უკან დაბრუნება
განცხადებები
ინფორმაციები
26-09-2016, 08:07
ნანახია: 1342
გაუზიარე სტატია მეგობარს


XIX საუკუნის 80-90 წლებში, ქალაქის მოსახლეობის ჯანმეთელობის დაცვას მხოლოდ ორი ექიმი ემსახურებოდა. მართალია, ქალაქში არსებობდა სამხედრო საავადმყოფო, მაგრამ ის უწყებრივი შეზღუდულობის გამო სამოქალაქო პირებს დახამარებას ვერ უწევდა. საბედნიეროდ, ცოტა ხანში, მოსახლეობის ბედ-იღბალი გადაწყდა, მათ მოევლინათ კონსტანტინე მიქაბერიძე - ქალაქის პირველი სამხედრო ექიმი, რომელმაც საკუთარ სახლში შეჭირვებული ფენისათვის გახსნა პატარა საავადმყოფო.

ფოთის, პირველ საქალაქო ტრანსპორტს წარმოადგენდა „კონკა“, რომელშიც ერთი ცხენი ება. ის ქალაქის ცენტრიდან - ნავსადგურში დადიოდა. „კონკით“ მგზავრობა 25-29 კაპიკი (თითო მგზავრისათვის) ღირდა.

XIX საუკუნის მიწურულს ფოთში დაარსდა გურია-სამეგრელოს საეპარქიო კათედრა. 1898 წელს ნიკო ნიკოლაძემ დააყენა საკითხი ახალი ტაძრის აშენების შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრში უნდა აგებულიყო. სახსრების უქონლობის გამო მისი მშენებლობა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.
1908 წლის 22 მაისს ტაძრის მთავარ გუმბათზე ჯვარი აღმართეს. ტაძარი 2000 მლოცველისათვის იყო განსაზღვრული.

XIX საუკუნის მიწურულს ცნობილი საზოგადო მოღვაწის ლ.ტუღუშის თაოსნობით ფოთში დაარსდა პირველი სტამბა. ამ საპატიო საქმის განხორციელებაში მასთვის აქტიური დახმარება ა.მახარაძეს გაუწევია. 1901 წ. ფოთის სტამბაში დაბეჭდილა თ.ჟორდანიას „ისტორიული ქრონიკები“, XI საუკუნის ძეგლი „დოროთეს ცხოვრება“, ანუ „კიბე ცად მყვანი“, „მოძღრება დაყუდებულის მღვდელ-მონაზონ ალექსისა“. თ.ჟრდანიას ისტორიული ხასიათის სიგელ-გურჯები და სხვა.

1871 წ. 14 აგვისტოს ნიკონიკოლაძის უდიდესი ძალისხმევით გაიხსნა ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზის პირველი უბანი ფოთიდან -ყვირილამდე. ხაზის გაყვანისთანავე მოეწყო სადგური ფოთში, ჭალადიდში, ახალსენაკში, სამტრედიაში, ქუთაისში და ყვირილაში. ამგვარად, ამოქმედდა ფოთი - თბილისის რკინიგზის პირველი უბანი.
ამ დამსახურებისათვის რუსეთის იმპერატორმა ნიკო ნიკოლაძეს ოქროს ჟეტონი გადასცა, მას უფლება ჰქონდა უფასოდ ემგზავრა რუსეთის იმპერიის რკინიგზაზე პირველი კლასის ვაგონით.
ფოთის - თბილისის რკინიგზა გადაიქცა მთავარ სამიმოსვლო -სავაჭრო გზად საქართველოში.

როგორ გამოიყურებოდა საქალაქო ბიუჯეტი თვითმმართველობის შემოღებიდან ?
1885 წ. ქ.ფოთის ბიუჯეტი შემოსავლის ნაწილში 55645 მანეთს უდრიდა, 1888 წ. - 43007 მანეთი, 1889 წ. -41275 მანეთი, 1890 წ.კი -50121 მანეთი 1893 წ. ფოთის თვითმმართველობას ნება მისცეს საფუთო გამოსაღების ნაწილი (ნახევარკაპიკიანი გამოსაღები) ქალაქის საჭიროებას მოხმარებოდა, რომელიც 1887 წლიდან მთლიანად ნავსადგურის მშენებლობას ხმარდებოდა.პირველი ხუთ წელს ამ მუხლიდან ქალაქი ყოველწლიურად ღებულობდა 15 ათას მანეთს, მეორე ხუთ წელს კი 10 ათას მანეთს, მაგრამ 1895 წლიდან ქალაქის გამგეობას ნ. ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში და მდგომარეობაც შეიცვალა. მან საფუთო გამოსაღები ქალაქის სასარგებლოდ ორჯერ გაზარდა. 1900წ. ფოთის შემოსავალი 174371 მანეთს შეადგენდა. 1901 წ.კი - 104526 მანეთს.

გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ №1 ნოემბერი 2000 წ. გვ.7
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი