უკან დაბრუნება
განცხადებები
კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხი - "ფოთის წარსული სამოგზაურო ჩანაწერების მიხედვით"
19-12-2016, 15:45
ნანახია: 1602
გაუზიარე სტატია მეგობარს



ყირიმის ომის მიწურულს (1855 წლის დამდეგიდან) ყულევი ომერ-ფაშას მთავარ ბანაკად იქცა. ასე გაგრძელდა 1856 წლის გაზაფხულამდე, როცა ოსმალები გაიქცნენ ყულევიდან. გაქცევის წინ მტერმა გადაწვა ქალაქი. ამით დასრულდა კიდეც მისი ქალაქობის 16-წლიანი ისტორია. ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. მალე ფოთში ნავსადგური გაიხსნა და ყულევის ქალაქობის საჭიროებაც წარიხოცა [6,87].
რედუტიდან 5 საათის სავალზე კოხი ასახელებს ფოთს ანუ ფაშ-კალეს. მოგზაურის ინტერესი გამოუწვევია ქვიშიან ნაპირზე მდებარე, შინდისა და კუნელის ბუჩქების ტყეს. რედუტ-კალესთან შედარებით ფოთი უფრო სევდისმომგვრელია და გაცილებით მავნე ჯანმრთელობისთვისაც. სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას ხელსაყრელი მდებარეობა და მომგებიანი პირობები აქვს, მაგრამ რუსები მას მხოლოდ სამხედრო ბანაკად იყენებენ. ფოთის გარშემო არსებული ჭაობი ყველაზე საშიში მტერია ადამიანისთვის. ამიტომ აქ არავინაა ხალისიანი და ჯანსაღი შესახედაობისა. ციებ-ცხელებას ზღვიდან მონაბერი ქარიც ამძაფრებს, რომელსაც მავნე ანაორთქლით გაჟღენთილი ნოტიო ჰაერი გამოაქვს. რიონი, რაც აქ ზღვას უერთდება, ძალზე მოსახერხებელია კონტრაბანდისთვის. მას შლამიანი შესართავი აქვს და ამის გამო, დიდი ზომის გემებისათვის არასანაოსნოა. უცხო საქონლის ზღვიდან გადმოზიდვა სამაგიეროდ ბრტყელი ნავებითა და კაპარჭებითაა შესაძლებელი. რიონი ამ ადგილზე იმდენად განიერია, რომ მის გადალასალახავად 15 წუთზე მეტი დროა საჭირო. მის მარჯვენა, უფრო მაღალ ნაპირზე აუგიათ ციხე-სიმაგრე რიონსკის სახელწოდებით. ციხე ევროპული ყაიდის ომისთვის გამოუსადეგარია, რადგან დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. საკუთრივ ფოთი, ანუ ფაშ-კალე მდინარის მარცხენა ნაპირზე, აშმორებულ დაბლობზეა [3,168-169].

წყარო: "სამეგრელო კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხის სამოგზაურო ჩანაწერებში" ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი XVII თბილისი. გვ.183-194 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი