უკან დაბრუნება
განცხადებები
ედუარდ აიხვალდი - "ფოთის წარსული სამოგზაურო ჩანაწერების მიხედვით"
18-12-2016, 21:20
ნანახია: 1606
გაუზიარე სტატია მეგობარს



ფოთის ვრცელი აღწერილობა მოცემულია ცნობილი გერმანელი ბუნებისმეტყველისა და მოგზაურის, მედიცინის დოქტორის, ყაზანის უნივერსიტეტის მეანობისა და ზოოლოგიის პროფესორის, პეტერბურგის სამედიცინო - ქირურგიული აკადემიის პროფესორ ედუარდ აიხვალდის (1795-1876 წწ.) სამოგზაურო ჩანაწერებში. 1825-1826 წლებში საქართველოში მოგზაურობის შემდეგ მან გამოსცა კაპიტალური ნაშრომი II ტომად. ფოთის შესახებ ცნობები თავმოყრილია ძირითადად მისი ნაშრომის II ნაწილის III თავში (მოგზაურობა იმერეთსა და სამეგრელოში“), რაც 1837 წელს გამოქვეყნდა შტუტგარტში წიგნის ქართული თარგმანის გამოცემა განხორციელდა 2005 წელს, გია გელაშვილის მიერ (აიხვალდი, 2005). მოგზაურმა საკთარი თვალით დანახულ სინამდვილესთან ერთად ჩანაწერებში თავი მოუყარა სხვა პირთა მიერ მოწოდებულ ცნობებს; ასევე გააანალიზა ძველ ბერძენ, რომაელ თუ სომეხ ისტორიკოსთა და გეოგრაფთა - მარიანეს, პლინიუსის, სტრაბონის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, მოსე ხონელის, აგრეთვე თავისი წინამორბედი მოგზაურების - ძამპის, შარდენის, გიულდენშტედტის, რაინგსის, კლაპროტის, გამბას ნაშრომები (იქვე: 11-12). მისი ვრცელი პოლიტიკური ცნობები სამეგრელოს სამთავროს შესახებ ფრიად ფასეულია, რამდენადაც, ყველა ცნობას, იგი როგორც ლევან V დადიანის სტუმარი, პირადად მისგან და ნიკო დადიანისაგან იღებდა (იქვე: 19).
აიხვალდი იცნობს სტრაბონის და აპიანეს ცნობებს კოლხეთის, ოქროს საწმისისა და „ფაზისზე მდებარე აიას ტყეში ჩამოკიდული ვერძის ტყავის“ მოსატაცებლად. იაზონის მეთაურობით მოსული არგონავტების შესახებ (ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, 163-164). თუმცაო, შენიშნავს მოგზაური, 1821 წელს სამთო საქმის უფროსმა ტფილისში, კარპინსკიმ, ოქროს მარცვლების ვერავითარ კვალს ვერ მიაკვლიაო მთელ გურიასა და მის მოსაზღვრე სამეგრელოს ერთ ნაწილში (იქვე:164).

წყარო: „ფოთის წარსული გერმანელ ავტორთა სამოგზაურო ჩანაწერების მიხედვით და თანამედროვე ისტორიოგრაფია“ ჟურნალი „ცოტნეიდელი“ ტომი X (ნაწილი III) 2016 – 2017 წ.წ. გვ.254 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი