უკან დაბრუნება
განცხადებები
ალექსანდრე დიუმა: -
30-12-2016, 11:47
ნანახია: 2164
გაუზიარე სტატია მეგობარს


ალექსანდრე დიუმა: ქართველები უნაკლო ხალხია ყველა საუკეთესო თვისებით

ბესიკ ფიფია


სამეგრელოს ტალახი


"…ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით სურამის თოვლისა და სამეგრელოს ტალახის შესახებდა, ჩემდა საუბედუროდ, მათ გასაცნობად გავემგზავრეთ". დიუმა მუქ ფერებში აღწერს ფოთს, სადაც ოდესღაც არგონავტებმა ჩაუშვეს ღუზა. "არ ვიცი, იაზონის დროს მარსის მოედანი როგორი იყო, მაგრამ ახლა — ესაა ჭაობი, მოლივლივე ტალახი, რომელშიც სამუდამოდ ჩაძირვა გემუქრება, თუ თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში ერთ ადგილზე დარჩები". ფოთის მოუვლელობასა და კეთილმოუწყობლობას დიუმა სრული ირონიით აღწერს: "დოლის ბრაგუნი გაისმა. ვიღაცა საცოდავი განცხადებას ყვიროდა, ვერ ვიტყვი, რომ ყოველ გზაჯვარედინზე - ფოთში არც ერთი არ არის, ვერ ვიტყვი, აგრეთვე, რომ ყოველი ქუჩის კუთხეში, ქუჩებიც არაა, ყვიროდა ყოველი სახლის წინ. სახლი კი თხუთმეტამდე თუ იქნება. ამიტომაც შემოვლა ხანმოკლე იყო. დოლს უბრაგუნებდა და განცხადებას კითხულობდა, რასაც დოლის ხმაზე გამოსული მცხოვრებლები მეტად გულგრილად უსმენდნენ… სანამ იგი ტალახში შეუჩერებლივ დადიოდა, კიდევ არა უშავდა… მაგრამ საკმარისი იყო მოქადაგე გაჩერებულიყო, რომ იგი თანდათან ტალახში ჩაძირვას იწყებდა; საბოლოოდ მთლიანადაც ჩაიძირებოდა და დაიხრჩობოდა, რომ არა დოლი, რომელიც მას ამაში ხელს უშლიდა".

გოდება ნოტებით


ალექსანდრე დიუმა:  - შემთხვევის წყალობით დიუმა ფოთში დაკრძალვის მომსწრე აღმოჩნდა: "მოულოდნელად მდინარის მხრიდან უცნაური ხმები მომესმა, რაც არ ჰგავდა არც მწუხარების გამოხატვას და არც სასოწარკვეთილ ყვირილს. ეს, ალბათ, რაღაც ყმუილის მაგვარი იყო, ნოტებით ჩაწერილი. მე და მუანე ჭიშკრისკენ გავიქეცით და მეგრული დაკრძალვა დავინახეთ… მღვდელმა რამდენიმე ლოცვა წაიკითხა, რაც დაკრძალვის დროს სრულდება, შემდეგ კი ქვრივმა კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო მოთქმა. …რამაც ყველაზე მეტად გაგვაოცა ამ ქვრივში, რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და რომელიც სახეს ფრჩხილებით იკაწრავდა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფნი აკავებდნენ, — ეს მისი გოლიათური აღნაგობა იყო… იგი კუბოს კიდევ რამდენიმე ნაბიჯში გაჰყვა, შეჩერდა, და გამცილებელთა ხელებზე გადაესვენა.."
დიუმა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაკრძალვა სპეციალურად დადგმულ სპექტაკლს ჰგავს: "…როდესაც უკანასკნელი დადიანი გარდაიცვალა, მიცვალებულის ყოველი ნათესავი და მეგობარი ეკლესიაში უნდა შესულიყო ისე, რომ ორივე მხრიდან სხვა ხალხს ხელით სჭეროდა, თითქოს დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მას თავგანწირვით უნდა ეყვირა და გულზე მუშტები ერტყა, ტანზე პერანგი შემოეხია. ერთი სიტყვით, მთელი სპექტაკლი თამაშდებოდა. ამ დროს საინტერესო სცენებიც ხდებოდა. მაგალითად, მიცვალებულის მეზობელი, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე, როგორც ნათესავი, თავს მოვალედ თვლიდა ეს მწუხარება გაეზიარებინა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მასაც ორი ადამიანი იჭერდა აქეთ-იქიდან და მან ასეთ შემთხვევაში ტრადიციული წესი შეასრულა: ყვიროდა, ტიროდა, კვნესოდა. უეცრად ეკლესიის მახლობლად ყვირილი გაისმა, უფრო გულითადი, მაგრამ სხვაგვარი: აღმოჩნდა, რომ მთავრის ხალხი მოვიდა იმ ცხენებით, რომლებიც მეგრელებისგან ჰყავდათ მოპარული. მეგრელებმა იცნეს და უკან დაბრუნება მოითხოვეს…ამჯერად ყვირილი სრულიად ბუნებრივი გამოვიდა.

სიძვირე


დიუმა თავის წიგნში წარმოდგენას გვაძლევს ფასებზე, დანახარჯებზე და ამას, ალბათ, მომავალი მოგზაურების საყურადღებოდ აკეთებს. თავად დიუმა კი ფულისადმი მეტად გულგრილია და ადვილად მხარჯავი. იგი ყურადღებას აქცევს საქონლისს იძვირეს და მომსახურების მაღალფასებს. ფრანგი მოგზაური აღნიშნავს, რომ შლაპა თბილისში ოთხჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პარიზში, ქართველი დალაქი კი კლიენტისგან ექვსჯერ მეტს იღებს, ვიდრე ფრანგი: თანაც მან გაკრეჭვაც არ იცის. როცა დიუმამ სარკეში ჩაიხედა, გამწარებულმა წამოიყვირა: "ჩემი გაკრეჭილი თმები ჯაგრისს დაემსგავსა, მაგრამ არა იმ ჯაგრისს, რითიც ტანსაცმელს წმენდენ, არამედ რითიც იატაკს ხეხავენ! მე მუანეს და კალინოს დავუძახე, რომ დამტკბარიყვნენ ჩემი ახალი იერით. როდესაც მათ შემომხედეს, ხარხარი აუტყდათ. "განძი ვიშოვნეთ, — თქვა მუანემ, - თუ ფული არ გვეყოფა, კონსტანტინოპოლში თქვენ ჩამოგატარებთ, როგორც სელაპს, რომელიც კასპიის ზღვაში დავიჭირეთ"
ქალაქ ფოთში დიუმა შეჩერდა სასტუმროში, რომელიც ხის ფარდულს წარმოადგენდა. ნომერში იდგა "სალაშქრო საწოლი, თუჯის ღუმელი, დაფეხვილი მაგიდა და ხის ორი ტაბურეტი… სახლი ხიმინჯებზე იდგა, რის გამოც იატაკიდან მიწამდე დიდი ცარიელი სივრცე იყო, ხოლო თავად იატაკი ცხაურებიან ფიცარნაგს წარმოადგენდა. სწორედ ამ ცარიელ სივრცეში გროვდებოდა ყველა იქაური ღორი, ისინი, მგონი, ქორწილს იხდიდნენ… მემესმოდა მათი ღრუტუნი, ჭყვიტინი, მოულოდნელი და არათანაბარი მოძრაობები, რაც დროდადრო მხოლოდ იმისთვის ჩერდებოდა, რომ შემდეგ გაცილებით უფრო მძაფრად განახლებულიყო…" და ოთახი ასეთ სასტუმროში, როგორც დიუმა წერს, "ღირდა დღეში ორი რუბლი - ოთხი ფრანკით უფრო ძვირი, ვიდრე პარიზის ოტელ "ლუვრის" ოთახი.

მუსიე დიუმა


ფოთში, საფრანგეთიდან თბომავლის მოლოდინში, დიუმამ ვინმე გორელი ვასილი გაიცნო. ისინი დამეგობრდნენ და მწერალმა მას საფრანგეთში წასვლა შესთავაზა. ვასილი სიხარულით დათანხმდა. ისინი გემბანზე ავიდნენ, მაგრამ ხომალდმა დაძვრა ვერ მოასწრო, რომ მას მოადგა დიდი ნავი ჯარისკაცებით, ოფიცრის მეთაურობით. მან ვასილი გემიდან ჩამოსვა, რადგან მას უცხოეთში წასასვლელად პასპორტი არ ჰქონდა. "საწყალი ვასილი მისმავე მეგობარმა დააბეზღა, რომელსაც მისი შეშურდა". დიუმამ ვასილს წერილი გაატანა პოლკოვნიკ რომანოვთან, რაც მას პასპორტის მიღებაში უნდა დახმარებოდა. ამას გარდა "სამი მუშკეტერის" ავტორმა ვასილს გადასცა შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: "რეკომენდაციას ვაძლევ ქართველ ვასილს, რომელმაც ჩემთან სამსახური ფოთში დაიწყო, მაგრამ იძულებული გახდ ადარჩენილიყო პასპორტის უქონლობის გამო, ყველას წინაშე, ვისაც იგი მიმართავს, განსაკუთრებით საფრანგეთის ხომალდების მეთაურებსა და საკონსულოების მდივნებს. რაც შეეხება ხარჯებს ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ვექსელი გადმოაგზავნოთ ჩემს სახელზე, მე კი ვცხოვრობ პარიზში, ამსტერდამის ქუჩაზე, სახლი #77. ფოთი. 1 (13) თებერვალი, ალექსანდრე დიუმა".

წყარო"georgia.com
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი