მეხუთე დღეს - 200 გრამი ხორბლის ფაფა მარილისა და შაქრის გარეშე. დღის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრი წყალი.
ბოლო დღეს მოიწყვეთ ე.წ. იაპონური დღე. მოხარშეთ 150 გრამი ბრინჯი შაქრისა და მარილის გარეშე, გაყავით 5 ნაწილად და მიირთვით ყოველ 3 საათში ერთხელ. დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე კი შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ცალი ვაშლი.
დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, აღნიშნული მეთოდით ორგანიზმის განტვირთვა შეიძლება მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ.
ორგანიზმის განტვირთვის მეთოდი N2 - რძის დღეები.
ეს დიეტა არ იწვევს შიმშილის გრძნობას და შეიცავს დაახლოებით 1,300 კილოკალორიას, ამიტომ მისი გაკეთება რთული არ გახლავთ.
დიეტის განმავლობაში ყოველ ორ საათში უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე. ასევე საუზმესა და ვახშამზე უნდა მიირთვათ 1 ცალი მოხარშული კვერცხი, სადილზე 200 გრამი კარტოფილის პიურე.
ორგანიზმის განტვირთვის მეთოდი N3 - წვნიანის დღეები
დიეტოლოგების განცხადებით 3-5 დღე ბოსტნეულის წვნიანის დიეტაზე ყოფნა 3 კილოგრამის მოკლების საუკეთესო მეთოდია.
მოამზადეთ მაქსიმალურად მცირე რაოდენობით მარილისა და ცხიმის შემცველი წვნიანი. გაყავით 5-6 ნაწილად და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. წვნიანთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ 1 ლიტრი მინერალური წყალი.
და ბოლოს, გირჩევთ დაკავდეთ სპორტით, რაც ორგანიზმის გაჯანსაღებისა და ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
სატრენაჟორო დარბაზისა და სპორტული ინვენტარის შესაძენი თანხა კი შეგიძლიათ მიიღოთ vivus ge -სგან, სადაც პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი