უკან დაბრუნება
განცხადებები
როგორი იქნება 2017 წელი , მამლის წელში დაბადებული ადამიანებისათვის
31-12-2016, 23:25
ნანახია: 1481
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამლის წელში დაბადებული ადამიანები, ამბიციურები, კარიერისტები და ამაყები არიან. მათთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული, ტრაბახისკენ მიდრეკილება და უკომპრომისობა. ამ ადამიანებს, ერთი შეხედვით უძლეველის იმიჯის მიუხედავად, გასაოცარი გულუბრყვილობა და ბავშვური ეგოიზმი ახასიათებთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მათ გააჩნიათ, სხვათა გრძნობების უგულვებელყოფაში მდგომარეობს. მამლების უმრავლესობას, დიდად არ ადარდებთ რას განიცდიან გარშემომყოფები, ან თუ მაინც ადარდებთ, მათი მხრიდან ეს დაინტერესება ძალზე ზედაპირული ხასიათისაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს თვისება უღობავთ ხშირად გზას მამლებს კარიერაში, სხვა შემთხვევაში, მამლისგან უდაოდ დიდი პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე დადგებოდა. მამალებს მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საამისოდ ბევრი მათგანი ჩაცმის უჩვეულო სტილს ან ორიგინალურ ვარცხნილობასაც კი მიმართავს. მაგრამ მიუხედავად ასეთი ეპატაჟურობისა, გულის სიღრმეში მამალი კონსერვატორია. მას ღრმად სწამს რომ ყოველთვის მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს. იგი არავის ენდობა ბოლომდე საკუთარი თავის გარდა. თუმცა ვერასოდეს სძლევს ცდუნებას, რჩევა -დარიგებები გულუხვად არიგოს წინ და უკან. ძალიან ხშირად, მამალი მხოლოდ ოცნებობს ბრწყინვალე მომავალზე, გრანდიოზულ პროექტებზე, ამ დროს კი საკუთარი სახლის ზღურბლიდან ფეხი ვერ გაუნძრევია. მიუხედავად ასეთი სიზარმაცისა, მამალი არ არის მშიშარა ადამიანი, თუმცა მისი სიმამაცე მხოლოდ აუცილებლობითაა ყოველთვის გამოწვეული. იგი იმდენად გულადია, შეუძლია სახეზე ღიმილის მოუშორებლად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს, ამიტომ ამ ადამიანებისგან ძალიან კარგი სამხედრო სფეროს ან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გამოდიან. მან უნდა გააკონტროლოს მიდრეკილება იტრაბახოს ყველგან და გასცეს დაპირებები, რომელსაც შესრულება არ უწერია. ნაკლებად შეეჭიდოს ისეთ საქმეს რაც მის ძალებს აღემატება და იცხოვროს დღევანდელი დღით, ნაცვლად იმისა რომ გამუდმებით ისაუბროს წარსულის დიდებაზე. მამლის წელში დაბადებულ ადამიანებს, მხოლოდ მუყაითი შრომით შეუძლიათ ქონების დაგროვება და ფინანსური სტაბილურობის მოპოვება, ამიტომ მამალმა თანდაყოლილი სიზარმაცის და ბაქიბუქობისკენ მიდრეკილება მაქსიმალურად უნდა დაძლიოს, თუ უნდა რომ სამომავლოდ კარგ კარიერასთან ერთად სოციალური მდგომარეობაც აიმაღლოს. ამ ადამიანებს აქვთ უნარი, ფული ერთი შეხედვით „მკვდარი“ პროექტებიდანაც კი ამოქაჩონ, ამიტომ მათ ეს თვისება სარფიანად და გონივრულად უნდა გამოიყენონ.


ვერძი მამალი - მამლის წელში დაბადებული ვერძი, მებრძოლის ხასიათის გაორმაგებული თვისებებით გამოირჩევა. მარსის ენერგიას, რომელსაც ვერძებს მმართველი პლანეტა ანიჭებს, მამლის შეუპოვრობა და აზარტულობა ემატება. რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო ინდივიდს აყალიბებს. ამ ადამიანს საკმარისი მოხერხებულობა და მიზანსწრაფულობა გააჩნია საიმისოდ, რომ ნებისმიერს საქმეში უკან ჩამოიტოვოს საკუთარი კონკურენტები, თუმცა ადამიანების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მას სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ მეგობრული დამოკიდებულება იქონიოს ყველასთან და მეტოქეები მოკავშირეებად აქციოს.

კურო მამალი - ეს ადამიანი, დაბადებიდან არისტოკრატის გარეგნობით და მანერებით გამოირჩევა. არ აქვს მნიშვნელობა, იგი უბრალო მუშაა თუ რომელიმე კორპორაციის დირექტორი, მისი თავადური მანერები ნებისმიერ შემთხვევაში თვალშისაცემი იქნება გარშემომყოფთათვის. კურო-მამალი პირად ურთიერთობებში სტაბილურობით გამოირჩევა, ამ ადამიანს საკმაოდ ადვილად გადააქვს სირთულეები და ძალა შესწევს ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდას, ღირსეულად გაართვას თავი.

ტყუპები მამალი -მრავალმხრივი, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ხასიათის მქონე ნატურაა. ტყუპი-მამალი ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას, პასუხისმგებლობას და ჩარჩოებს, ამიტომ ეს ადამიანები ადრეული ასაკიდან ტოვებენ მშობლიურ სახლს ან თუ მაინც ცხოვრობენ იქ, ეს მათთვის მხოლოდ ღამისთევის ადგილია. ტყუპ-მამალს უყვარს რამდენიმე საქმის ერთად კეთება,თუმცა ხშირ შემთხვევაში მას არც ერთი პროექტი არ მიყავს ბოლომდე და მისი დაწყებული საქმეების დამთავრება, გაცილებით უფრო გაწონასწორებულ და თანმიმდევრულ ადამიანებს უწევთ.

კირჩხიბი მამალი - მამლის თვისებები, სიმშვიდის მოყვარულ კირჩხიბს ზედმეტად ცნობისმოყვარე და პრეტენზიულ ნატურად აყალიბებს. კირჩხიბ-მამალს უყვარს სხვის ცხოვრებაში ჩარევა, „კომპეტენტური“ რჩევების მიცემა და ხშირად ამის გამო ათასგვარი სახის გაუგებრობაში გახვევა. კირჩხიბი მამალი ტრაბახა ადამიანია. მას უბრალოდ არ შეუძლია რომ არ იამაყოს საკუთარი მიღწევებით, თუნდაც ეს მიღწევები უმნიშვნელო იყოს. იგი იშვიათად გამოირჩევა ემოციური სიმყარით, თუმცა მონდომების შემთხვევაში მას შეუძლია ერთი პარტნიორის ერთგულიც იყოს.

ლომი მამალი - მამლის წელში დაბადებული ლომი, როგორც წესი საკმაოდ მოქნილი და წინდახედული პიროვნებაა. ლომ-მამალს შეუძლია საკუთარ თავს შორსმიმავალი კარიერული გეგმები დაუსახოს და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშუროს შემდგომში. ამ ადამიანს გააჩნია ძლიერი ნებისყოფა და გამძლეობა, რაც საშუალებას აძლევს მას რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოს და მაღალი სოციალური მდგომარეობა მოიპოვოს.

ქალწული მამალი - მამლის წელში დაბადებული ქალწული, მიზანსწრაფული და პრინციპული პიროვნებაა. ამ ადამიანმა ყოველთვის კარგად იცის თუ რა უნდა ცხვრებაში და საკუთარი მიზნების მისაღწევად გზასაც ადვილად პოულობს. ქალწული-მამალი იშვიათად მოქმედებს მარტო, მას ოსტატურად შეუძლია გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბოს და სხვების დახმარებით განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი.

სასწორი მამალი - თანდაყოლილი დიპლომატიის წყალობით, სასწორი-მამალი როგორც წესი ყველთვის საჭირო პერსონაა საზოგადოების მაღალ წრეებში. სასწორის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი უკონფლიქტო ბუნების გამო, ეს ადამიანები იშვიათად ავლენენ აგრესიას ვინმეს მიმართ, თუმცა თუკი მათ თავმოყვარეობას შეეხებით, მამლის თვისებები იჩენს თავს და სასწორი-მამალი თავდაცვის რეჟიმიდან, თავდასხმის რეჟიმზე გადავა.

მორიელი მამალი - დაბადებიდანვე გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით და ამტანობითაა დაჯილდოვებული. მორიელი-მამალი ბუნებით მაძიებელია, მას აქვს უნარი ხანგრძლივი დროის მანძილზე უკაკუნოს ერთი და იგივე ადგილს ნისკარტი, მანამ სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს. მისი ბრძოლისუნარიანობა, შეუპოვრობა და შრომისუნარიანობა უსაზღვროა. აქედან გამომდინარე ეს ადამიანი, ყოველთვის აღწევს ცხოვრებაში დასახულ მიზანს.

მშვილდოსანი მამალი - ბუნებით ინდივიდუალისტი მშვილდოსანი მამალი, უზადო ორატორული ნიჭით გამოირჩევა. ამ ადამიანს უყვარს სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ დისკუსიებში მონაწილეობა, სიტყვით გამოსვლა და საერთოდ საზოგადოების წინაშე საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით თავის მოწონება. ფიზიკური შრომა, როგორც ასეთი ამ ადამიანს არც უყვარს, არც დიდად ეხერხება. აქედან გამომდინარე, თუკი იგი იძულებული ხდება, თავის გასატანად ფიზიკურად იშრომოს, პირქუში და ენამწარე ხდება.

თხის რქა მამალი -ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა, რომელიც უშიშარ, მიზანსწრაფულ და პრინციპულ ინდივიდს აყალიბებს. თხის რქა-მამალი კარგად ფლობს სხვების დარწმუნების ხელოვნებას, რაც ხშირად ეხმარება მას იმაში რომ კარგი იურისტი ან ადვოკატი გახდეს. ამას გარდა მისი ნიჭი, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოს, მასში ბიზნესმენის ან პოლიტიკოსის ალღოსაც აღვივებს. ამას დავუმატოთ თხის რქისთვის დამახასიათებელი კარიერიზმი და შედეგად მივიღებთ წარმატებულ ადამიანს, რომელიც ყოველთვის იღებს იმას რაც ჩაიფიქრა.

მერწყული მამალი - ამბიციური და ნოვატორი მერწყული-მამალი, ყოველთვის ეძებს გზას საკუთარი ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. ამ ადამიანს აქვს გასაოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებით. მათ შორის ბევრი ილუზიონისტი, მისტიფიკატორი და მაგი იბადება. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, მისი იდეები და მუშაობის სტილი შესაძლოა ბევრისთვის აფსოლუტურად გაურკვევლი და უცნაური იყოს, თუმცა შედეგი რომელსაც ეს ადამიანი აღწევს ყოველთვის იწვევს აპლოდისმენტებს და აღფრთოვანებას საზოგადოების მხრიდან.

თევზები მამალი - დიპლომატი, მშვიდობისმოყვარე და მეგობრულია. თუმცა, სხვა თევზებისგან განსხვავებით, იგი საკმაო ამბიციურობით გამოირჩევა აქედან გამომდინარე, თევზი-მამალი ხშირად ახერხებს შესანიშნავი კარიერა გაიკეთოს და საზოგადოებაში დამსახურებისამებრ იბრწყინოს. მას არ ახასიათებს ზედმეტი სიმოცრხვე ან მოკრძალებულობა, თუმცა არც მომაბეზრებელი საქციელი სჩვევია. ამ ადამიანმა იცის საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მიღწეული ხანგრძლივად შეინარჩუნოს.

წყარო; astrologi.ambebi.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი