უკან დაბრუნება
განცხადებები
ევროპის ყველაზე დაბალფასიანი სამთო-სათხილამურო კურორტები
26-12-2016, 17:56
ნანახია: 1389
გაუზიარე სტატია მეგობარს


ევროპის ყველაზე დაბალფასიანი სამთო-სათხილამურო კურორტები


ზამთარი სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა სეზონია. ეს სპორტი საკმაოდ ძვირ სიამოვნებად ითვლება როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
თუმცა ოპტიმალური არჩევანი ყოველთვის არსებობს და ეს სტატია სწორედ მისი პოვნის შესაძლებლობას მოგცემთ.
დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ იმ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სადაც დასვენება დიდ დანახარჯებთან არ ასოცირდება.
საძიებო სისტემა Skyscanner-ის ექსპერტებმა შეადგინეს იმ კურორტების სია, სადაც დასვენება იაფი და თანაც სასიამოვნოა. (მეტი თვალსაჩინოებისთვის, ფასებს ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად, ლარში გაგაცნობთ)
პოიანა-ბრაშოვი - რუმინეთში მდებარე კურორტი, რომელიც დამსვენებლებს 1906 წლიდან იღებს. 2013 წელს კი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობდა.
110 წლიანი ისტორიის მქონე კურორტზე, ერთკვირიანი დასვენება დაახლოებით 400 ლარი დაგიჯდებათ.
აქ სასტუმროს ნომრის 7 ღამით დაქირავება 144 ლარი ღირს.
საბაგიროს 6 დღიანი აბონიმენტი კი 195 ლარი.
ვოგელი - სლოვენიაში მდებარე ეს კურორტი 1922 მეტრი სიმაღლის მთაზე მდებარეობს და ევროპის დაბალფასიანი კურორტების სიაშია.
აქ სასტუმროს ნომრის 7 ღამით დაქირავება 207 ლარი დაგიჯდებათ.
საბაგიროს ექვსდღიანი აბონიმენტის ფასი კი 254 ლარი გახლავთ.
შპინდლერუვ მლინი - ჩეხეთის ეს სამთო-სათხილამურო კურორტი ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. გამორჩეულია სათხილამურო ტრასების მრავალფეროვნებით და მისაღებია როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული მოთხილამურეებისთვის.
აქ სასტუმროს ნომრის 7 დღით დაქირავება 326 ლარი დაგიჯდებათ.
საბაგიროს ექვსდღიანი აბონიმენტის ფასი კი 216 ლარი გახლავთ.
ბოროვეცი - ბულგარეთში მდებარე ეს კურორტი აღჭურვილია ხელოვნული თოვლის წარმოების აპარატურით, აქვს მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასები და კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა.
ბოროვეცში მრავლადაა კლუბები და ბარ-რესტორნებიც.
აქ სასტუმროს ნომრის 7 ღამით დაქირავება 245 ლარი დაგიჯდებათ.
საბაგიროს ექვსდღიანი აბონიმენტის შეძენა და სათხილამურო ინვენტარის დაქირავება კი 6 დღის განმავლობაში 290 ლარი ღირს.
კოპაინიკი - სერბეთის ერთ-ერთ უდიდეს ქედზე მდებარე ეს კურორტი 25 საბაგირო გზას მოიცავს, რომელთა საშუალებითაც ერთდროულად 32 ათასი მოთხილამურის გადაყვანაა შესაძლებელი.
აქ სასტუმროს ნომრის 7 დღით დაქირავება 378 ლარი დაგიჯდებათ.
საბაგიროს ექვსდღიანი აბონიმენტის ფასი კი 141 ლარი გახლავთ.
როგორც ხედავთ, ევროპაში ზამთრის არდადეგების გატარება 650 ლარადაც არის შესაძლებელი, ამიტომ მიიღეთ 50-დან 650 ლარამდე onlain sesxi vivus ge-სგან და გაატარეთ შვებულება ევროპაში.
ჩვენთან სესხები სწრაფად და მარტივად გაიცემა. პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებით სესხებზე კი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი